რაში გამოიყენო აურა

ყველას შეუძლია დაინახოს აურა. ოღონდ გარკვეული კუთხიდან [/color][/][= 18px]ველას შეუძლია დაინახოს აურა,  მხოლოდ გარკვეული კუთხიდან[/]   თვლიან, რომ ეს მოვლენა ბუნების გარკვეული შემადგენელი ნაწილია

რა არის აურა ?

მთელი სამყარო შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ვიბრაცია. თითოეული ატომი, ელექტრონი, ნეიტრონი, ნებისმიერი ელემენტარული ნაწილაკი. ჩვენი ფიქრები და გონებაც კი წარმოადგენს ვიბრაციას. აქედან გამომდინარე შეიძლება აურა განვიხილოთ, როგორც ელექტრო-ფოტონური ვიბრაცია, გამომდინარე იმ ობიექტებიდან როგორიცაა გარეშე გამოსხივების წყაროები (მაგალითად  დღის სინათლე). ეს მცნებაც კი საკმარისია, რომ გარკვეული ვარჯიშის შემდგომ შეგვეძლოს ჩვენი აურის წაკითხვა და აურული ვიბრაციების ვიზუალური დანახვა. ყველაზე მთავარი აურაში არის ის რომ, ის ობიექტის ინფორმაციის მატარებელია. ნებისმიერი ბიოლოგიურ ორგანიზმის გარშემო გამომდინარე ცხოველმყოფილობიდან წარმოიქმნება ფიზიკურ ველთა 8 ტიპის რთული სურათი, რომლებიც მთლიანობაში ბიოსისტემათა ინფორმაციის მატარებელია. ეს ველებია : ელექტრომაგნიტური სპექტრის ინფრაწითელ დაიპაზონის სითბური გამოსხივება; რადიოსითბური გამოსხივება, რომელიც შინაგან ორგანოთა ტემპერატურის და დროებითი რითმების ინფორმაციის მატარებელია; დაბალი სიხშირის ელექტრო ველები, სიხშირეებით 0 – 1000-მდე რხევები/წამში. რომლებიც ძლიერ ეკრანირებულია სხეულის ქსოვილების მიერ; ამავე სიხშირის მაგნიტური ველები, რომლებიც გამოიყენება ტვინის კვლევისათვის; თვით თავის ტვინში არსებული ელექტრო იმპულსები რომლებიც ორგანიზმში ასრულებენ ინფორმაციის გამტარ როლს; .ადამიანის სმენისთვის მიუწდომელი, ინფრა-ბგერითი დიაპაზონის აკუსტიკური სიგნალები, შინაგანი ორგანოების, კუნთებისა და ა.შ. ფუნქციონირების დროს; ხმაურის ტიპის მაღალი სიხშირის აკუსტიკური რხევები, რომელიც დაკავშირებულია შესაბამის მოლეკულურ და უჯრედულ დონეებთან; ელექტრომაგნიტური ტალღების, ოპტიკური სპექტრის ახლო იფრაწითელი და ულტრაიისფერი დიაპაზონის ბიოლუმინესცენციული სიგნალები, გამოწვეული ორგანიზმში ბიოქიმიური რეაქციებით; გარემოს ფიზიკო-ქიმიური მახასიათებელთა შემადგენლობის ცვალებადობა, რომელიც  წარმოიშვება ადამიანს და გარემოს შორის ნივთიერებათა ურთიერთ ცვლის და ადამიანის მოძრაობის დროს. ადამიანების გარშემო აურა ძირითადად ელექტრომაგნიტური ბუნებისაა. დაწყებული ინფრაწითელი მიკროტალღებიდან დამთავრებული ულტრაიისფერი დიაპაზონის ჩათვლით.იაპონელმა და რუსმა სწავლულებმა 40  წლის დაკვირვების შედეგად წამოაყენეს ჰიპოტეზა რომ, აურული მიკროტალღების საშუალებით შეიძლება მოდიფიცირება ჩვენი დნმ-ს. რაც შეეხება მაღალი სიხშირის დიაპაზონს, (ულტრაიისფერი გამოსხივება) დღეისათვისის ის უფრო ნაკლებად არის შესწავლილი.მაგრამ, ორგანიზმის კვლევისას მას უფრო მნიშვნელოვანი ხარისხი ენიჭება. სპექტრის ამ დიაპაზონის დანახვა, ჩვეულებრივი თვალით სავსებით დასაშვებია. ადამიანის თვალი ელექტრომაგნიტური სპექტრის ხილულ დიაპაზონში, იდეალურ სიბნელის დროს აღიქვამს ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე ერთი წამის განმავლობაში 80 -100 ერთეულ ფოტონს, ხოლო ადამიანის სხეულის გარშემო მის ბიოლოგიურ ველში ნათება თითქმის ტოლია1000 ფოტონის.

 რაში გჭირდებათ ნახვა თქვენი აურის ? ადამიანის სხეულის გარშემო და მნიშვნელოვნად თავის ზედაპირზე, აურის ფერებს და მის სიმკვრივეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. - ათვალიერებ რა სხვის აურას, ფაქტიურად შეგიძლიათ ამოიკითხოთ მისი აზრები, მის მიერ საკუთარი აზრის გამოთქვამდე. თუ ადამიანი არ თანხმდება იმაზე, რასაც მასზე ლაპარაკობენ, მაშინ თქვენ გექმნებათ შესაძლებლობა დააფიქსიროთ სიცრუის ეფექტი - მის აურაში.

არავის არ შეეძლება  თქვენი გაცრუება !

ვინაიდან ადამიანს არ შეუძლია მოატყუოს საკუთარი აურა. 

  აურა აჩვენებს ჩვენს ჭეშმარიტ ბუნებას და ყველა ჩვენს განზრახვებს. ვინაიდან არის ჩვენი ფსიქიკის განუყოფელი ელემენტი. თუ, ხედავთ რომ, ადამიანს აქვს ნათელი და სუფთა აურა იყავით დარწმუნებული, ადამიანი დადებითია და სულიერად მდიდარი. მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანი მორიდებულია და ამას არც კი გრძნობს. თუ, ხედავთ ადამიანს რომელსაც გარშემო აკრავს უფორმო მუქი ფერების ნაკლებად განათებული აურა, ასავე დარწმუნებული იყავით, ამ ადამიანს ამოძრავებს არაჯანსაღი მიზნები. დამოუკიდებლად მისი განათლების, ეფექტურობის, მჭერმეტყველების, თუ კარგად ჩაცმულობის. ანუ, სინამდვილეში ისეთი არ არის, როგორიც მას სურს რომ წარმოგიდგეთ.

   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - შეამოწმოთ ნებისმიერი რელიგიური მოღვაწე, სულიერი მასწავლებელი, გურუ, ოსტატი. ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს ნათელი, თანაბარი, მოყვითალო, მონარინჯისფერო, ოდნავ დაახლოებული ოქროს ფერთან ორეოლი [ ნიმბა, შარავანდი] თავის არეში. თუ ასეთი მას არ გააჩნია, თქვენ მასზე ბევრად უკეთესი ხართ.თუ, თქვენ აპირებთ გაერთიანდეთ რომელიმე სექტაში, გაყვეთ რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას, მის სათავეში უნდა იდგეს პატიოსანი, სუფთა და ღვთაებრივი პიროვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დგებით რისკის წინაშე დააზიანოთ თქვენი გონება, სიცოცხლე და შესაბამისად თქვენი აურა.

  როდესაც დგება დრო თქვენი ცხოვრებისეული  დაგროვილი ინფორმაციის გახარჯვის, შეიძლება აღმოჩნდეს რომ, გარკვეული რიტუალის თუ, ადამიანთა თავყრილობებისათვის, არ ღირდეს თქვენი სიცოცხლის ენერგიის დახარჯვა. უმრავლეს სექტას, რელიგიურ მიმდინარეობას, პოლიტიკურ ლიდერებს აზროვნებაში აქვთ მხოლოდ ორი საგანი  - ფული და ძალაუფლება ადამიანებზე.ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ მათ აურებში. წარმოიდგინეთ რამდენად გაუმჯობესდება დედამიწაზე ცხოვრება, თუ  ბევრი ადამიანი შეძლებს ნახოს საკუთარი პოლიტიკური ლიდერების აურა და მათი არჩევა დაფუძნებული იყოს მათივე ბიოველის მონაცემთა საფუძვლებზე. ფლობთ რა თქვენს აურას, გექმნებათ შესაძლებლობა გამოავლინოთ თქვენი ორგანიზმის დარღვევები მის ფიზიკურ გამოვლინებამდე. თქვენი აურის მართვა პრაქტიკულად გაძლევთ შესაძლებლობას დამოუკიდებლივ განკურნოთ საკუთარი თავი. ფიზიკური სხეულის განმკურნება არაფერია, იმასთან შედარებით, რასაც მოგცემთ თქვენი აურის ხედვა და მისი წაკითხვა. მისი ნახვა და მართვა საშუალებას მოქცემთ გაანვითაროდ თქვენი სულიერება და აზროვნება. უფრო ღრამდ აღიქვათ და შეიცნოთ გარშემო სამყარო. თითოელ ადამიანს გააჩნია აურა. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობაში აურა არის სუსტი და გაუმჭვირვალე. ეს ნაყოფია მათი ცხოვრების ხანგრძლივი მატერიალისტური უარყოფის, გონების დათრგუნვის, შიშის, სხვაზე დამოკიდებულებლობის, ეჭვიანობის, შურის და სხვა მსგავსი ემოციების. ამგვარი ემოციები ანგრევს მათ ჭეშმარიტ ბუნებას და მათი აურაც დათრგუნულია.  

 როდესაც სწავლობთ უყუროთ აურას, იყავით მზად ჭეშმარიტად რთული კითხვის;  “როგორია ჩემი აურა?იმ სიტუაციისათვის, როდესაც ვერ ხედავთ მას, ან ხედავთ, მაგრამ რაღაცას და არ გინდათ მასზე საუბარი. ამ ბარიერების გადალახვა მოგცემთ დიდ შესაძლებლობებს ნაკლები შეცდომებით მიაღწიოთ დასახულ კეთილ მიზნებს. როდესაც ადამიანები ხვდებიან, რომ მათი აურა ყველას სახეზეა და ბევრს შეუძლია მისი წაკითხვა, ისინი იწყებენ საკუთარი ფიქრების გაკეთილშობილებას, რაც მნიშვნელოვნად აჯანსაღებს მათ აურას. ამ პროცესებში ნელ-ნელა იცვლება მათი უარყოფითი ქმედებები და იწყება მცდელობა მათაც მოახდინონ დადებითი ზემოქმედება სხვებზე.

თუ, დაინტერესდით თქვენი აურით ..........  იხილეთ აურა-გრაფიული ანალიზი

 საიტიდან მასალების კოპირება აკრძალულია. საავტორო უფლებას იცავს კანონი

Protected by Copyscape Web Copyright Protection