აურა - ისტორია

დედამიწაზედ არაფერი არ არის პარანორმალური, გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ ადამიანის შეზღუდული ცოდნა სამყაროს მიმართ

ადამიანის  აურას უძველესი გამოსახულება ჯერ კიდევ აღმოჩენილი იყო ვესტ-კიმბერლის გამოქვაბულებში (ავსტრალია). პრეისტორიულ პერიოდის პირველყოფილი ადამიანების მიერ მოხატულ ფრესკებში.

  შორეულ წარსულში ადამიანები აღტაცებული იყვნენ მოვლენებით რომლებსაც ისინი ვერ ხსნიდნენ და მათ უწოდებდნენ" საოცრებებს". ფენომენი რომელსაც დღეს ადამიანები უწოდებენ აურას, სინონიმები - ორეოლი, შარავანდი, ბიოველი) ცნობილი იყო უკვე შორეულ წარსულში. ამაზე მიგვითითებს ჯერ კიდევ ძველი აღქმის მოსეს ხუთწიგნეული. აურა ცნობილი იყო ასევე ეგვიპტელების, ხალდეების, შუმერების და სხვა ძველი სამყაროს ხალხებისთვის. რომლებიც იდგნენ სულიერი კულტურის მაღალ საფეხურებზე. ამ ფენომენის არს წარმოადგენს ადამიანის სხეულის გარშემო მქონე გამოსხივება,რომელსაც გააჩნია ელექტრომაგნიტური ბუნება და რომელიც შესაძლებელია დავინახოთ თვალით როგორც მანათობელი ნისლი, ვიგრძნოთ ხელით და დღეს უკვე გავზომოთ თანამედროვე სხვადასხვა ზემაღალი მგრძნობელობის ხელსაწყოებით.

  ჰომერი აღწერს აურას - როგორც მანათობელი ნისლი, მასხივებელი და ღვთაებრივი არსით. ის მას თვლიდა ძლიერების სიმბოლოდ. აურის პირველი მოხსენიება მოცემულია აგრეთვე პითაგორელების ნაშრომებშიც.(2600 წლის წინ). ოდითგან ადამიანები თვლიდნენ ,რომ აურა ეს არის სიცოცხლის ძალა. ინდოელები ამ ენერგიას უწოდებდნენ  "პრანას", ჰუნები -"მანას", პარაცელსი -"მუნას", მესმერი - "ცხოველურ მაგნეტიზმს". სრულიად გასაგებია, რომ წმინდანების და სხვა მაღალი სულიერებით გამორჩეულთა აურის ზომები საკმაოდ შთამაგონებელი იყო. როგორც მემატიანები აღწერენ ბუდას აურის დიამეტრი ათეულ მეტრებს სცილდებოდა. ხოლო იესო ქრისტესი - კიდევ უფრო მეტს. ამჩნევდნენ რა, ამ მოვლენას იმდროინდელი ხელოვანები, მას გამოხატავდნენ თავიანთ ფერწერულ ნაშრომებში. ამიტომაც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან რელიგიებში წმინდანად აღიარებული პიროვნებები გამოხატული არიან შარავანდით შემოსილი.

პირველი ევროპელი რომელმაც აღწერა აურა, იყო ცნობილი შვეიცარიელი ფილოსოფოსი და ექიმი პარაცელსი (1493-1541). ის მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ერთგვარი ძალა – "შიდა და გარეგანი ემანაციები, რომელიც მსგავსია მანათებელი სფეროსი". პარაცელს სურვილი ჰქონდა ეს მოვლენა გამოეყენებინა პრაქტიკაში. როგორც ზემოქმედების მაგნიტური ძალა სხვადასხვა დაავადების დიაგნოზირების და მათ სამკურნალოდ. მაგრამ 1528  წელს სამღვდელოებამ ეს სწავლება აღიარა ერეტიკოსობად. გამოჩენილი უდიდესი ფიზიკოსის და მათემატიკოსის სახელი - სერ ისააკ ნიუტონი ასოცირდება ვაშლის მიწაზე ჩამოვარდნის ეპიზოტთან. რომელიც უკავშირდება მექანიკის სამი ფუნდამენტალური კანონის აღმოჩენას. მაგრამ მისი ტალანტი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. როგორც ფილოსოფოსმა მან,1666 წელს წარმოაჩინა ძალოვანი ველის კონცეფცია. ანუ თეორია ცოცხალ ორგანიზმთა გარშემო არსებული ძალოვანი ველების შესახებ. ის აღმოჩნდა პირველი ადამიანი, რომელმაც გაატარა სინათლის სხივი ორ პრიზმას შორის. ეს ცდა გადაიქცა საფუძვლად სინათლის სხივის შთანთქმის და გარდატეხის კანონების აღმოსაჩენად. მისი თეორია "ძალოვანი ველის "და ექსპერიმენტები ოპტიკურ ფენომენებთან აძლევდათ უფლებას ეს მეცნიერი აღიარებულიყო აურის შესწავლის სფეროში ერთ-ერთ პირველ მკვლევარად.1734-1815 წ.წ. ავსტრიელი ექიმი ანტონ მესმერი რომელიც იკვლევდა თეორიას "ცხოველური მაგნეტიზმის შესახებ", მიღებულ შედეგებს იყენებდა სამედიცინო პრაქტიკაში სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს. მესმერი თვლიდა, რომ ძალა რომელიც ახასიათებს მაგნიტს, ანალოგიურია ადამიანის ენერგერტიკულ ველთან. მაგრამ იმ პერიოდისათვის მესმერის ეს თეორია არ იქნა მიღებული ფართო მკვლევართა მიერ.1908 წელს დოქტორმა უოლტერ კილნერმა დაამუშავა მეთოდიკა, რომლის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ენახა საკუთარი აურა. მისი ნაშრომი "ადამიანის აურა"  იმ პერიოდისათვის იყო ერთ-ერთი საინტერესო გარღვევა ამ სფეროში. მეთოდის არს წარმოადგენდა გარკვეული ფილტრების სისტემა, რომელიც იყო დამუშვებული ცისფერი ფერის საღებავით - დიციანინით. სისტემა აძლევდა ადამიანს შესაძლებლობას დაენახათ ულტრაიისფერი სხივები, რომლის საშუალებითაც შავ ეკრანზე ისინი აფიქსირებდნენ ადამიანის სხეულის გარშემო ცისფერი ფერის მკრთალ ნათებას. ამ სისტემის საშუალებით აკვირდებოდნენ აურულ ნათებას. შემგომში ნაშრომი აურის შესახებ გამოქვეყნებული იქნა 1987 წელს. ეს იყო ოსკარ ბენგელის წიგნი "ადამიანის აურის ბუნება და თვისებები". მან გაუკეთა მოდერნიზაცია კილნერის ფილტრებს და გამოიყენა როგორც მზისგან დასაცავი სათვალები. ეს სისტემა დასავლეთ ქვეყნებში დღესაც გაყიდვაშია. მე -XX საუკუნის 30 წლების ბოლოს რუსმა მეცნიერებმა ცოლ-ქმარმა სემიონ და ველენტინა კირლიანებმა შემთხვევით აღმოაჩინეს აურის ფოტოგრაფირების საშუალება. ეს მოხდა სულით დაავადებული პაციენტის შოკო თერაპიით მკურნალობისას ელექტროდენის განმუხტვაზე დაკვირვების დროს. როდესაც მკვლევარი ახდენდა ამ პროცესების ფოტოგრაფირებას მან აღმოაჩინა რომ, ფოტოფირფიტებზე გამოსახული შედეგები წარმოადგენდა აურის ველის გამოსახულებას. კირლიანი მის მეუღლესთან ერთად ოცი წლის განმავლობაში, საკუთარი სახსრებით აწარმოებდა დაკვირვებას ამ ფენომენზე.

                                                                                                                [ კირლიანის  ფოტოები]

  1953 წელს ლენინგრადელმა ქირურგმა მიხეილ გაიკინმა როდესაც წაიკითხა ცოლქმარ კირლიანების გამოკვლევები მან ეს კვლევები მეხსიერებაში, დაუკავშირა მეორე მსოფლიო ომის დროის, მოგონებებს. როდესაც ის მუშაობდა ფრონტზე ქირურგად. მას ამ დროს ოპერაციების მსვლელობაში ეხმარებოდნენ ჩინელი ექიმები, რომლებიც ნემსებით სხეულის გარკვეულ მიდამოებში ჩხვლეტით მკურნალობდნენ ამა, თუ იმ ავადნყოფებს. გაიკინი რეგულარულად აკვირდებოდა მათ, თუ რა განსაცვიფრებად ეფექტურად დადებით შედეგებს იღებდნენ ისინი, აკოპუნქტურის  გამოყენების დროს. როდესაც გაიკინმა საკმაოდ დეტალურად შეისწავლა კირლიანის აურის ფოტოები, ის მივიდა დასკვნამდე, რომ აურის სურათებზე შედარებით უფრო კაშკაშა ადგილები შეესაბამებოდა უმთავრეს სასიცოცხლო  წერტილებს. რომელთა შესახებ ჩინელი ექიმები გათვითცნობიერებული იყვნენ უკვე არა ერთი ათასი წელი. კირლიანების ეს აღმოჩენა, დაეხმარა მკვლევარებს აკოპუნქტურული წერტილების უფრო დაზუსტებით ფიქსირებაში. სინამდვილეში რუსი მეცნიერები არ არიან პირველები, რომლებმაც დასაბამი მისცეს აურის ფოტოგრაფირებას.

  ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის გერმანიაში არსებობდა ხელსაწყო " შლინერის დანადგარი" რომლითაც ავლენდნენ მინის დამუშავებისას წუნს. არ არის გამორიცხული, რომ მის საშუალებით ყოფილიყო გამოვლინებული აურული ნათება. მაგრამ ამ  პერიოდში მკვლევარები ამ პროცესებს მოიხსენიებდნენ როგორც გვერდით ეფექტების კონვექციულ მიმართულებად.  ასეა, თუ, ისე დღევანდელ დღეს მეცნიერებს აქვთ შესაძლებლობა დააკვირდნენ აურის ვიდეოჩანაწერებს და მოახდინონ მის ინდენტიფიცირება, როგორც პულსირებული ველის ნათება ბიოლოგიურ სხეულის გარშემო. დღეისათვის ბევრი პარაფსიქოლოგიური კაბინეტები სთავაზობენ ადამიანებს აურის ფოტოსურათებს. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ფოტოსურათები წარმოადგენენ აურის მხოლოდ სქემატურ ანალოგს და არა აურის ჭეშმარიტ სურათს. იმ პერიოდისათვის როდესაც უძველესი ეპოქის მხატვრები აურის გამოსახულებას ხატავდნენ გამოქვაბულების კედლებზე დიდმა დრომ გაიარა. თანამედროვე ადამიანები შეიარაღებული არიან რთული დანადგარებით, რომელთა გამოყენებაც არ ტოვებს ეჭვს აურის არსებობაში. მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტის, ჯერ კიდევ ცოტანი არიან ის ადამიანები, რომლებიც დახარჯავენ ენერგიას და დროს განავითარონ უნარები, დახვეწონ და მიმართონ საკუთარი აურა ისევე საკუთარი თავის საკეთილდღეოდ.

საიტიდან მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. საავტორო უფლებებს იცავს კანონი

Protected by Copyscape Web Copyright Protection