აურა - მედიტაცია, ლოცვა

 


 სხვადასხვა ძალის მქონე მრავალ მიკრო განმუხტვების დროს თავისუფლდება დამატებითი ენერგია, რომლითაც მდიდრდება და ივსება ადამიანის ბიოველი. მაგრამ არა უსასრულოდ, არამედ გარკვეული პერიოდით. რადგან ადამიანის აურის მოცულობა და სიმკვრივე არ არის მუდმივი. გამონთავისუფლებული ენერგიის ნაწილი პარალელურად იხარჯება ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ამიტომაც აურის მუშაობის გაძლიერება ლოცვებით ან მედიტაციით ადამიანისთვის ერთ-ერთი საშუალებაა.

 თომას ჯეფერსონის უნივესიტეტიდან წამყვანმა ნეიროფიზიოლოგმა პროფესორმა ნიუბედმა, რომელიც უკვე 10 წელია ატარებს უნიკალურ ექსპერიმენტებს რელიგიური ცხოვრებით დატვირთულ ადამიანების თავის ტვინის სკანირებაზე, მიიღო განსაცვიფრებელი შედეგები. უმრავლესი მისი ცდები ბაზირებული იყო ტვინის ”ფოტო გადაღებაზე” ერთ ფოტონიან ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით.

ექსპერიმენტისათვის მან ამოირჩია ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად ლოცულობდნენ ან ვარჯიშობდნენ მედიტაციებით15 წლის განმავლობაში.ესენი იყვნენ მოწყალების დები ფრანცისკანული მონასტერის და ტიბეტელი ბერები. ცდების დასაწყისში სწავლულებს მოხალისეთა ორგანიზმში კატეტერის საშუალებით ვენებში შეყავდათ სუსტი რადიოაქტიური სითხე. რომელიც ჯამში ეხმარება სისხლის ცირკულაციის გაზომვას თავის ტვინში. კონტროლის სახით თავდაპირველად იღებდნენ თავის ტვინის სურათებს მოსვენებულ მდგომარეობაში. ხოლო შემდეგ კი, მედიტაციის და ლოცვების მდგომარეობისას. ერთი საათის შემდგომ როდესაც მოხალისეები აღწევდნენ გაუთვიცნობიერების მდგომარეობას მათ სისხლში შეყავდათ რადიოიზოტოპები და იწყებდნენ თავის ტვინის სკანირებას. ამის შემდგომ ადარებდნენ ორივე მდგომარეობის ტომოგრაფიულ შედეგებს ( მოსვენებული და ლოცვა-მედიტაციის დროს) მიღებულმა შედეგებმა განაცვიფრეს მეცნიერები. ყველა მლოცველს ლოცვამ გამოურთა ტვინის პარიენტალური ნაწილი. რომელიც განაგებს ორიენტაციას. ეს ნიშნავს რომ, ადამიანის კარგავს კავშირს რეალობასთან და გადის მის ფარგლებს გარეთ. იცვლება ადამიანის შინაგანი ელექტრომაგნიტური ”აურის” ფონი. (იხ ნახაზი 1)   

 დღეისთვის მეცნიერება ლოცვა-მედიტაციის ფენომენის ამოსაცნობად იყენებს უახლოეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. მაგრამ ყველაზე პირველი ეტაპები ამ სფეროში გაკეთებულ იყო 1986 წელს  ნეიროფიზიოლოგ ვალერი სლეზინის მიერ. რომელმაც პირველმა ჩაწერა ღვთის მსახურთა თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრამა. მიღებული სენსაციური შედეგით აღტაცებული იყვნენ მსოფლიო ფსიქიატრთა სიმპოზიუმზე. ხოლო საბჭოთა კავშირში ის ამ პუბლიკაციის შემდგომ გარიცხული იქნა ინსტიტუტიდან.

მან ამ კვლევებში უჩვენა რომ ლოცვის დროს, ფიზიკურად ქრება ტვინის აქტიურობა. უფრო ზუსტად მცირდება ათეულჯერ. ზრდასრული ადამიანის ტვინი სიფხიზლის პერიოდში მუშაობს მიახლოებით 12 ჰერცის სიხშირით. ხოლო ლოცვის ან მედიტაციის დროს პროფესორ სლეზინის ენცეფალოგრაფმა დააფიქსირა ტვინის აქტიურობა 3 ჰერცზე. ასეთი მაჩვენებელი დამახასიათებელია იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში. მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელი გახდა ის ფაქტი, რომ ამავე სიხშირეზე (3 ჰერცი) მუშაობს ახალშობილის გონება.       
  ლოცვების და მედიტაციის ზემოქმედების გამოსაკვლევად ადამიანის აურაზე მკვლევართა ერთი ჯგუფის მიერ მრავალჯერად ჩატარებულმა ცდებმა, ისინი მიიყვანა მოულოდნელ შედეგებამდე. კერძოდ ამ ფენომენის გამოყენებამ აღადგინა აურის დეფორმირებული ადგილები. გაწონასწორდა მისი სიმკვრივე, დაიხვეწა მისი ფორმა. გაქრა ნეგატიური ზემოქმედება. გააქტიურდა და დაბალანსდა ჩაკრების მუშაობა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ, გარკვეული პერიოდების გასვლის შემდგომ პოზიტიური ცვლილებები ქრება და აურა გადადის პირვანდელ მდგომარეობაში. ექსპერიმენტებში გამოყენებული იყო სხვადასხვა რელიგიის კანონიკური ლოცვები და მედიტაციური ტექნოლოგიები. ცდებში მონაწილეობას იღებდნენ მორწმუნე და არა მორწმუნე, ლოცვების მცოდნე და უცოდინარი ადამიანები. ოდნავ ადრე მსგავსი შედეგები, მიღებული იქნა მკვლევართა სხვა ჯგუფის მიერ ინდოეთსა და კანადაში. 

მედიტაციისას და მედიტაციის შემდგომ

      (მაგნიტო - რეზონანსული ტომოგრაფია)

               თავის ტვინი  

    ლოცვამდე         ლოცვის შემდგომ

                  ( აურაგრაფიული ტესტირება)


უფრო ნათელი განმარტებებისათვის, თუ რა ხდება ტვინის ზოგიერთ განყოფილებებში მედიტაციასა და ლოცვების დროს.

შუბლის წილი - ტვინი უფრო განვითარებული ნაწილი რომელიც პასუხისმგებელია ლოგიკაზე, ემოციებზე, დაგეგმვასა და თვითშემეცნებაზე. მედიტაციის დროს ეს წილი ითიშება

თხემის წილი - ტვინის ეს ნაწილი ამუშავებს სენსორულ ინფორმაციას. გვანცნობს ჩვენ მდგომარეობას სივრცესა და დროში. მედიტაციის დროს აქტიურობა მცირდება

თალამუსი - კერძო შეგრძნებები, ეს ორგანო ამახვილებს ჩვენს ყურადღებას და აგზავნის ინფორმაციას შეგრძნებებზე ტვინის უფრო ღრმა ნაწილებში. პარალელურად ამუხრუჭებს სხვა სიგნალებს. რომლების ხდება მას გზაზე. მედიტაცია ამცირებს ინფორმაციის რაოდენობას ამ გზაზე.

რეკულარული ფორმაცია - სხვანაირად ტვინის დამცველი. ეს ორგანო იღებს გამოგზავნილ ბრძანებებს და მოყავს ტვინი საბრძოლო მდგომარეობაში. მედიტაცია ამ ბრძანებებს აჩერებს.ამ მდგომარეობის შედეგად ხდება ფიზიოლოგიურ პროცესებზე დასახარჯად ენერგიების გამონთავისუფლება რაც შესაბამისად სავსებით რეალობაა რომ მოხმარდეს ადამიანის აურის მკვეთრ ცვლილებებს.

 მრავალჯერადმა ანალოგიურმა შედეგებმა მკვლევარები მიიყვანეს დასკვნამდე.რომ, განურჩევლად მრწამსის და სხვადასხვა რელიგიური მიმართულებების, ლოცვები და მედიტაციები ეხმარებათ ადამიანებს ცხოვრების ტონუსის მომატებასა და ჰარმონიულ დაბალანსებაში. კვლევების შედეგებმა მეცნიერებს მისცეს დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა რომ, ლოცვები და მედიტაცია არა მარტო რელიგიური ოკულტიზმია, არამედ ის ფილიგრანულად ენერგეტიკულიცაა. ანუ არის ფიზიკური ფენომენიც. ლოცვის ან მედიტაციის შემდგომ მოკლე პერიოდში მიმდინარე ფიზიოლოგიური და ბიოქიმიურ პროცესებისას ძლიერდება ადამიანის აურის მონაცემთა პარამეტრებიაქვე უნდა აღინიშნოს რომ, გარკვეულ ნეირობიოლოგთა ექსპერიმენტების დასკვნები მეტყველებს ფაქტს რომ, ამ ფაქტორთა ხშირად გამოყენების შედეგად ადამიანის ტვინი ხდება დამოკიდებული ამ მდგომარეობაზე და მათი გვერდითი მოვლენები გამოიხატება არც, თუ ისე იშვიათად თავისუფალი აზროვნების უნარის დაკარგვით. პიროვნება ხდება ქვეცნობიერად დაპროგრამებული და შესაბამისად იწყებს ცხოვრებას დოგმებით, რასაც ის უკვე ვეღარ აცნობიერებს.

საიტიდან მასალების კოპირება პირველ წყაროს მითითების  ან ადმინისტრაციათან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. საავტორო უფლებებს იცავს კანონი.

Protected by Copyscape Web Copyright Protection