ფერთა თერაპია

ფერთა თერაპია ეს უძველესი მეცნიერებაა - ჯერ კიდევ ძველ რომში გამოიყენებოდა ამ მეცნიერების ისეთი მეთოდი როგორიცაა წყლის გაჯერება სხვადასხვა ფერის ძვირფასი და ნახევარძვირფასი ქვებით. მაგალითად წყლის ჭურჭელში წყალთან ერთად ათავსებდნენ გარკვეული ფერის ძვირფას ან ნახევრად ძვირფას ქვას. ამ კომპონენტით კარგად გაჯერებულ სითხეს პაციენტს უწერდნენ მისაღებად, სხვადასხვა დავაადებისას. ჯერ კიდევ ქრისტიანობის წინა პერიოდში სამკურნალოდ იყენებდნენ სხვადასხვა ფერის ძვირფას ქვებს.

მაგალითად გაციებას მკურნალობდნენ ფირუზით და ა.შ. თანამედროვე დროს, ფერთა თერაპია ეს ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი განხრაა. ადამიანზე ფერთა ზემოქმედების მრავალი მეთოდი არსებობოს. ეს შეიძლება იყოს მედიტაცია ფერზე. როდესაც ადამიანი დიდი ხნით აკვირდება (კონცენტრირდება) გარკვეულ ფერთა გამას. ფერთა თერაპიის ეფექტი ყველას გამოცდილი აქვთ. მაგალითად როდესაც დიდხანს უყურებთ კოცონზე ცეცხლის წითელ-ნარინჯისფერ-ყვითელ ალს. ფერთა თერაპიის სეანსი შეიძლება ჩატარდეს ფსიქოთერაპევტის დახმარებით, როგორც რელაქსაციის ერთ ერთი საშუალება. ამ დროს ფსიქოთერაპევტის შთაგონების საშუალებით ხდება პაციენტის მსუბუქ ტრანსის მდგომარეობაში მოქცევა. იქმნება პაციენტისთვის ფერთა სასიამოვნო გამა. ამ დროს ადამიანი თავს გრძნობს კომფორტაბელურად. რა არის ფერი? ფერი - ელექტრომაგნიტური გამოსხივების ოპტიკური (ხილული) დიაპაზონის სუბიექტური ხარისხობრივი მახასიათებელია. წარმოქმნილი მხედველობის ფიზიოლოგიურ შეგრძნებებისგან და დამოკიდებულია გარკვეულ ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ფერის აღქმა განისაზღვრება ადამიანის ინდივიდუალიზმით. სპექტრალური შემადგენლობით, გარშემო მყოფ სინათლის წყაროს ფერადი სიკაშკაშის კონტრასტით; ასევე არამანათობელ ობიექტებიდან. მნიშვნელოვანია ასევე მეტამერია - ადამიანის თვალის შთამომავლური განსაკუთრებულობა.

   ფერი.    ხილული  დიაპაზონი

ტალღის სიგრძის დიაპაზონი

ნანო მეტრებში

ტალღის სიხშირე დიაპაზონი ტერამეტრებში

ფოტონების ენერგიის

დიაპაზონი ე/ვ

წითელი 625 - 740 405 - 480 1,68 - 1,98
ნარინჯისფერი 590 - 625 480 - 510 1,98 - 2,10
ყვითელი 565 - 590 510 - 530 2,10- 2,19
მწვანე 500 - 565 530 - 600 2,19- 2,48
ცისფერი 485 - 500 600 - 620 2,48- 2,56
ლურჯი 440 - 485  620 - 680   2,58 - 2,82
იისფერი 380 - 440 680 - 790   2,82 - 3,26

ისეთი ინსტრუმენტით როგორიცაა ფერი, სხვადასხვა დაავადების დროს მიიღწევა მკურნალობის ისეთი ეფექტები, რომელიც კლასიკური მედიცინის ტრადიციული მეთოდებით უძლურია. დღეისათვის დადგენილია, ჩვენს გარშემო სამყაროში არსებობს კოლოსალური რაოდენობის სიხშირის ტალღები სხვადასხვა სიხშირის მაჩვენებლებით. კიდევ უფრო მეტიც, თითოეულ ორგანოს გააჩნია თავისი სიხშირე და შესაბამისი ფერი. ვინაიდან ფერს აქვს ელექტრომაგნიტური ბუნება ის ზემოქმედებს ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურებზე. აძლიერებს ან თრგუნავს მის ვიბრაციებს. ხოლო ადამიანის ენერგეტიკული სტრუქტურების ცვლილებები შესაბამისად ცვლის ფიზიკურ დონეებსაც. ფერთა თერაპიის მეთოდი აწყობილია ფერთა რეზონანსული ურთიერთ ზემოქმედების პრინციპზე. რომელიც ემთხვევა ადამიანის ორგანოს სიხშირულ მახასიათებლებს.რაც, წარმოქმნის რეზონანსულ ურთიერთქმედებას მტევნის, ტერფების, და მსგავსი სიხშირის ფერების მქონე წყაროებს შორის. აგრეთვე ჩაკრების ენერგეტიკულ წერტილებში, მერედიანების აკოპუნქტურულ წერტილებს და მის გარშემო მომცველ ტალღებს შორის. (ბუნებრივი ან ხელოვნური). ასევე სინათლის სხივი არის უჯრედებს შორის ურთიერთობის ენა. ამ სხივის ფერთა გამა ხელს უწყობს ავადმყოფობის შედეგად დაზიანებულ ენერგეტიკულ წონასწორობის აღდგენას ორგანიზმში. სინათლის სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია გარკვეული სიგრძის ტალღების ზემოქმედებაზე ორგანოებსა და ფსიქიკაზე. სხვადასხვა ფერთა ზემოქმედება სპეციფიკურია და გამომდინარეობს დაავადებებიდან. იოგას სწავლების მიხედვით, თითოელ ჩაკრას გააჩნია თავისი სპეციფიკური ფერი და დამოკიდებულია მასში დომინირებულ ვიბრაციებზე. აქედან, კი ჯამრთელი ადამიანის აურა წარმოადგენს ზოგადად კეთილშობილ სუფთა არაბუნდოვან ფერთა ნაკრებს. ცოცხალ ორგანიზმებში მრავალი დაავადებები გამოწვეულია ფერთა (ელექტრომაგნიტური) ჰარმონიის დარღვევით, მათი გადანაცვლებით და გარკვეულ ფერთა დეფიციტით. რაც  აუცილებელია ადამიანის ორგანოთა ნორმალური სიცოცხლის უნარიანობის და  ფსიქოემოციონალური ფუნქციონირებისათვის. მეორე მხრივ ფერი ზემოქმედებს ადამიანის თვალის რქოვან გარსზე და აგზნებს ამა,თუ იმ რეცეპტორებს. ხოლო თვალის რქოვანას გარსი თავი მხრივ რეფლექტორულად დაკავშირებულია ყველა ორგანოსთან და თავის ტვინთან. ამიტომაც სხვადასხვა ფერები ზემოქმედებენ თვალზე რეფლექტორულად, იწვევენ სხვადასხვა შეგრძნებებს და ცვლილებებს ორგანოთა სიცოცხლის უნარიანობაზე. ფერი ასევე ზემოქმედებს აკოპუნქტურულ წერტილებზე. ის გადასცემს ენერგიას ორგანოს ან სისტემას, რომელზედაც დადებულია ფერი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული ფერის ნაკადი [სხივი] მკურნავს გარკვეულ კანის დაავადებებს. როდესაც ვცვლით მინის ფერს სათვალებში, ხდება შესაძლებელი ფსიქოემოციური მდგომარეობის რეგულირება. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ნახოს გარემო ნარინჯისფერი ან ყვითელი მინით - რომელიც გამოიწვევს მათში პეიზაჟის შესაძლებელ ამაღლებულ ტკბობის გრძნობას. ანდა პირიქით ჭუჭყიან და ცივ ფერებს შეუძლიათ გამოიწვიონ ხასიათის გაფუჭება, ნათელი და მზიანი დღის პირობებშიც. ყველა ფერი იყოფა თბილ და ცივ ფერებად. თბილ ფერებს მიეკუთნება წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი. ხოლო ცივ ფერებს ცისფერი, ლურჯი, იისფერი. გარდამავალ ფერს მწვანე. თბილი ფერები აღგზნებენ, ასტიმულირებენ, ხოლო ცივი ფერები აწყნარებენ და ამშვიდებენ. მწვანე ფერი მოქმედებს ნელა და რბილად.

  ფერთა თერაპიას გააჩნია უნარი მძლავრად იმოქმედოს ავადმყოფის მდგომარეობაზე. დაეხმაროს მას ცხოვრებასთან დამოკიდებულებების შეცვლაში, ჯანმრთელობაზე ბრძოლაში. აწყნარებს და ასტიმულირებს მას. რაც საბოლოოდ აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესებს. იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით ფერების ზემოქმედება ძირითადად ხორციელდება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე და ზონებზე.  ხაზგასასმელია, რომ თუ დავიცათ ზომიერებას მკურნალობის დროს ეს მეთოდი განსხვავებით სხვებთან არ დატოვებს გვერდითა მოვლენებს. ხოლო ფერთა გადამეტებულ გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს საწინააღმდეგო ეფექტებამდეც. ორგანიზმი ფერებს აღიქვამს როგორც ელექტრომაგნიტურ ტალღებს გარკვეული მახასიათებლებით. უჯრედებში ის წარმოქმნის გარკვეულ რეზონანს. ასეთ შემთხვევაში კანს შეიძლება ეწოდოს მოშორებით მდგომი ტვინის ორგანო.

ფერთა თერაპია მიეკუთნება სტიმულაციის პროლანგირებულ მეთოდს. ხშირად ფერთა თერაპია გამოიყენება აგრეთვე ტანდემში მუსიკა თერაპიასთან ერთად. დღევანდელ დღეს არსებობს არა ერთი ტესტ ფილმები ადამიანის დეპრესიიდან გამოსაყვანად. ფერთა თერაპიის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე დამოუკიდებლადაც. ამისთვის სრულიად საკმარისია, რომ ადამიანმა იცოდეს, თუ რომელ ფერს რა დანიშნულება გააჩნია და როგორ მოქმედებს თითოეული მათგანი ადამიანზედ.

  1.წითელი-ასტიმულირებს თავის ტვინის ქერქ ქვეშა მიდამოს უჯრედებს. ზემოქმედება ხორციელდება წნევის და ტემპერატურის მომატე- ბის ფორმით. ფიზიოლოგიური მოქმედება - აქტიურდება მოძრაობა,სისხლის მიმოქცევა და სექსუალობა.გამოიყოფა ინტენსიურად ადრე- ნალინი. ეხმარება დაბალ არტერიულ წნევის და ანემიის დროს. ფსიქოლოგიური მოქმედება - იძლევა დამაჯერებლობის შეგრძნებას, აყა- ლიბებს ლიდერის მახასიათებლებს; ეხმარება დეპრესიის დროს; ამხნევებს და ამაგრებს ნებისყოფას. დიდი ხნით გამოყენება მიზანშეწო- ნილი არ არის.ვინაიდან იწვევს ისეთ გვერდით მოვლენებს როგორიცაა ნერვიული სისტემის გადატვირთვა, თავის ტკივილები და დაღ- ლილობა. ეს ფერი არა რეკომენდირებულია აგრესიის გამოხატვის მქონე პიროვნებებისთვის. წინააღმდეგ ჩვენება -  მაღალი წნევის დროს.
  2.ნარინჯისფერი - მოქმედება მსგავსია როგორც წითელის, მსუბუქ ფორმებში. დამახასიათებელია მუშაობის და განწყობის გააქტიურება. რეკომენდირებულია გააფორმონ საბავშო ოთახები,ადგილები სადაც ბავშვები დაკავებული არიან შემეცნებითი საქმიანობით. ფიზიოლო- გიური მოქმედება- აგზნებს მადას. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, სასარგებლო ნივთიერებების გაწოვას ორგანიზმში. მიზანშეწონილ- ია სამზარეულოს გაფორმება. ფსიქოლოგიური მოქმედება - მუხტავს ენერგიით. ხსნის არა სასიამოვნო შეგრძნებების ნარჩენებს. ეხმარე ბა აზროვნებას ცხოვრების მძიმე სიტუაციებისას. ბიძგს აძლევს მიიღოს გადაწყვეტილებები. კარგია მოწყენილობის და აპატიის დროს.განაწ- ყობს ოპტიმიზმის ნოტაზე. წინააღმდეგ ჩვენება:მაღალი ნერვიული აღგზნებისას.
  3.საუკეთესოა დეპრესიის მოსახსნელად. ნარინჯისფერი უწყობს ხელს დეპრესიიდან გამოსვლას, ყვითელი აფრთხილებს მის განვითარე- ბას. ასოცირდება ავანტიურისტული და სწრაფ გონების მქონე ადამიანებთან.იწვევს აზარტს ცოდნისკენ,ასტიმულირებს ყოველი ახლის შემეცნებას, უღვიძებს მოძრაობის და მოგზაურობის სურვილს. ფიზიოლოგიური მოქმედება - სასარგებლოა მეხსიერების და საკვების მომ- ნელებელ სისტემისთვის. აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციას. ეხმარება ნერვიული გამოფიტვის სიმპტომების დროს. ფსიქოლოგი- ური მოქმედება - ხსნის ნეგატივს. იძლევა თვით დარწმუნებას,ამაღლებს სიახლის შეგრძნებას. ასტიმულირებს შემოქმედებას. ყურადღე- ბის კონცენტრაციას. გადამეტებული იწვევს ბავშვებზე აღგზნებადობას. მოუთმენლობას უფროსთა შენიშვნებზე. წინააღმდეგ ჩვენება: უძილობისა და მუცლის ტკივილის დროს.
  4.მწვანე -ეკუთვნის ფერთა ცივ გამას.აწყნარებს და თითქმის არ ამუხრუჭებს სასიცოცხლო პროცესებს. ნეიტრალური ფერია. მოქმედებს ტვინის ცენტრებზე, რომლებიც იწვევენ საკვების მიმართ მადის ინტენსიურ გაღვიძებას. ფიზიოლოგიური მოქმედება - ნორმაში მოყავს ნერვული სისტემა. ეხმარება ქსოვილების და ძვლების რეგენერაციისას. გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები. გამოიყენება თავის, გულის და ფილტვების ტკივილების დროს. ფსიქოლოგიური მოქმედება - ხელს უწყობს ადამიანებთან ჰარმონიზაციაში. აწონასწორებს. ხსნის ნეგატიურ ემოციებს, შებოჭილობას და აგრესიას. მაგრამ, აქტიურობისას და გადაწყვეტილებებისას არა რეკომენდირებულია.სწრაფვა გა- ექცეთ მწვანეს, მეტყველებს ემოციურ დაუკმაყოფილებაზე. არა რეკომენდირებულია ნაღვლის ბუშტის კენჭებით დაავადების დროს. 
  5.ცისფერი  - მოქმედებს დამამშვიდებლად. მაგრამ არც ისე ძლიერად როგორც ლურჯ. მისაღებია დაწესებულებებში ინტერიერისთვის. რადგან ეხმარებათ აზრთა კონცენტრციაში, ყურადღების გამახვილებაში. ანელებს ემოციებს. ფიზიოლოგიური მოქმედება - მკურნავს უძი- ლობას. გააჩნია ანთება საწინააღმდეგო უნარი. ეხმარება მომატებული არტერიული  წნევის, თავის ტკივილის, ლარინგიტის და დამწრო- ბის დროს. ბავშვებს კბილების ამოსვლისას უმშვიდებს ტკივილებს. ფსიქოლოგიური მოქმედება - ეხმარება ყურადღების გამახვილებას შიდა სამყაროზე უბიძგებს ახალ იდეების წარმოქმნაში. ეხმარება ბავშვებს შიშის დაძლევაში. ამცირებს მიდრეკილებას უხეშობის და სისატიკისკენ. გადამეტებამ  შესაძლებელია მიგვიყვანოს დაღლამდე, პასიურობამდე. წინააღმდეგ ჩვენება:  ცუდი აპეტიტის ადამიანებში.
  6.ანტიპოდია წითელის. ყოველთვის ამუხრუჭებს ნებისმიერ აქტიურობას. აგდებს წნევასა და ტემპერატურას. აქვეითებს სამუშაო აქტიუ- რობას. გააჩნია დამაძინებელი ეფექტი. ზემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში იწვევს მუდმივ დაღლილობის შეგრძნებას. ფიზიოლოგი- ური მოქმედება - მიუღებელია სისხლდენის, უძილობის, ანგინის და რევმატიზმის დროს. ხსნის ტკივილებს. ფერის სიჭარბე მოქმედებს ნეგატიურად ენდოკრინულ სისტემაზე. ფსიქოლოგიური მოქმედება - აბათილებს განგაშს, ანვითარებს ინტუიციას. ასუფთავებს აზროვნე- ბას. ეხმარება საკუთარ თავში ჩაღრმავებას.ხსნის კუნთების დაძაბვას,ისტერიკის შეტევებს. ეხმარება დაძაბულ, მოუსვენარ ბავშვებს. გადა- მეტება იწვევს განგაშს, დათრგუნვას. წინააღმდეგ ჩვენება: სეზონური დეპრესიის მქონე ადამიანებში და აპატიის დროს.
  7.იისფერი - ყველაზე მამუხრუჭებელი ფერი. ზემოქმედება ადამიანზე დიდი ხნის განმავლობაში იწვევს მუდმივ დაღლილობას. ფიზიო- ლოგიური მოქმედება - ეხმარება ანთებითი პროცესის დროს. აწყნარებს ნერვიულ სისტემას. აუმჯობესებს ძილს. ფსიქოლოგიური მოქმე- დება - ეხმარება ფსიქიკური დარღვევების დროს. აღვივებს სულიერი ზრდისკენ ლტოლვას. გადაჭარბებული დოზა იწვევს დეპრესიას, სინანულის გრძნობას. წინააღმდეგ ჩვენება: ღრმა შთაგონების უნარისას.
  8. ყავისფერი -დეპრესიული ფერია. რეკომენდირებული არ არის ამ ფერით ინტერიერის გაფორმება . თუ სხვა რაიმე ფერი არ მონაწილეობს. თუ ეს ფერი იმსახურებს თქვენს მოწონებას, შეეცადეთ რომ მასთან ერთად მონაწილეობდეს პალიტრის სხვა ფერიც.
  9. შავი - დეპრესიული ფერია. რეკომენდირებული არ არის ამ ფერით ინტერიერის გაფორმება. თუ სხვა რაიმე ფერი არ მონაწილეობს. თუ ეს ფერი იმსახურებს თქვენს მოწონებას, შეეცადეთ ეს ფერი გაამდიდროთ პალიტრის სხვა თქვენთვის მისაღები ფერით.
  10. ნაცრისფერი - დეპრესიული ფერია ხშირ შემთხვევებში. ამ ფერით ინტერიერის გაფორმება დასაშვებია მხოლოდ სხვა ფერებთან კომბინაციებში.
  11. თეთრი - ფსიქოლოგიურ დონეზე, მოთხოვნილება, ეს არის მოთხოვნილება თავდაცვაზე. დამალოს ემოციები. ადამიანებს შორს წარმოქმნას გამყოფი კედელი. შემთხვევითი არ არის, რომ საპატარძლოს კაბა თეთრია. ცხოვრების ამ მომენტში ყველაზე უფრო ის საჭიროებს ემოციების დამალვას.

შეეცადეთ ყოველთვის შეარჩიოთ ტანსაცმელი და საკვები იმ ფერების, რომელიც თქვენთვის ამ წუთში აუცილებელია. დე, შერჩეული ფერი იმყოფებოდეს თქვენს ინტერიერში, (ფარდები, ბრები, ფერადი ჭურჭელი,და ა.შ.) ფერთა თერაპიის სეანსები შეგიძლიათ მოიწყოთ სახლის პირობებში. სანათის და ფერადი მინების საშუალებით. შეიძლება არჩეული ფერი მიინათოთ მთლიან სხეულზე ან მისი გარკვეულ მონაკვეთებზე. შეეცადეთ აითვისოდ ფერის ვიზუალიზაცია. ამისთვის საჭიროა მოეშვათ და წარმოიდგინოთ, რომ გარშემო შემოსილი ხართ თქვენს მიერ ამორჩეული ფერით. თქვენ უნდა იგრძნოთ და შთაიგონოთ, რომ თქვენ ნელ-ნელა ეფლობით მასში და ის ნაბიჯ-ნაბიჯ ავსებს თქვენ სხეულს.

მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.

Protected by Copyscape Web Copyright Protection