5.ხორხის ჩაკრა (ვიშუდჰა) विशुद्ध

 

  ხორხის ჩაკრა  [ ვიშუდჰა ] განთავსებულია კისრის არეში, ყელის ზონაში. ის ადამიანში განაგებს პიროვნების გამოვლინებას და გარშემო მყოფებთან ურთიერთობას. "ვიშუდჰა" არეთიანებს აზრებს და მის გამოხატვას. ამ ჩაკრის მეშვეობით ადამიანი გამოხატავს თუ, რას წარმოადგენს ის. საკუთარ რაობას. ის არის პიროვნების შემოქმედობითობის წყარო. როდესაც ის გახსნილია და გაწონასწორებულია, ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ თავში და მიილტვის თვითგამორკვევისკენ. ეს ჩაკრა ასტიმულირებს პასუხიმგებლობის გრძნობას. რომელიც გამოიხატება პიროვნების საკუთარი თავის და პირადი ცხოვრების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობაში. მას ესმის საკუთარი მოქმედება, აზრები და სურვილები თუ, როგორ მოქმედებენ გარშემო მყოფებზე. ხორხის ჩაკრის ჰარმონიული მუშაობას მიჰყავს ადამიანი საკუთარ ფიზიკურ სხეულის გაუმჯობესებულ მართვამდე. ხორხის ჩაკრასთან დაკავშირებულია ყელი, კისერი, ბგერითი კვანძები, ფარისებრი ჯირკვალი, ყბა, ფილტვების ზემო ნაწილები, ნერვები, კუნთები და ზემო კიდურები.  ენერგიის ფერია ცისფერი. ცისფერი ენერგია განაგებს შემოქმედებითობას, იდეებს, გაცისკროვნებასა და ნიჭს. ახაზზე მოცემული დიაგრამა, თვალსაჩინოების მიზნით გამოსახავს ჩაკრების ენერგეტიკული აქტიურობის სხვადასხვა მდგომარეობას, პირობით ერთეულებში. დიაგრამა აგებულია აურა-კამერა MbGA -ს მონაცემების მიხედვით. ჩაკრების მათემატიკურ  მოდელირების საფუძველზე.

პირობითი ერთეულების განმარტება  აურა-კამერა MbGA -ს  მიხედვით
  • 100 - ჩაკრის ზეაქტიურობა. აზრებისა და ემოციების გამოხატულობა. ძლიერი კომუნიკაციური თვისებები.
  • 80  - ჩაკრის დაბალანსებული მუშაობა. მგრძნობიარობა, სიყვარულისა და ურთიერთობის უნარი.
  • 50  - ჩაკრის მუშაობის მსუბუქი დისბალანსი. ჩაკრის ჯერ კიდევ პოზიტიური მდგომარეობა.
  • 30  - ჩაკრის დაუბალანსებული მუშაობა. ჩაკრა იმყოფება სტრესის ქვეშ.
  • 10  - ჩაკრის აქტიურობის დაბალი ენერგია.შეზღუდული ემოციური და სიტყვიერი  გამოხატულობა. მოზარდებში ხშირი ინფექციური დაავადებების საშიშროება.
  • 0   - საჭიროა მოიძებნოს ახალი საშუალებებით აზრების და ემოციების გამოხატვა

ჩვენი კვლევები

  ვიშუდჰა ჩაკრის აგზნების შედარებით უფრო გავრცელებულ ვარიანტი - ეს არის ჩაკრის აგზნება, აზრის და სათქმელის გამოუთქმელობის ან დაუმთავრებლობის გამო. ადამიანს როდესაც წარმოეშვება სურვილი, გამოხატოს რაიმეზე საკუთარი შეხედულება, (სასიამოვნო, თუ უსიამოვნო) ხშირად შინაგანი პროგრამა ბლოკავს ამ აზრის თავისუფლად გამოხატვას. ამ მომენტში პიროვნებას გააჩნია ენერგიაც,  მაგრამ ის გროვდება ვიშუდჰა ჩაკრაში და არ სხივდება გარეთ. ამ დროს წარმოიშვება ”ბურთი ყელში”. რომელიც არის პირველადი ენერგეტიკული მოკარნახე იმის, რომ ჩაკრაში ყველაფერი არ არის კარგად. შემდგომში ამ ”ბურთს” ადამიანი შეუძლია მიიყვანოს სხვადასხვა დაავადებებთან. თუ ეს ’ბურთი” არის განაწყენების ნიადაგზე, მაშინ როგორც წესი მას ის მიყავს ისეთ დაავადებასთან როგორიცაა ასთმა. ხშირად ბრონქიტებიც დაკავშირებულია დიდი რაოდენობის გამოუთქმელ უკმაყოფილობებთან. ან უბრალოდ შიგნითა უკმაყოფილობის კულტივირებასთან, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქს უკვე ანაჰატურ მდგომარეობასთან.
  ზოგჯერ ვიშუდჰა შესაძლებელია აღიგზნეს მაშინაც როდესაც ადამიანის იქცევა ვიშუდჰაზე ნეგატიურად. სხვანაირად პიროვნება იწყებს სხვების ინტერესების პროვოცირებას რაიმე ინფორმაციასთან დაკავშირებით და გარშემო მყოფნი იწყებენ მასზე დახვევას. ეს ენერგია მიდის ვიშუდჰაზე, ის ვერ ახერხებს ამ ენერგიას გადამუშავებას და იწყებს აგზნებას. შედეგად ადამიანს წარმოექმნება ავადმყოფობა, დაკავშირებული შესაბამის ორგანოების ჰიპოფუნქციასთან.
  ჯანსაღი ლოგიკიდან გამომდინარე თუ, ჩაკრა აგზნებულია მაშინ ორგანოებიც  უნდა იყვნენ აგზნებული, ხოლო ჩაკრის დათრგუნვის შემთხვევაში შესაბამისად დათრგუნულები. სინამდვილეში ყველაფერი საწინააღმდეგოთ არის. თუ ადამიანს ვიშუდჰა აგზნებული აქვს, მაშინ მას ექმნება ფარისებული ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა. ხოლო თუ დათრგუნულია - მაშინ ფუნქცია მომატებულია. ”ჩიყვი” რომელიც არის ვიშუდჰა ჩაკრის არა აგზნების, არამედ დათრგუნვის სინდრომი. (იგულისხმება ჰიპოთეროიდული ჩიყვი. რომლის დროსაც ფარისებული ჯირკვალი შეიძლება იყოს ზომაში გადიდებული, რითაც ორგანიზმი ცდილობს ჰორმონალური დაქვეითების კომპესაციას)

 ვიშუდჰის დათრგუნვასთან დაკავშირებულია - ასთმა, ბრონქიტი და ა.შ. როგორც არ უნდა იყოს უცნაური ვიშუდჰა ხშირად ითრგუნება კრიტიკის დროს. კრიტიკა საერთოდ დაკავშირებულია მანიპურის უკმარისობასთან. მაგრამ როდესაც ადამიანს აკრიტიკებენ ის გარეთ აგდებს ვიშუდჰის ენერგიას. კრიტიკა ეს არის ჰიპერგამოხატულება საკუთარი აზრის. ადამიანს არავინ არ ეკითხება, მაგრამ ის გამოხატავს თავის აზრს. გამოთქვამს და გამოთქვას. ამასთან დაკავშირებულია მრავალი ყელის დაავადებები.გლანდები და ა.შ. ვიშუდჰისტური დაავადებაა  სიყრუეც. არა თანდაყოლილი არამედ კარმული. ხოლო მისი შეძენის მიზეზია ის, რომ ადამიანს აქვს ტენდენცია არ მოუსმინოს უცხო აზრს საერთოდ. მას ეუბნები, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. ის ასეთი ფორმით თვითონ იკეტება და ხურავს ენერგიის ნაკადს ჩაკრისთვის. კიდევ ერთ ერთი დაავადება დაკავშირებული ამ ჩაკრასთან - ენაბლუობა. ის დაკავშირებულია ვიშუდჰას გახვრეტასთან. ზოგჯერ ბავშვი ვერ გამოთქვამს ამა, თუ იმ ბგერას. ამ შემთხვევაში უნდა ინახოს ”ვინ ზის მასზე”.

( ვინ ართმევს მას ენერგიას რომელიც აუცილებელია ბავშვის ფორმირებისთვის).ხშირად ”ასეთი პიროვნების ბავშვის ენერგიიდან განზე გაწევას” მოაქვს პოზიტიური ეფექტი. ფსიქოემოციურ დონეზე გაცემული ან დათრგუნული ვიშუდჰის სინდრომს წარმოადგენს ესთეტიკური გრძნობების დაკარგვა. ადამიანისთვის სულ ერთია რას ჩაიცმევს. ლამაზად, ულამაზოდ, ესთეთიკურად თუ, არა ესთეთიკურად. იკარგება ინტერესი საკუთარი გარეგან შესახედაობაზე.

   როგორც სხვა ჩაკრებზე დაკვირვების დროს (იხილეთ მულადჰარა, სვადჰისტანა, მანიპურა, ანაჰატა ,აჯნა, საჰასრარა) ანალოგიური პირობებით და ანალოგიური მოსაზრებებით კვლევაში მონაწილე ობიექტების მაგალითებზე, გაანალიზირებული იქნა ამ ჩაკრის ზოგადი მდგომარება და მისი სტატისტიკური მონაცემები.  როგორც ჰისტოგრამა აჩვენებს, გამოკვლეულ პიროვნებებში დომინირებს ჩაკრის დისბალანსური მაჩვენებლები, რამაც ჯამში შეადგინა 645-დან 480 შემთხვევა. უნდა ითქვას რომ ეს მოსალოდნელიც იყო. გამომდინარე იქიდან რომ, მოსახლეობის უმრავლესობა არ არის გათვითცნობიერებული ადამიანის ბიონერგეტიკული პოტენციალის რეგულირების, მისი სწორი მართვის, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების. ამიტომაც დღევადელი დაძაბული ცხოვრების რითმი და ამ საკითხებში გაუნათლებლობა იძლევა უარყოფით შედეგებს. ზოგადად  ქვეყანაში მართალია არც არის და არც არასდროს ყოფილა ცოდნა ამ საკითხებთა დაკავშირებით, მაგრამ აღმოსავლეთ ქვეყნების ათას წლეული გამოცდილების გაზიარება და მათი გამოყენება დადებითს ,თუ არა ცუდს არაფერს არ მოუტანდა ადამიანებს. აქვე ავღნიშნოთ ისიც, რომ ამ ჯგუფიდან ენერგეტიკული ანომალიების მატარებელმა სარისკო ჯგუფმა შეადგინა ამ ჩაკრის მიხედვით 645-დან 85 პიროვნება.

  ამ ჩაკრის კვლევის საბოლოო შედეგები გადანაწილდა შემდეგი პროპორციებით (იხ. დიაგრამა 2).დაბალანსებული ვიშუდჰა ჩაკრის მფლობელი -26%; გაუხსნელი ჩაკრის ანუ ბიოენერგეტიკული დისჰარმონიული ჩაკრის მატარებელი 61%, (მაგრამ სავსებით შესაძლო გამოსასწორებელი პოტენციის მქონე) და ენერგეტიკულად გარღვეული ჩაკრის მფლობელი 13%. (კვლევები ჩატარებულია ქ.თბილისში 2011-2012 წ.წ.)

ვიშუდჰა ჩაკრას ჰარმონიული მუშაობისთვის რეკომენდირებული საკვები:

ლურჯი მოცვი (ინ) მოცვი (ინ) ქლიავი (იან) მაყვალი (იან) ვაზი-თეთრი  (ინ)

 

  

საიტიდან კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.

Protected by Copyscape Web Copyright Protection