ბიოენერგეტიკული არხების ვიბრაციის დონეების გრაფიკი

 ნატიფი ენერგეტიკული სხეული

  ადამიანის ნატიფი ენერგეტიკული სხეული წარმოადგენს რთულ სისტემას. რომელიც შედგება ათასობით არხებისგან და რომლებსაც გადააქვთ ენერგია მთლიან სხეულში. ენერგიის შენადედებს ნატიფ სხეულში უწოდებენ ჩაკრებს, (სანსკრიტიდან თარგმნაში ნიშნავს რგოლებს) ან ენერგეტიკულ ცენტრებს. სხეულის მთელი სისტემა იმართება სამ საწყის ენერგეტიკული არხით და7 ძირითადი ჩაკრით. ჩვენი ნატიფი სხეული მთლიანდ აქტივდება მხოლოდ კუნდალინის გამოფხიზლების შემთხვევაში რომელიც ასუფთავებს, მოჰყავს ბალანსში მთლიანი სისტემა და აცისკროვნებს ჩაკრებში სუფთა თვისებებს.

ენერგეტიკული არხები - არსებობს სამი ძირითადი ენერგეტიკული არხი - მარცხენა (იდა), მარჯვენა (პინგალა) და ცენტრალური (სუშუმნა). ისინი ნატიფ სხეულში აკავშირებენ ერთი მეორესთან ჩაკრებს.

მარცხენა არხი -  (სანსკრიტზე "იდა" ნადი) - ასევე მას უწოდებენ მთვარის არხს. ის იღებს  თავის სათავეს მულადჰარა ჩაკრიდან, გადის ადამიანის სხეულის მარცხენა ნაწილში გადაკვეთავს აჯნა ჩაკრას და გადმოდის თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში, სადაც ფორმირდება ზე - ეგო. მარცხენა არხი ატარებს ჩვენი სურვილების ენერგიას. საიდანაც წარმოიქმნება ჩვენი ემოციები. სურვილები და მასთან თანმყოლი გრძნობები მოგზაურობენ მარცხენა არხიდან სხეულის ინ ნაწილებში სადაც შეუძლიათ მიიღონ მატერიალური ფორმა. ჩვენი სურვილები  - ეს არის მოქმედების საფუძველი. მათ მამოძრავებელი ძალის გარეშე  ჩვენ არაფერს არ გავაკეთებდით. მარცხენა არხი შეესაბამება ენერგია ”ინ”-ს.
მარჯვენა არხი -  ( სანკრიტზე "ფინგალა" ნადი) - ასევე მას უწოდებენ მზის არხს. ის იღებს სათავეს სვადჰისტანა ჩაკრიდან და გადის სხეულის მარჯვენა მხარეს, აჯნა ჩაკრის მიდამოში (მესამე თვალი) გადადის მარცხენა. მხარეს ეს არხი წარმოქმნის ეგოს. მარჯვენა არხი ატარებს მოქმედების ენერგიას. ამ ენერგიაში იგულისხმება გონებრივი და ფიზიკურ მოქმედებანი. როდესაც ადამიანში დომინირებს მარჯვენა მხარე ის ხდება ცივი და აგრესიული. მარჯვენა არხი შეესაბამება ენერგია ”იან”-ს.

ცენტრალური არხი - (სანსკრიტზე სუშუმნა ნადი) მას ასევე უწოდებენ საშუალო გზას. ის იწყება ადგილიდან სადაც განთავსებულია კუნდალინი და გაყვება ზურგის ტვინის მიდამოს პარალელურად. ეს არხი ავლენს თავითავს ადამიანში როგორც პარასიმპათიური ნერვული სისტემა. ის მართავს აქტიურობას, რომლის გაკონტროლებაც  ჩვენ შეგნებულად არ შეგვიძლია. გულის ცემა, ფილტვების შევსება ჰაერით, ჟანგბადის გადატანა სისხლძარღვთა სისტემაში, ფიქრების დაბადება, - ყველა ეს რთული ფუქციების შეუძლებელია შეასრულოს ასეულობით კომპიუტერებმა. ეს წარმოიქმნება დამოუკიდებლივ იმის თუ, სად არის ჩვენი ყურადღება, მიმართული. ცენტრალური არხის მოქმედება მიმდინარეობს სპონტანურად. ხოლო ეს ხდება ადამიანის დაუხმარებლივ ბუნებრივად. ( მასალა და ანიმაციური სურათი გამოყენებულია http://www.chakra.ru -დან)  

  ზემოთ მოცემული გრაფიკი უჩვენებს სხვადასხვა ენერგეტიკული არხების ვიბრაციების დონეებს 1.ინდიგო არხი - ინტუიცია, 2. მწვანე არხი - მენტალობა, 3.ცისფერი არხი - ემოცია, 4.წითელი არხი - ფიზიკური მდგომარეობა. რომელთა დადგენა ხდება აურა კამერა (MGbA) საშუალებით.( ინფორმაცია ეფუძნება ადამიანის კანის ელექტრო აქტიობას  ”ELECTRICAL  ACTIVITY OF THE SKIN” ). მოცემული ჰისტოგრამა წარმოადგენს პიროვნებაში ამ ენერგიების ურთიერთ დამოკიდებულებათა თვალსაჩინოების მაგალითს, საკვლევი ობიექტის კლევითი პროცესის დროს.    

A. ციფრული მონაცემების მიხედვით 800000 -დან 1000000 - მდე და ზევით {ზემაღალი ვიბრაციის დიაპაზონი}. ეს ენერგიის არა ფიზიკური ფოკუსირებაა. აუცილებელია უფრო რეალობასთან დაახლოება.

B. 600000 - დან 800000 - მდე {მაღალი ვიბრაციის დიაპაზონი }.ინტუიციური და მგრძნობიარე ადამიანისთვის ჩვეულებრივი დონე. აუცილებელია უფრო მეტად ფოკუსირება მიწიერებასთან და რეალობასთან მიახლოება.

C. 400000 - დან 600000 - მდე {საშუალო ვიბრაციის დიაპაზონი} გამოსახავს გონება-სხეული-სულის ბალანს. მისაღები ენერგიის დონე ყოველდღიური მოღვაწეობისათვის.  

D. 200000 - დან 400000 - მდე {დაბალი ვიბრაციის დიაპაზონი} გამოდგება მიზნების მისაღწევად. მაგრამ აუცილებელია ბატარეის გადატვირთვა.

E. 100000 -დან 200000 - მდე { ძალიან დაბალი ვიბრაციის დიაპაზონი } რეკომენდირებულია გაიუმჯობესოს მგრძნობიარობა და გაზარდოს ენერგიის აქტიობა.

    როდესაც ყველა სვეტები მიახლოებით დგება თანაბარ დონეებზე, შესაძლებელია ითქვას რომ მთელი სისტემა იმყოფება ბალანსის მდგომარეობაში. ხოლო არა თანაბარი დონეები  სისტემის დისბალანსის მანიშნებელია. სვეტების ფერი შეესაბამება ზოგიერთი ჩაკრების ფერს. აქედან გამომდინარე, (მაგალითად წითელი ფერის შემთხვევაში) შესაძლებელია გავიგოთ ფიზიკური აქტიობის დონე.


ჩვენი კვლევები

   ამ სფეროს მკვლევართათვის ცნობილია, რომ ენერგია რეაგირებს ფიქრებზე და განზრახვებზე. ხოლო აზრები პროვოცირებს გაოუფორმებელ უნივერსალურ ენერგიას მატერიად. ამ ენერგიას პირობითად ეწოდება ფსიქოემოციური ენერგია და ის იყოფა შემდეგ კატეგორიად:
1.ინტუიციური ენერგია 
2. მენტალური ენერგია 3. ემოციონალური ენერგია 4. ფიზიკური ენერგია

ეს კატეგორიები წარმოქმნიან უწყვეტელ ერთიანობას და მათი არსებობა ერთმანეთის დამოუკიდებლად შეუძლებელია. არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი ფიქრები, თუ ის არ არის შევსებული ადამიანს გრძნობებით და ემოციებით. ფსიქოემოციური ენერგია წინასწარ განსაზღვრავს ადამიანის შემოქმედების პოტენციალს, მის ცხოვრებაში წინსვლის ვექტორს, ის წარმოადგენს ჩვენი აღმასვლის და ჩავარდნების ძირითად მიზეზს. ფსიქოემოციური ენერგია აგრეთვე განსაზღვრავს პროცესებს ჰიპნოზის და ტელეპატიური სეანსების დროს. 

1.რა არის ინტუიციური ენერგია - ენერგია რომელიც იხარჯება მომავლის მოსალოდნელი განსაზღვრის დროს. ხოლო თვითონ ინტუიცია წარმოადგენს ადამიანის შინაგანი სახელმძღვანელოს. რომელიც დევს ღრმად ქვეცნობიერების დონეზე, ყველა მოქმედებასა და ენერგეტიკულ ურთიერთქმედებაში

2. რა არის მენტალური ენერგია - ენერგია, რომელსაც ვიყენებთ როდესაც ვფიქრობთ და ვაზროვნებთ. ეს არის ფიქრის ენერგია. ის მატერიალურია ისევე, როგორც ნებისმიერი მატერია რომელიც აფრქვევს ენერგიას და წარმოქმნის ველს. (მენტალური ველი). ხოლო თვითონ მენტალობა - ეს არის ინდივიდის განსაკუთრებული ინტელექტუალურ-ემოციური თვისება. სადაც აზრები და ემოციები განუყოფელია. სადაც აზრებს კარნახობს კულტურა და ემოცია. რეაქცია გარემო ცვილებებზე რომელიც დაფუძნებულია კულტურულ ფასეულებებს.

3. რა არის ემოციური ენერგია - ენერგია რომელიც გამოიყენება აზრების გამოხატვის დროს.

4. რა არის ფიზიკური ენერგია - ამ შემთხვევაში, ფიზიკურ ენერგიად მიიჩნევა ენერგიის ნაკადები რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმში ფსიქოემოციური პროცესების განხორციელებას.
 ამ პრიციპებზე დაყრდნობით ჩატარებული იქნა კვლევა, პიროვნებათა ბიოენერგეტიკული არხების დონეების მდგომარეობის გამოსაკვლევად. კვლევები მიმდინარეობა 320 მოხალისე სუბიექტზე.

  ნახაზი 1.- მოცემული ჰისტოგრამა უჩვენებს სხვადასხვა ენერგეტიკული არხების ვიბრაციის დონეებს. ინფორმაცია დაფუძნებულია კანის ელექტრო აქტიობის მაჩვენებლებზე (EDA). რომელსაც ორგანიზმში აკონტროლებს სიმპატიკური ნერვული სისტემა. ენერგეტიკული არხების ფუნქციონალურ მდგომარეობის სურათის შესადგენად ჩვენს მიერ გამოყენებული იქნა სისტემა MbGA. სადაც EDA წარმოადგენს სისტემის ერთ-ერთ საზომ საშუალებას. მიღებული მონაცემები დამუშავებული იქნა ვარიაციული სტატისტიკის მეთოდით. ნახაზე Y ღერძზე მოცემულია ენერგეტიკული მაჩვენებლები პირობით ერთეულებში. ხოლო სვეტებზე მოცემული ციფრები - წარმოადგენენ მოხალისეთა ჯგუფში კვლევის შედეგად მიღებულ  ენერგეტიკულ დონეების გასაშუალებულ  ფუნქციონალურ დატვირთვის ჯამურ მაჩვენებლებს. როგორც დიაგრამა უჩვენებს, საკვლევ ჯგუფებში ემოციური და ფიზიკური ენერგიის მაჩვენებლები სჭარბობს დანაჩენ ორ პარამეტრზე (მენტალური და ინტუიციური ენერგო არხები)

  ანუ სხვანაირად, მოხალისეთა ჯგუფში მყოფი პიროვნებების ორგანიზმში დაერღვევულია ენერგეტიკული არხების ურთიერთ ჰარმონიზაცია. რაც იმის მანიშნებელია, რომ გარემო სოციალური პირობების ანდა პირად ცხოვრებისეული პრობლემების გადაუწყვეტელობის გამო აზროვნების მენტალური და ინტუიციური მხარეები დასუსტებულია. მომავლის პროგნოზირება დამყარებულია ცხოვრების არა სწორ გაანგარიშებებზე. ისინი ძნელად აღიქვამენ ობიექტურობას და გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობეს. ამ პიროვნებებში დომინირებს საკუთარი ამპარტოვნება, მცდარი მოლოდინები და მათი მომავლის დაგეგმარება - პროგრამირება არა სწორედ არის გაანგარიშებული. ამ მოსაზრებების გასამყარებლად ანდა უარყოფისთვის ძირითად ჯგუფთან ერთად პარალელურად კვლევა მიმდინარეობდა საკონტროლო ჯგუფზეც. სადაც რეგულარი დაკვირვებისთვის ამორჩეული იყო 4 პიროვნება, რომლებზეც მრავაჯერადმა დაკვირვებებმა გვაჩვენა, რომ ეს არხები იყო დაბალანსირებულ მდგომარეობაში. ( პიროვნებებზე დაკვირვება მიმდინარეობდა მუდმივი რეჟიმში, ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში). სადაც მონაცემთა აღება ხდებოდა თითო კვირის ინტერვალით. ( +/- 2-3 დღე).იხილეთ დიაგრამა 2

 

  დიაგრამის X ღერძე ნაჩვენებია დროის ინტერვალი (დღეები) ხოლო Y ღეძზე ენერგეტიკული არხების დონეების მაჩვენებლები. პირობით ერთეულებში. სადაც ციფრები 200000 -300000 - შეესაბამება ენერგიის დაბალ ვიბრაციებს. 400000 – დან 600000 - მდე საშუალო ვიბრაციების დიაპაზონს, რომელიც ასახავს სისტემის (გონება სხეული სულის) ურთიერთ დამოკიდებულებების ბალანს. ანუ ენერგიების იმ დონეებს რომელებიც საჭიროა ყოველდღიური მოღვაწეობისათვის. მრუდები წარმოადგენენ ოთხივე ენერგეტიკულ დონეებისთვის ცალცალკე აღებულ მონაცემთა გასაშუალოებულ მაჩვენებლებს.

  როგორც დიაგრამიდან ჩანს (ნახ 2) ფიზიკური ენერგიის დონეების მაჩვენებელი მრუდი, (წითელი ფერი) შეფარდებით სხვა ენერგეტიკულ დონეებთან დომინირებს მთელ დიაპაზონში და კვლევების მიდინარეობის მთლიან პერიოდში არ ჩამოდიოდა საშუალო ზღვრის (100000) ქვემოთ. რაც სავსებით ობიექტური რეალობაა, გამომდინარე ბუნების კანონებიდან. ვინაიდან ენერგიის გარეშე ადამიანის ფიქრების და აზროვნების არსებობა შეუძლებელია. ამ ენერგეტიკული დონის მაქსიმალურ მაჩვენებელთა ზღავარი მოდის კვლევის მე-17 და125 დღეზე. რაც ემთხვევა საკონტროლო ჯგუფში მყოფ პიროვნებათა პოზიტიური ან ნეგატიურ ემოციათა ყველაზე დატვირთულ დღეებს. ამას მიანიშნებს ისიც, რომ დანარჩენი არხების შემთხვევაში (ინტუიციური, მენტალური, ემოციური) ვიბრაციათა დონეების მრუდეების პიკებიც მსგავსი კონფიგურაციით ნაწილდება ამავე დღეებზე, ოღონდ დონეების მიხედვით ისინი არ ცილდებიან ფიზიკური დონის მაჩვენებელთა ზღვარს. რაც ამაგრებს ზემოთ მოყვანილ თეზას:- ”ეს კატეგორიები წარმოქმნიან გაუწყვეტელ, ერთიანობას და არ შეუძლიათ იარსებონ ერთმანეთის დამოუკიდებლად.” რაც შეეხება ინტუიციური არხის ვიბრაციების დონე, რომლის ქვედა ზღვარი ფიქსირებულია დაბალი დიაპაზონის 85 დღეზე მანიშნებელია, რომ საკვლევმა სუბიექტებმა საკუთარი მგრძნობელობის გააქტიურების ხარჯზე უნდა გაიუმჯობესონ ენერგეტიკა. (ანუ მარტივად რომ ვთქვათ მათთვის საჭიროა მაქსიმალური ყურადღების კონცენტრირება გარშემო არსებულ მიმდინარე მოვლენების მიმართ და მიზანშეწონილია მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარ თავში ინტუიციური თვისებების განვითარებას.

 ექსპერიმენტისათვის საკონტროლო ჯგუფის შერჩევა ხდებოდა -  ერთი საერთოდ ნიშნით. რათა მომხდარიყო დაკვირვებების დროს ამ ფაქტორზე ყურადღების გამახვილება. ყველა მოხალისე წარმოადგენდა სანგვინიკური ტემპერამენტის მატარებელ პიროვნებებს. ამიტომაც მათი ენერგეტიკული არხების ვიბრაციის დონეები დასაშვებია ყოფილიყო მსგავსი. ანალოგიური სურათია ემოციურ და მენტალურ ენერგეტიკული ვიბრაციების დონეების გრაფიკებში. ჯამში კვლევამ აჩვენა რომ, მოხალისეთა არხების დონეები, ძირითად საკვლევო ჯგუფთან შეფარდებით იმყოფება 50000 დან (ინტუიციური არხი) 500000 დიაპაზონის ფარგლებში ( დაბალი ენერგეტიკული აქტიობა). რაც მიუთითებს, რომ მათი ყოვედღიურ ცხოვრებისათვის მიზანშეწონილია ენერგეტიკული ბალანსი გააქტიურება.

 ორივე დიაგრამის შედარებისას მონაცემთა მიხედვით მკვეთრად გამოირჩეოდა საკონტროლო ჯგუფის უპირატესობა ნახ.1 სადაც ( I - დიაპაზონი 700000- 900000 -მდე. II - 200000- 500000 - მდე ).

  გთავაზობთ გამოიკვლიოთ თქვენი ბიოენერგეტიკა 

საიტიდან კვლევის შედეგების კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე - საავტორო უფლებებს იცავს კანონი

Protected by Copyscape Web Copyright Protection