სტრესი - გონება - ენერგია

 

     სტრესი  ექსტრემალურ პირობებზე ორგანიზმის  საპასუხო რეაქცია,  ის არღვევს ადამიანის ემოციურ სიმშვიდეს და წონასწორობას.

  თუ, სტრესი დიდხანს გრძელდება ნერვული სისტემის ძლიერი გაღიზიანების ფონზე შეიძლება განვითარდეს შაკიკი, ჰიპერტონია, ტკივილი წელის არეში, შაქრიანი დიაბეტი, იმპოტენცია, თმის ცვენის საფრთხე. სახის კანის სხვადასხვა პათოლოგიები.

  სტრესი ისეთი უარყოფითი ფაქტორების გამოსახულებაა, როგორიცაა დაბინძურებული ეკოლოგია, ცხოვრების სწრაფი და დამღლელი ტემპი, მაღალი სოციალური მოთხოვნები და მრავალი სხვა. სტრესი ორგანიზმის მდგრადობას არა მარტო აქვეითებს არამედ იზრდება ნეგატიური ფაქტორებიც.

  სტრესის გამოვლინების და მისი ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში გონების და ენერგიის ურთიერთ დამოკიდებულების განსაზღვრა აურა - Station MbGA -ს საშუალებით. ეს არა ორდინალური მეთოდი პირველად გამოყენებული იყო აშშ-ში  ასტრონავტების ფსიქოლოგიური მომზადების დროს.

  უკუ - ბიოლოგიური კავშირის სისტემის პრინციპის გამოყენება, სისტემა (MGbA) აძლევს შესაძლებლობას დაადგინოს გაზომვების დროს ადამიანში სხეულის და გონების შორის ურთიერთ ენერგეტიკული დამოკიდებულებანი.

  1. გრაფიკი გვიჩვენებს ენერგეტიკულ დამოკიდებულებებს ამ ორ კომპონენტს შორის. გაზომვების დროს ისრის გადახრა მარცხნივ, მანიშნებელია პიროვნების დაძაბულობის და სტრესის არსებობის. ხოლო ისრის გადახრა მარჯვნივ მაჩვენებელია მოცემულ პერიოდში ადამიანის სიმშვიდის და ჰარმონიზირებული მდგომარეობის.

  2.გრაფიკი გვიჩვენებს პიროვნების ფიზიკურ მდგომარეობას. სიმშვიდის და სტრესული მდგომარეობის დონეებს. მარცხენა ლურჯი სვეტი გამოიყენება როგორც საბაზო დონის მაჩვენებელი. მწვანე სვეტი - როგორც მოსვენებითი დონის მაჩვენებელი. პიროვნების გამოკვლევისას როდესაც ციფრული მანიშნებელი უახლოვდება +110 ერთეულს, მაჩვენებელია,რომ პიროვნება დამშვიდებულია და გააჩნია დაბალანსებული ენერგია. 95 - 100 ერთეულამდე წარმოადგენს საშუალო მაჩვენებელს. ყოველდღიური ფიზიკური აქტიურობის ან მოსვენებულობის დონის. 80-90 მანიშნებელია,რომ პიროვნება იმყოფება ძლიერი ფიზიკური სტრესის ქვეშ და ორგანიზმში მიმდინარეობს ენერგიის დაბალი ცირკულაცია. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გაარკვიოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა.

სტრესის მოხსნა ეთერ-ზეთების საშუალებით.  

ყურადღება ! არ აურიოთ ერთმანეთში მცენარეული ზეთი და ეთერზეთი. ისინი სულ სხვადასხვა ნივთიერებები არიან. ეთერზეთებს პირობითად უწოდებენ ზეთებს. სინამდვილეში ისინი აქროლადი ნივთიერებებია.

სტრესულ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს ფსიქო თერაპიასთან  შერწყმით არომათერაპიული მკურნალობის მეთოდები

რეცეპტი №1
3 წვეთი სალბის ზეთი
1 წვეთი ლიმონის ზეთი
1 წვეთი ლავანდის ზეთი
 
 

რეცეპტი №2
3 წვეთი გვირილის ზეთი
1 წვეთი ლავანდის ზეთი
1 წვეთი ვეტივერიის ზეთი
 

რეცეპტი № 3            
3 წვეთი ბერგამოტის   ზეთი 
1წვეთი ნემსიწვერას ზეთი 
1წვეთი ლადანის ზეთ

რეცეპტი № 4            
3 წვეთი გრეიფრუტის ზეთი
1წვეთი ჟასმინის ზეთი 
1წვეთი ილანგ-ილანგის  ზეთი

                              რეცეპტების გამოყენების სხვადასხვა მეთოდები

ეთერზეთოვანი აბაზანა - თქვენს მიერ ამორჩეული რეცეპტების ვარიანტიდან გაამრავლეთ წვეთები 3-ზე (მიიღებთ დაახლოებით 15 წვეთს). მიღებული ეთერზეთოვანი შენაერთი განაზავეთ ნელთბილ აბაზანაში და შეგიძლიათ მოიხსნათ სტრესი.

ეთერზეთოვანი მასაჟი - თქვენს მიერ ამორჩეული რეცეპტიდან გაამრავლეთ წვეთები 2-ზე (მიიღებთ დაახლოებით 10 წვეთს გახსენით 50 მლ ზეითუნის ზეთში). მიღებული ეთერზეთოვანი შენაერთით დაიზილეთ ტანი. დაზელვის დროს შეეცადეთ უფრო ინტესიურად დაიზილოთ სხეულის ის ნაწილები სადაც უფრო მეტადაა გამოხატული პულსაცია.

ეთერზეთოვანი აერაცია - გაამრავლეთ თქვენს მიერ ამორჩეული რეცეპტიდან წვეთები 6-ზე (მიიღებთ დაახლოებით 30 წვეთს).მიღებული ნაერთი დაუმატეთ ჰაერის გამასუფთავებელს. მოაფრქვიეთ ოთახში და ისიამოვნეთ სურნელოვანი ჰაერით.

    ჩინელი მეცნიერები სთავაზობენ სტრესული მდგომარეობის დროს გამოიყენონ ტიბეტური ბიოაქტიური დანამატი იკანი, რომელიც შეიცავს უნიკალური თვისებების მქონე  მთის იშვიათ მცენარეს გინოსტემას.  (Gynostemma pentofilium)

საიტიდან მასალების კოპირება პირველ წყაროს მითითების გარეშე აკრძალულია.- საავტორო უფლებებს იცავს კანონი

Protected by Copyscape Web Copyright Protection