გონება - სხეული - სული

 ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენი ფიქრები და ემოციები საკმაოდ მძლავრად ზემოქმედებენ ჩვენს ფიზიკურ სხეულზე. მეცნიერება ფსიქო-ნეირო-იმუნოლოგია სწავლობს ურთიერთობათა კავშირებს ფიზიკურ სხეულს, გონებას და ექსტენსიურად სულიერების შორის. თუ როგორი ფორმით ფსიქიკური პროცესები მოქმედებენ ორგანიზმში მიმდინარე მატერიალურ პროცესებზე, ამაღლებენ, თუ ამცირებენ ისინი დაავადებების მიმართ ორგანიზმის მდგრადობას? დღეისათვის ეს ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია.

 ამ კავშირებს აგრეთვე შეიძლება შევხედოთ ენერგეტიკული მედიცინის თვალთა ხედვიდანაც. რათა გავარკვიოთ სხეულის და გონების დამოკიდებულებანი ადამიანის ენერგოინფორმაციულ კომპონენტებთან. ანუ აურას და ჩაკრებთან. ბოლო ათწლეულობის განმავლობაში მოსახლეობაში ღვივდება ინტერესი არატრადიციული მედიცინის მიმართ. მრავალმა პაციენტმა გამოიტანეს დასკვნა რომ, მკურნალობის არც ,თუ ისე მცირე კლასიკური მედიცინის ტრადიციული მეთოდები ხშირად არ იძლევა მოსალოდნელ ეფექტებს და კიდევ უფრო მეტიც, ხშირად სტოვებენ გვერდით მოვლენებს. ამიტომაც ისეთი პრაქტიკა როგორიცაა აკოპუნქტურული ნემსები, ჰომეოპატია ძველი ინდური აიუვერდა, რეიკი და სხვა მრავალი, გახდა საკმაოდ პოპულარული. 

 ამ ბოლო პერიოდში უმრავლეს კომპლიმენტარულ დარგებში ასე, თუ ისე გამოიყენება ამ დამოკიდებულებათა ურთიერთ კავშირები. ისეთი ტრადიციული მედიცინის დარგებიც კი, როგორიცაა ნეიროიმუნოლოგია და ფსიქიატრია ნელნელა უახლოვდებიან ამ კავშირების [გონება-სხეული-სული] კვლევებს. ეს ნიშნავს იმას რომ, სისტემა სული-სხეული-გონება,  [IQ+FQ+EQ] ხორციელდება ცენტრალური ნერვული სისტემის და თავის ტვინის მიერ. რაც დიდი ხანია დადასტურებულია საუკუნეების მანძილზე არა ტრადიციულ სწავლებებში და მოძღვრებებში.

სული1. არამატერიალური საწყისი, დასაბამი, რომელიც წარმოადგენს ბუნების, საგნებისა და მოვლენების მამოძრავებელ ძალას. (იდეალისტური ფილოსოფია); 2. ადამიანის არსების ღვთაებრივი უკვდავი მხარე, რომელიც უპირისპირდება სხეულს. (რელიგია); 3. ადამიანის შინაგანი სამყარო, პიროვნების ფსიქიკური თვისებები –  უნარი, ნიჭი,  ხასიათი, გრძნობა, განცდა, აზროვნება, ცნობიერება. მიდრეკილებანი, რომელიც განსაზღვრავს მის მოქმედებას, ქცევას, თვალსაზრის. (მეცნიერება). აურა ანუ ენერგოინფორმაციული ველი სწორედ რომ, ჯამში ახდენს ასეთი კავშირების დემონსტრაციას. ფიქრები, ემოციები, გრძნობები, მიდრეკილებები, აზროვნება აირეკლება აურაში. აქედან კი გვექმნება შესაძლებლობა რაციონალურად გამოვიყენოთ ეს მრავალ საუკუნეებით დაგროვილი ცოდნა, რათა განვსაზღვროთ ზოგჯერ წარმოქმნილი ფიზიკურ ასპექტებთან პრობლემები. ავღნიშნოთ ისიც რომ, ადამიანის აურა არის პიროვნების ჯანმრთელობის, სულიერ მდგომარეობის, აზროვნების და სხეულის მდგომარეობის მშვენიერი ინდიკატორი.

  თვალსაჩინოებისთვის, ქვემოთ მოცემულ ნახატზე მოცემულია სხვადასხვა ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობისას, ადამიანის შიდა სამყაროს სამი შემადგენელი კომპონენტის (გონება-სხეული-სული) პროცენტული გადანაწილდების სხვადასხვა ვარიანტები, (სურათი 1; 2). მიღებული (MBGA) პროგრამული ალგორითმის საშუალებით.

თუ ამ სამი კომპონენტის ურთიერთ დამოკიდებულებების პროპროციები დარღვეულია (სურათი 1) ეს მანიშნებელია, რომ ადამიანის თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები მუშაობენ დაუბალანსირებულად. ე.ი. ერთ-ერთი მათგანის ფუნქციონირება დომონირებს მეორეზე. თუ, ეს პროპორციები IQ, FQ და EQ თანაბრად არის გადანაწილებული (33/33/33). სურათი 2 ზემო მარჯვენა მხარე, მაშინ ის წარმოადგენს საუკეთესო ვარიანტს. სხვანაირად მას უწოდებენ ამბიდექსტრული ტიპის ადამიანებს. რომლებიც თანაბრად იყენებენ ორივე ნახევარ სფეროს პოტენციალურ შესაძლებლობებს. ანუ მათი ურთიერთობა ჰარმონიულია. ასეთი ტიპის გადანაწილება დამახასიათებელია  ინდიგო ბავშვებისათვის.                                                                         

სურათი  1 სურათი 2 IQ FQ EQ

 IQ გონება - მენტალური და ემოციონალური გამოხატულებების დამოკიდებულებებში ფოკუსირება რაიმეს შექმნაზე.

FQ ფიზიკური სხეული - ფოკუსირება რეალობაზედ და სხეულთან დამოკიდებულებების შედეგები. (მიწიერება და საკუთარ სხეულის სიყვარული)

EQ სული  - მგრძნობელობის, განვითარების, ინტუიციის და შიდა ხასიათის ფოკუსირებაა. (საკუთარი ”მე” თვითშემეცნება, ინტუიციის განვითარება)

ჩვენი  კვლევების  შედეგები

 2010-2012 წლის პერიოდში ჩატარებულ იქნა კვლევათა სერია ადამიანის ამ სამი კომპონენტის ურთიერთდამოკიდებულებათა შორის. კვლების ობიექტებს წარმოადგენდნენ ქ.თბილისის მაცხოვრებელნი. 640 პიროვნება. კვლევებმა აჩვენა შემდეგი სურათი - მოცემული ბიოენერგეტიკული პოზიციის მიხედვით ადამიანთა ჯგუფი დაიყო 12 ვარიანტად. გამოკვლევის პროცესში იდეალურად მიჩნეული იქნა კოეფიციენტთა პროპორციული გადანაწილება. (33/33/33/) ვარიანტი 1. რადგან ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ კომპონენთა ურთიერთ თანაფარდობას. გამოკვლეულ პიროვნებებში ასეთი თანაფარდობის მატარებელი აღმოჩნდა მთლიანი რაოდენობიდან 50 პიროვნება.(7,8%). ანუ ეს ჯგუფი შეიძლება მივაკუთნოთ კატეგორიას, რომელთა თავის ტვინის ნახევარსფეროები აქვთ ურთიერთ დაბალანსირებული (ამბიდექსტრები) და ფუქციონირებენ ჰარმონიულად. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს კვლევამ უჩვენა შემდეგი სურათი. (იხილეთ დიაგრამა1.)

 როგორც დიაგრამებიდან ჩანს ანალიზის დროს დომინირებს 4, 6 და 8 ვარიანტები, შესაბამისი პროპორციებით - FQ+IQ+ EQ (40/40/20), FQ+IQ+EQ (30/30/40), FQ+IQ+EQ (25/45/30). შედეგების მიხედვით სწორედ ეს ჯგუფები წარმოადგენენ დომინატს.  სამივე ვარიანტმა ერთად შეადგინა 210 პიროვნება. ანუ მთლიან გამოკვლეულთა 32,41%. და სადაც ამ კოეფიციენტების ურთიერთ გადანაწილება შედარებით ტოლფარდობითია.

  დიამეტრალურად განსხვავებულია 9,10, 11,12 ვარიანიტები  (16,41%). სადაც დომინანტური პოზიცია უკავია ემოციურ კოეფიცინტს. რომელსაც აგრეთვე უწოდებენ ”სოციალურ კოეფიციენტს”’. ემოციური კოეფიციენტის ერთ-ერთ მაჩვენებელს წარმოადგენს ადამიანთა უნარი ადეკვატურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და შეზღუდვები. მაქსიმლურად ეფექტურად გამოიყენონ თავის ეს ძლიერი თვისებები და ხშირად შეეცადონ საკუთარი სუსტი მხარეების ნიველირებას. EQ - მაღალი კოეფიციენტის დროს, გაზრდილია ადამიანის ნერვული ცენტრების ნეირონებით გაჯერება და მიმდინარეობს უმაღლესი (პოზიტიური) ემოციების ფორმირება. (მაღალი ემოციური კოეფიციენტის დროს, ადამიანის გონება აღწევს დიდ წარმატებებს ხელოვნებას და კულტურაში. ეს დაკავშირებულია ორგანიზმში ჰორმონ ესტროგენის დომინირებასთან  ადრენალინზე, ნორადრენალინს და ტესტესტერონზე.

აღსაღნიშნავია ისიც, რომ EQ ასაკთან მიმართებაში ნელ-ნელა იკლებს. მაგრამ ასაკის მომატებასთან ერთად ის უფრო და უფრო იხვეწება. EQ - კოეფიციენტის მატარებელი ადამიანები ძირითადში წარმოადგენენ ინტროვერტებს.

 სულ სხვა სურათს გვიჩვენებს 2, 3 ვარიანტები. (მთლიანი რაოდენობის 16,41%) ამ შემთხვევაში ფიზიკური კოეფიციენტის FQ გადმოდის წინა პლანზე. ეს პარამეტრი ქვეცნობიერ დონეზე ხელმძღვანელობს ორგანიზმის ფიზიკურ დაცვის პროცესებს. მაღალი FQ -ს დროს ბავშვს კომატოზურ, ხოლო ზრდასრული ადამიანს ძილის პერიოდში გააჩნიათ მხოლოდ გონების ფიზიკური შემადგენელი. FQ-ს შემთხვევაში დემოსტრაცია ხდება სხეულის მაღალი ფიზიკური შესაძლებლობების და გააჩნია სიცოცხლის უნარიანობის მაღალი დონე. ორგანიზმში FQ-ს დომინირებისას მაღალია ჰორმონ ადრენალინის და ნორადრენალინის რაოდენობა. ეს ადამიანები წარმატებული არიან სპორტში ან სხვა ფიზიკურად დატვირთულ პროფესიებში. საინტერესო შედეგები მიღებულ იქნა 5და7 ვარიანტების ფიქსირებისას. ამ შემთხვევაში დომინატას წარმოადგენდა ინტელექტუალური კოეფიციენტი IQ (26,56 %). აქ დომინირებული ჰორმონია ტესტოსტერონი. ამ კოეფიცინტის დომინანტის მქონე ადამიანები უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენენ ექსტრავერტებს.

გამოკვლიეთ  თქვენი 

ბიოენერგეტიკა     

საიტიდან კვლევის მასალების კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე - საავტორო უფლებებს იცავს კანონი

Protected by Copyscape Web Copyright Protection