დიაგნოსტიკა ფერებით

 

 

  პიროვნების ფსიქო-ემოციური ანალიზი ფერთა თეორიის საფუძველზე

თითოეული ადამიანი აძლევს უპირატესობას რომელიმე ერთს ან რამოდენიმე ფერს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში სად გამოიყენება ეს ფერები და რა განწყობაზეა დროის გარკვეულ მომენტში ადამიანი.

 ფერის მიმართ სასიამოვნო, თუ უსიამოვნო შეგრძნება შეიძლება იყოს ცვალებადი დროის გარკვეულ მონაკვეთში. მაგრამ ფერს რომელსაც თქვენ აძლევთ უპირატესობას შეუძლია ბევრი გაუწყოთ თქვენი შინაგანი ბუნების შესახებ. თქვენ ხასიათზე, ემოციურ მიდრეკილებაზე. ამა, თუ იმ დაავადების საწყის გამოვლინებისას და ა.შ. ადამიანის მიერ ფერის მიმართ განწყობა აგრეთვე აჩვენებს, თუ როგორ მდგომარეობაშია მისი აურა და მისი ბიოენერგეტიკული პარამეტრები. რა არის ფერი? – (ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხილვადი დიაპაზონის ხარისხობრივი სუბიექტური მახასიათებელი, რომელიც განისაზღვრება ფიზიოლოგიურ მხედველობითი შეგრძნების წარმოშობის საფუძველზე.)  

იროვნების ამოცნობის ფსიქოლოგიურ არსე- ნალიდან დროის მოკლე მონაკვეთში, ცნობი- ერის კონტროლის დამოუკიდებლად, ფერთა თეორიის საფუძველზედ შესაძლებელია ღრმად გახსნილი იქნას პიროვნების შინაგანი დისპოზიცია. 

  პიროვნების კომპლექსური შესწავლის მიზნით მეთოდი დაფუძნებულია პროგრამულ ალგორითმზე, სპეციალურად აურა-კამერა MbGA სისტემისთვის. მეთოდის გამოყენება არ ისაზღვრება ადამიანის ინტელექტის, კულტურის, ენის, რელიგიური აღმასარებლობის, ასაკის და სქესის ჩარჩოებით. ის ფილიგრანულად მუშაობს იმ შემთხვევაშიც, როდესაც პიროვნება დაავადებულია დალტონიზმით, ან როდესაც ადამიანი გამოკვლევის დროს ირჩევს შეგნებულად მცდარ ფერს და არ მიუთითებს, ფერს რომელიც მას არჩევის მომენტში შედარებით მოსწონს.

 ფერთა თეორია წარმატებით გამოიყენება - თვითდიაგნოსტიკის და საკუთარ ფსიქო კორექციისთვის; ოჯახური კონფლიქტების ანალიზის და პირად ცხოვრების პრობლემების დროს; ფსიქოთერაპიულ ზემოქმედების მეთოდების და პაციენტების ჯგუფებად განწესების, შერჩევის, მათი ეფექტურობის კონტროლისთვის; ფსიქო - ანალიტიკური ექსპერტიზის ჩატარებისას: სპორტში, ბიზნესში, ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. სასამართლო ექსპერტიზის შემთხვევაში. ძნელად აღსაზრდელ პიროვნებათა (ასაკის განურჩევლად) შინაგანი მდგომარეობის განსაზღვრისას. მათი საქციელის და მოქმედების ღრმა კორექციისათვის. დღეს ფერთა თერაპიას იყენებენ მსოფლიოს ბევრ წამყვან კლინიკებში როგორც დამატებითი ფსიქოსომატური მეთოდი პოსტ ოპერაციულ პერიოდში, ჭრილობების შეხორცების დაჩქარებისთვის. ზოგიერთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებში, პიროვნების ქვეცნობიერის გაშიფრისთვის.

მეთოდი პიროვნების ქვეცნობიერიდან ავლენს აქტუალურ პრობლემებს იმ მომენტისთვის, როდესაც მიმდინარეობს მისი გამოკვლევა. ასევე შესაძლებელია ამ პრობლემების ინტერპრეტაცია დინამიკაში.

 ფსიქო-ემოციური ანალიზი აურაგრამასთან ტანდემში იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, განისაზღვროს პიროვნების პოტენციალური შესაძლებლობანი და ინდივიდმა საკუთარ რეალურ პოტენციალურ შესაძლებლობების საფუძველზე დაყრდნობით სწორედ დაგეგმოს  მისივე მომავლი.

დაგიდგენთ აურა-გრაფიის და ფერთა თეორიის საშუალებით კომპლექსში თქვენ ფსიქო - ემოციურ მდგომარეობას. რაც დაეხმარება თქვენს ქვეცნობიერში არსებულ დამალულ პრობლემების სწორი მიმართულებით გადაჭრის შესაძლებლობას

Protected by Copyscape Duplicate Content Penalty Protection