აურის ზომა აურა - კამერა MbGA მიხედვით

  დიდი აურა, რომელიც თითქმის მისი ფოტო გამოსახულების კიდებამდე აღწევს, მანიშნებელია ძლიერი ენერგეტიკული ველის. ასეთი ადამიანი აფრქვევს ძლიერ ვიბრაციებს, რომლის ხარიზმას სხვებიც ხშირად ამჩნევენ. მისი ენერგია საკმაოდ მრავლის მომცველია. ხოლო აურის პატარა ზომა მანიშნებელია ადამიანის შინაგანი კონცენტრირების. ასეთ ადამიანებს მიაკუთნებენ ინტროვერტებს. მათი ცხოვრებისეული ენერგია შედარებით დაბალია, რაც ხშირ შემთხვევებში დაკავშირებულია გარკვეულ სტრესთან. (მკვლევართა აზრით, 21 საუკუნის დასაწყისში ადამიანთა აურის ზომა ზოგადად საგრძნობლად შემცირებულია)

 ზომის მიხედვით აურა მთლიანობაში  წარმოადგენს გამოსხივებას, ველს, რომელიც გამოდის ადამიანის სხეულის ზედაპირიდან გარკვეულ მანძილზე. მისი ზომა შესაძლებელია იყოს რამოდენიმე სანტიმეტრიდან მეტრამდე და იშვიათ შემთხვევებში რამოდენიმე მეტრამდეც. რაც უფრო ენერგეტიკულად ძლიერია და სულიერად განვითარებულია ადამიანი, მით უფრო დიდია აურის ზომა. შინაგანად და სულიერად სუსტი ადამიანის აურის ზომა საკმაოდ მცირეა. აურის ზომები ხშირად ამა,თუ იმ დროს დამოკიდებულია ადამიანის განწყობაზე. თუ, რამდენად მზად არის ის მიიღოს ან გასცეს ენერგია. რამდენად ფართოა მისი განზომილების “მე”. რამდენად არის ის სხვაზე დამოკიდებული. რამდენად ის ექცევა სხვის გავლენის ქვეშ. აურის ზომა აგრეთვე ავლენს ადამიანის ექსტრავერტულ და ინტრავერტულ თვისებებს. არსებობს მოსაზრებები, რის საფუძველზეც ადამიანის აურის მცირე ზომა მაჩვენებელია პიროვნების სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის. ზოგადად აურის ზომა ცვალებადი ერთეულია და დამოკიდებულია ზემოთ მოცემულ პარამეტრებზე. 

   სურათზე მოცემულია აურის ზომის გრაფიკული გამოსახულება. წითელი წრე წარმოადგენს აურის ზომას სანტიმეტრებში ( MGbA- Aura camera)

როდესაც კამერა უჩვენებს (75დან-100 ერთეულამდე ) - ეს მანიშნებელია რომ, პიროვნებას გააჩნია დიდი ფართო აურა და მისი გამოსხივება ინტენსიურია. მას გრძნობენ სხვებიც. ამ შემთხვევაში რომ მიაღწიოთ დასახული მიზანი გამოიყენეთ არსებული პასიურ მდგომარეობაში მყოფი თქვენი პიროვნების ქარიზმა.

(40-75) - მაჩვენებელია საშუალო აურის. თქვენს მიერ გამოსხივებული ენერგია ნორმაშია. მას სჭირდება უფრო მეტი კონცენტრაცია რომ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. შეეცადეთ დააგროვოთ პოზიტიური ემოციები. ისინი ხელს შეუწყობენ თქვენი აურის მოცულობის ინტენსიურ ზრდას.

(0-40) - პატარა აურა - მანიშნებელია ორგანიზმში ენერგიის შემცირების. ასეთ ადამიანების ყურადღება უფრო მეტად გადატანილია შინაგანი სამყაროს კონცენტრირებაზე. სხვები მათ აღიქვამენ როგორც ინტროვერტებს, დაბალი მცირე ენერგიით. რომ, გააფართოოდ აურის მოცულობა გადახედეთ თქვენს ცხოვრების წეს და გულში მაინც აღიარეთ თქვენს მიერ დაშვებული შეცდომები. ეს ხელს შეუწყობს ინტენსიურ ენერგეტიკული ნაკადების შემოდინებას თქვენს აურაში და გაგიუმჯობესებთ აზროვნების ანალიტიკურ უნარებს.   


გამოიკვლიეთ თქვენი ბიოენერგეტიკული მონაცემები ►

Protected by Copyscape Web Copyright Protection