ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები (ჩაკრები)

                        Human energy centers (chakras)  चक्र        

 ჩაკრა ----  [ სანსკრიტზე ნიშნავს ბორბალს]  चक्र

  აღმოსავლეთ კულტურებში ჩაკრაში იგულისხმება, ადამიანის ნატიფი სხეულის ენერგეტიკული ფსიქო-ფიზიოლოგიური ცენტრები. მათ არსებობას თანამედროვე მედიცინა  ინსტრუმენტალურ დონეზე ჯერ კიდევ ვერ საზღვრავს. მაგრამ, ცხოვრების პრაქტიკა ობიექტირად გვიჩვენებს მათი მუშაობის ეფექტურ შედეგებს. ვიზუალიზაციისას ჩაკრებს წარმოსახავენ როგორც  ქარბორბალას და ადარებენ ლოტოსის ყვავილის ფორმას, თავისი განშტოებებით. ისინი მიმართული არიან ხერხემლიდან სხეულის ფრონტალურ მხრისაკენ. ჩაკრები ორგანიზმში აქტიურდებიან ენერგიის აღმავლობისას.(მომატებისას). ჩაკრებს ორგანიზმში მიაწერენ, ენერგეტიკული ნაკადების გადამანაწილებელ ოპერატორების ფუნქციებს.                     

 ადამიანის  სიკვდილის შემდგომ ჩაკრები წყვეტენ თავიანთ ფუქციონირებას და აღარ ექვემდებარებიან ვიზუალიზაციას.

  ორგანიზმში ნებისმიერი დაავადება დაკავშირებულია ჩაკრებთან. ამის თაობაზე არსებობს ორი თეორია

ექზოგენური ფაქტორები ენდოგენური ფაქტორები
  ჩაკრების პათოლოგიას იწვევს გარეგანი ფაქტორები, რომლებიც ურთიერთ კონტაქტობენ მის ველებთან. 1.ვირუსები 2. მიკოპლაზ- მური ორგანიზმები 3.ბაქტერიები 4. სოკოები 5. ელექტრომაგნიტური ველები (ცუდი თვალი ”ხალხური”) 6. გადახურება 7. გაციება (დაბალი ტემპერატურები) 8.ეკოლოგიასთან ან პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ქიმიურ ნივთიერებებთან გრძელ ვადიანი კონტაქტი 8. ანომალიური ზონები 9. ფსიქოლოგიური კლიმატი 

 ჩაკრების პათოლოგია დაკავშირებული ორგანიზმის შინაგან პრობლემებთან.1.დარღვევები ნერვულ სისტემაში. 2.დარღვევები ნერვულ კვანძებში და მერედიანებში. 3.შთამომავლობითი, გენეტი- კური, ქრომოსომული აბერაციები, რეცესიულ თვისებების დომინან- ტურში გადასვლისას. მორფო-ფიზიოლოგიური ანომალიებისას  ჩაკრების თანდაყოლილი დეფექტები.

  ჩაკრების ბლოკადა, მათი ჰიპერაქტიობა და დისფუნქცია ნიშნავს რომ, არსებობს შესაბამისი ემოციონალური, სეკრეტორული და ვეგეტატიური დარღვევები. ცვლილებები ხერხემლის შესაბამის არეალში და ზურგის ტვინის სეგმენტებში. 

კოპირება კატეგორიულად აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. საავტორო უფლებას იცავს კანონი.