ჩაკრები და მინერალები

 

 ადამიანის ენერგეტიკა ინერციულია. ამიტომაც სამკაულების სახით ძვირფასი ქვების ტარების დროს ჩაკრები ვერ ასწრებენ მდგრად ასიმილიაციას ახალ გარემოებებთან (მინერალების ზემოქმედების სწრაფ შეგუებას) და ადამიანი განიცდის საგრძნობ ცვლილებებს ფსიქოფიზიოლოგიურ და ემოციურ დონეებზე. თუ ხანგრძლივი ტარებისას მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ქვის ფერი და სხეულის ის ადგილი სადაც ის უნდა ატაროთ, დროებით ტარების დროს( 6-8 სთ) უპირველესად უნდა იხელმძღვანელოთ იმით, თუ როგორ გსურთ რომ მან გამოიწვიოს ზემოქმედება თქვენზე და  გარშემო მყოფ პიროვნებებზე. აქვე ავღნიშნოთ, რომ მინერალების ზემოქმედების განსაზღვრა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ინტერნეტში მოპოვებული ან ზოგად ასტროლოგიის თეორების საფუძველზედ. ერთად ერთი ოპტიმალური და რაციონალური მეთოდი ძვირფასი ქვების სამკაულების ტარების დროს არის პირველ რიგში თქვენი ჩაკრების მდგომარეობის (აქტიური, თუ პასიური) ინსტრუმენტალური განსაზღვრა. და ამის შემდგომ ამა, თუ იმ მინერალის ენერგეტიკის მისადაგება მათთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინერალებმა შესაძლებელია პირველ ხანში მართალია გამოიწვიონ თქვენი ესთეტიკური დაკმაყოფილება, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ მათი ტარების გარკვეული პერიოდის შემდგომ ორგანიზმი დაიტვირთოს ნეგატიური ენერგიის ნაკადებით. ვინაიდან მინერალები არიან როგორც დადებით ასევე უარყოფითი ენერგიის მატარებლები. როგორც მატერიალურ ასევე ნატიფ დონეებზე.

   როგორ მოქმედებენ ქვები გარშემო მყოფებზე

წითელი და ნარინჯისფერი ქვები აძლიერებენ სექსუალურ მიზიდულობას. ყვითელი ფერის ქვები სტოვებენ ნებისყოფის და სოციალურად წარმატებული პიროვნების შეგრძნებას. მწვანე ქვები სტოვებენ სულიერად მგრძნობიარე ადამიანის იმიჯს. ლურჯი და ცისფერი ქვების ტარებისას ადამიანებს თქვენზე რჩებათ საზოგადოების მოყვარულის და გონიერი ადამიანის ეფექტის შეგრძნება. შავი და ყავისფერი ფერის ქვები თქვენი შინაგანი სამყაროს იდუმალებით მოცულობის მანიშნებელია.თუ რა თქმა უნდა გაქვთ მათი ტარების სურვილი. ხოლო ზოგადად ქვებით შემოსილი სამკაულების ტარება ანიშნებს თქვენს ესთეტიკურ სიამოვნებას და შინაგან პროტესტს აღიარებული სტერეოტიპების მიმართ. 

როგორ გავაძლიეროთ მინერალების ზემოქმედება

უფრო რომ, გავაძლიეროთ ქვების ზემოქმედება უნდა წინასწარ განვსაზღვროთ; თუ რა გვინდა მივაღწიოთ - დავაჩქაროთ, თუ შევანელოთ პროცესების მიმდინარეობა; რომელი ჩაკრა პასუხობს თქვენთვის საინტერესო მდგომარეობას; რა გვსურს? ქვების ზემოქმედება საკუთრ თავზე, თუ გარშემო მყოფ ადამიანებზე. 
მაგალითად - თქვენ გაქვთ სურვილი გააძლიეროთ თქვენი სექსუალური მიზიდულობა. სექსუალურ ენერგიაზე პასუხისმგებლები არიან მულადჰარა და სვადჰისტანა ჩაკრები. რომელთა პროექციაც განთავსებულია ნეკა თითზე. თუ მარცხენა ხელის ნეკა თითზე ჩამოიცვამთ მაღალი სიხშირის ყვითელ, ცისფერ ანდა მწვანე ფერის ქვას, ამოქმედებას დაიწყებენ ქვედა ჩაკრების ტალღები, რასაც მოყვება თქვენი სექსუალური ფუნქციის გაძლიერება. აქვე გაითვალისწინეთ რომ, ქვედა ენერგეტიკული ცენტრები გარდა ამ ფუნქციის აამოქმედებენ აგრეთვე სხვა სისტემებსაც, რომლებიც დაიწყებენ სიჩქარის აღებას. ამიტომაც ასეთი ბეჭედი უნდა ატაროთ ნეკა თითზე არც, თუ ისე დიდხანს.(4-5 სთ). 

სხვათაშორის, თუ საუბარი მიდის ქვების ზემოქმედებაზე ადამიანის სიცოცხლეზე, არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ საქორწინო ბეჭედიც. რომელიც მიღებულია ატაროთ მარცხენა ხელის არა თითზე. ამ შემთხვევაში ბეჭედი ზემოქმედებს ჩაკრა ანაჰატაზე (გულის ჩაკრა) და საკვების მონელების სისტემაზე. თუ ეს კლასიკური ბეჭედია (ოქრო, ქვის გარეშე) მაშინ ჩვენ უბრალოდ ვკვებავთ ენერგია იანს. თუ ამ ბეჭედში ჩასმულია ბრილიანტი, მაშინ მიმდინარეობს გულის და საჭმლის მონელების სისტემების გააქტიურების პროცესები. რამაც შეიძლება მიგიყვანოთ ზემოთ მოცემულ ორგანოთა გადატვირთვამდე. ხოლო ამან, კი დასაშვებია გამოიწვიოს საჭმლის მონელების და გულის სისტემების პრობლემები. ამიტომაც ლიტოთერაპევტები იძლევიან რეკომენდაციებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბრილიანტიანი საქორწინო ბეჭედი არ ატაროთ. ასევე მიზან შეუწონელია ბრილიანტიანი ბეჭდის ტარება ნეკა თითზე მუდმივად დიდი ხნის განმავლობაში. 

          ალმასი                                                   ზურმუხტი                                   (კორუნდი) ლალი                                       (კორუნდი) საფირონი

 ვირფასი ქვებიდან (ბრილიანტი, ზურმუხტი, ლალი, საფირონი), განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა ბერილის ჯგუფის ყველაზე ძვირფასი მინერალი ზურმუხტი.  ლიტოთერაპიული თვალსაზრისით ეს მწვანე ფერის მინერალი ძირითადად გავლენას ახდენს მე-4 და მე -7 ჩაკრებზე. მას ნორმაში მოყავს არტერიული წნევა და ხშირად ხსნის თავის ტკივილებს. მაგრამ ჩვენს ორგანიზმში ყველაზე დამოკიდებული ამ მინერალზე არის საჭმლის მონელების სისტემა. ამ ქვის ძალა ზემოქმედებს მზის და ნერვულ სისტემის წნულებზე. სისხლძარღვებსა და კუჭუკანა ჯირკვალზე. ასევე ქვის ტარება ხელს უშლის სასქესო ორგანოებში ანთებად პროცესების წარმოქმნას. მაგრამ თუ ზემოთ მოყვანილი ჩაკრებიდან რომელიმე არის პასიურ მდგომარეობაში ამ ქვის ტარება დიდი ხნით ( 4-5 სთ-ზე მეტი) რეკომენდირებული არ არის.

ლალი -  (გაჭვირვალე წითელი ფერის კორუნდი) აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყნებში ლალს თვლიდნენ როგორც ერთ ერთ საშუალებას რომელსაც ადამიანის გამოყავს დეპრესიულ მდგომარეობიდან. ეს მინერალი ზემოქმედებს მე-3 და მე-4 ჩაკრებზე. ევროპის ქვეყნებში მას დაფქვილ მდგომარეობაში წყალხსნარის ფორმით ხმარობდნენ იმპოტენციის საწინააღმდეგოდ. ითვლებოდა რომ რაც უფრო მისი კრისტალი დიდია მით უფრო იმ წყლის ზემოქმედება მძლავრია რაშიც ის იმყოფება. ყელის, ყურის, სახსრების და ხერხემლის დაავადებათა დროს მის კრისტალებს ადებდნენ ამ ადგილებში. მისი სამკაულის ტარება დიდ ხანს არ გამოიწვევს უარყოფით ეფექტებს, ოღონდ იმ შემთხვევაში როდესაც ზემოთ მოცემული ჩაკრები იმყოფებიან გაწონასწორებულ მდომარეობაში. რეკომინდირებულია რომ, მისგან დამზადებული სამკაულები უნდა ატარონ ადამიანებმა რომლებსაც აწუხებთ უძილობა ანდა გრძნობენ მუდმივ დაღლილობას.

საფირონი - (გამჭვირვალე ცისფერი ფერის კორუნდი). მინეროლოგიაში საფირონს უწოდებენ მხოლოდ ლურჯი ფერის კორუნდს. ხოლო საიუველირო წარმოებაში ნებისმიერ ფერის გამჭვირვალე კორუნდს გარდა წითელი ფერის. სახალხო მედიცინაში ითვლება რომ, ეს ქვა არის ძლიერი საშუალება შარდსადენი მილების და შარდის ბუშტის დაავადებების დროს. არსებობს აზრი რომ, საფირონი ხელს უწყობს ორგანიზმში ქიმიური და მცენარეული პრეპატრატების ეფექტების გაძლიერებას. საფირონი მძლავრად მოქმედებს მე-4 ჩაკრაზე (გულის ჩაკრა) მისი მუდმივი ტარება ოქროს ჩარჩოში რეკომენდირებულია როდესაც გულის ჩაკრა (ანაჰატა) მოდუნებულია ან დაბლოკილია ძველი ჩაკირული ემოციებით. მაშინ ეს ქვა ორგანიზმის კვებავს ინტესიური პოზიტიური ენერგიებით.     

საიტიდან მასალების კოპირება ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე წარმოადგენს საავტორო უფლებების დარღვევას. საავტორო უფლებებს იცავს კანონი.