ჩაკრების დისბალანსის ირიბი განსაზღვრა კბილების საშუალებით

ორგანოთა  დიაგნოსტიკა კბილების მიხედვით

  ჯერ კიდევ ძველ ინდურ და ბუდისტურ ლიტერატურაში სწავლულები აკავშირებდნენ  ჩაკრებს და მათთან დაკავშირებულ შინაგან ორგანოებს, ადამიანის პირის ღრუს მდგომარეობასთან. კერძოდ კბილების ჯანსაღ და დაზიანებულ მდგომარეობებთან. არსებობდა ვიზუალური დიაგნოსტიკის რამოდენიმე სქემა, რომლებიც აძლევდნენ მათ საშუალებას განესაზღვრად ჩაკრების მდგომარეობა კბილების საშუალებით. ერთ-ერთი ემპირიული მეთოდი, რომელიც აძლევდა მათ შესაძლებლობას დროულად გამოემჟღავნათ ეს დისბალანსი და გაეტარებინათ ადრეული ღონისძიებები მოყვანილია სქემაზე. დღეისათვის ძალიან ცოტამ იცის, რომ სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს ჩვენ ორგანოებში არ იგრძნობა ტკივილები მანამ, სანამ ორგანიზმს აქვს უნარი გამოიყვანოს გარეთ ტოქსინები და დაშლის პროდუქტები. მაგრამ ეს პროდუქტები ორგანიზმმა სადღაც უნდა დააგროვოს.

ამის იდეალური შესაკრებ ადგილებს ხშირ შემთხვევებში წარმოაგგენს ქსოვილების ნებისმიერი ღრუები. ეს შეიძლება იყოს სახსრების ღრუები და კანის ცხიმოვანი (თებოს) ჯირკვლები. ორგანიზმი იწყებს მიომების, კისტების წარმოქმნას. (მათ შორის კბილის ფესვების გარშემო). მიიღება საინტერესო სურათი, კერძოდ გტკივათ არა ის ორგანო რომელიც სინამდვილეში უნდა გტკიოდეთ არამედ ის სადაც გროვდებიან ყველა ტოქსიკური ნივთიერებები.
  ჰ.ლეონარდის კვლევათა მიხედვით თითოეული კბილი აირეკლავს იმ ორგანოს მდგომარეობას რომელშიც მიმდინარეობს პათოლოგიური ცვლილებები. ქვემოთ თვალსაჩინოებისთვის მოცემულია ჩაკრების და ჰ.ლეონარდოს მიხედვით ორგანოების და სისტემათა კავშირები სქემატური შერწყმა გარკვეულ კბილებთან:

ზედა ყბა. კბილები მარჯვნიდან:

1-2 კბილი პასუხისმგებელია თავის ტვინზე (მარცხენა ნახევარი სფერო); 1;6;7. 3 კბილი აირეკლავს გულის მუშაობას (მარჯვენა განყოფილება); 1,4. 4 კბილი კუჭუკანა ჯირკვალი; 1,35 კბილი აისახება მარჯვენა ფილტვის მუშაობა; 1;3,4;56 კბილი მარჯვენა თირკმელი;1;2. 7-8 კბილი  გულის და ღვიძლის შეძენილი ცვლილებები; 1,3,4

ზედა ყბა.კბილები მარცხნიდან:1-2  კბილი თავის ტვინი (მარჯვენა ნახევარ სფერო); 1;6;7. 3 კბილიგულის მარცხენა განყოფილებები (თანდაყოლილი ცვლილებები); 1;4. 4 კბილი  ელენთა;1,3. 5 კბილი მარცხენა ფილტვი;1;3;5 6 კბილი  მარცხენა თირკმელი; 1;2.   7-8 კბილები  გული შეძენილი ცვლილებები და ღვიძლის მარცხენა არე; 1,3

ქვედა ყბა.კბილები მარცხნიდან:1-2 კბილი ზურგის ტვინი; 13 კბილი წვრილი ნაწლავის მარცხენა განყოფილება, 12 გოჯა ნაწლავი;4 კბილი კუჭი ( გამოსასვლელი მხარეები ”ძირი”); 1;3. 5 კბილი სწორი ნაწლავის მარცხენა მხარეები;1,3 6 კბილი შარდის ბუშტის მარცხენა მხარეები, მარცხენა შარდსადინარი; 1. 7-8 კბილები გული, (შეძენილი ცვლილებები) და შარდის ბუშტი;1;4

 ქვედა ყბა.კბილები მარჯვნიდან: 1-2 კბილი ზურგის ტვინი; 1. 3 კბილი წვრილი ნაწლავის მარჯვენა ნახევარი; 1;3. 4 კბილი კუჭის შესასვლელი მარჯვენა ნაწილი; 1;3. 5 კბილი მსხვილი ნაწლავის მარჯვენა მხარეები, აპენდიქსი;1.   6 კბილი  შარდის ბუშტის მარჯვენა განყოფილება, მარჯვენა შარდსადინარი; 1 7-8 კბილები გულის შეძენილი ცვლილებები, ნაღვლის ბუშტი.1;2;3;4

* * წითელი ფერის ციფრებით აღნიშნულია :

1-ფუძის ჩაკრა (მულადჰარა);

2-ჭიპის ჩაკრა (სვადჰისტანა);

3-მზის წნული (მანიპურა);

4-გულის ჩაკრა (ანაჰატა);

5-ხორხის ჩაკრა (ვიშუდჰა);

6-მესამე თვალი (აჯნა);

7-გვირგვინოვანი ჩაკრა (საჰასრარა).

 ასევე კბილებს შეუძლიათ არა მარტო პატრონის დაავადებებზე და ჩაკრებზე მეტყველება, არამედ აგრეთვე აჩვენონ თავის პატრონის ფსიქოლოგიური პარამეტრები. მაგალითად მცირე და წვეტიანი კბილები მანიშნებელია ვერაგობის და ცბიერების, ხოლო გრძელი სიბოროტის და მსუყე საკვების სიყვარულის. ნორმაზე ოდნავ წინ წამოწეული კბილები მანიშნებელია სიძუნწის. ხოლო კბილებს შორის დიდი დაშორება უნებისყოფობის და ზოგჯერ გონება ჩლუნგობის. დიდი ზომის კბილები კი - ხანგრძლივი ცხოვრების, კეთილშობილობის და ადამიანის სიმამაცის. თანაბარი ზომის კბილები ხშირად დამახასიათებელია კეთილი ადამიანების. ხოლო ოდნავ არა თანაბარი, ითვლება ღრმა აზროვნების ნიშნად.  იხ. აგრეთვე აურა და ფიზიოგნომიკა

 კბილების საუკეთესო პროფილაქტიკურ საშუალება ამ პოზიციებიდან, სადაც გათვალისწინებულია ”ინ იან” დამოკიდებულებები, წარმოადგენს ასევე ძველი ჩინური მეთოდით დამზადებული პასტა. სადაც ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს მცენარე იაპონური ლონიცეის და ველური იაპონური ქრიზანტემის ყვავილების ექსტრაქტები.


Protected by Copyscape Web Copyright Protection

კოპირება პირველწყაროს მითითების ან ადმინისტრაციასთან  შეთანხმების გარეშე აკრძალულია.