ეთერზეთები და სექსი

  ქალი და მამაკაცი ერთმანეთს გრძნობენ ” სუნით”  

  მიღებულია, რომ მამაკაცს ქალი უყვარდება თვალებით. ხოლო ქალს მამაკაცი ყურებით (სმენით). ეს სიმართლეა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მომენტი. ამ სფეროში ბოლო კვლევებმა უჩვენა, რომ მამაკაცი და ქალი ერთმანეთს გრძნობენ სუნით. თითეულ ადამიანს აქვს საკუთარი წარმოდგენა, თუ რა არის ეროტიკული. მაგრამ სინამდვილეში გარკვევა რა აგზნებს პარტნიორებს ერთი მეორის მიმართ, არც თუ ისე ადვილია. სიყვარულის პროცესით დაკავებისას, ამოქმედებულია თითქმის ყველა გრძნობები და აქ განსაკუთრებულ როლს ასრულებს სუნები (არომატები). თუ, განვიხილათ ღრმა კავშირებს ვნებებს და სქესობრივ გრძნობებს შორის აუცილებელია გამოვყოთ არომატების სამი მიმართულება:

 პირველი - ადამიანის ბუნებრივი სუნი - ყნოსვითი შთაბეჭდილება ;

 მეორე -  ეთერზეთებით და სურნელოვანი ნივთიერებებით კორექტირება (დამალვა  შეცვლა, საკუთარი ბუნებრივი სუნის გამძაფრება);

მესამე - ფსიქო-ეროტიკული განწყობილების შესაქმნელად სურნელოვანი ეთერზეთების გამოყენება. (ეროტიკული მასაჟი, აბაზანები, ჰაეროვანი არომათერაპია).  

  თუ,  ყნოსვის ძირითადი რეცეპტორები აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, დატკბეს ბუნების მიერ შექმნილი სასიამოვნო არომატების მთელი გამით,  ანდა პარფიუმერის მიერ ბუნებრივ და ხელოვნური სუნების გაერთიანებით, მაშინ სქესობრივი სუნები ხორციელდება განსაკუთრებული ორგანოთი ვომერით. ეს სექსუალური მექანიზმი მდებარეობს ცხვირის დაბოლოებასთან, გამყოფ ხრტილთან და ეწოდება ვომერონაზალური ორგანო. (შემოკლებულად ვომერი ან იაკობსონის ორგანო). რომელიც, უშუალოდ  სპეციალიზირდება სქესობრივ ყნოსვაზე.

  სქესობრივი არომატები გააჩნიათ ყველას. მაგრამ ყველა მას გრძნობს არა ერთგვაროვნად. ეს არომატები არ მოქმედებენ პირდაპირ და ისინი არ აღიქმევა როგორც ყვავილების ან სუნამოს სურნელობა. ის რომ, ადამიანს გააჩნია ეს სექსუალური მექანიზმი დაკავშირებული ყნოსვასთან, ჯერ კიდევ ცნობილი იყო ძველ ინდოეთს და ტიბეტში. ევროპაში პირველად ეს ორგანო აღმოჩენილი იქნა 300 წლის წინ ჰოლანდიელი ექიმ მკვლევარის მიერ. ამ ორგანოს მნიშვნელობას ადამიანებში ამტკიცებს შემდეგი ფაქტი - ადამიანები რომლებიც იკეთებდნენ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციებს და ოპერაციის დროს ქირურგები ეხებოდნენ ამ ცენტრის მიდამოს, პაციენტებს  ხშირად უქრებოდათ პოტენცია. ადამიანის სექსუალური პოტენცია მნიშვნელოვნად განისაზღვრება გამომდინარე იქიდან, თუ როგორ აქვს მას განვითარებული ვომერი და როგორი უნარი შესწევს აღიქვას სქესობრივი სუნები.

  თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი ”ბუნებრივი სუნამო”. ქალის და მამაკაცის ინდივიდუალური არომატი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორებზე. მაგრამ ძირითადად დაკავშირებულია განსაკუთრებულ ჰორმონალურ და იმუნურ სისტემებზე, ბიოენერგეტიკულ ველზე და მიკროორგანიზმებზე, რომლებიც საზრდოობენ მის კანზე. ეს არომატები ისეთივე უნიკალურია, როგორც ჩვენი თითების ანაბეჭდები და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამა, თუ იმ ადამიანის მიმზიდველობას.  

  უფრო მეტად ეს არომატები სჭარბობს სამხრეთის ხალხებში. მაგრამ არც ჩრდილოეთში მიენიჭება მას უკანასკნელი ადგილი. ადამიანის სხეულის ნაწილებს გააჩნიათ განსხვავებული არომატები (კანი, თმები, სხეული გლუვი ადგილები, სასქესო ორგანოები, ნერწყვი, სპერმა). ხოლო სუნების აღქმა განსხვავებულია. უფრო მეტად სუნების ფსიქო -ემოციურ ცენტრებზე ზემოქმედებას განიცდიან სამხრეთელები და აღმოსავლეთ ხალხები. ხოლო ჩრდილოეთ ევროპელები შედარებით ნაკლებად. მაგრამ ერთსაც და მეორესაც გააჩნიათ სპეციფიკური თავისებურებანი, რომელიც დამოკიდებულია ვომერონაზალური აპარატის აქტიობაზე, ცენტრალური ნერვული სისტემის და ფსიქიკის მდგომარეობაზე. ქვეცნობიერების მზადყოფნაზე, აღიქვას არომატული სიგნალები, გარდაქმნას და შემდგომ მისცეს სწორი ბრძანება შესაბამის ორგანოებს. როდესაც მამაკაცი ურთიერთობს ქალთან, მისგან წამოსული სუნების სახით სიგნალები, გარდაიქმნება თავის ტვინში და იწყება მამაკაცის ორგანიზმში ბიოქიმიური ცვლილებები. ამ დროს იზრდება ტესტესტერონის რაოდენობა, ცვალებადობას განიცდის აურა და ბიოენერგეტიკული პოტენციალი. რაც უბიძგებს მამაკაცს სექსუალურ მოქმედებისკენ. თავის მხრივ, როდესაც ქალი იღებს მამაკაცისგან სუნის და ბიოდენების სახით შესაბამის საპასუხო სიგნალს, ქალებს კიდევ უფრო მეტი ხარისხით ეზრდებათ ესტროგენის რაოდენობა და ის ხდება მიმღები და განწყობილი მამაკაცის ასეთ გამოწვევაზე. სწორედ აქ იწყება ის, რასაც ვეძახით სიყვარულს პირველი შეხვედრიდან. რომლის სიმტკიცე დამოკიდებულია თითოეული ინდივიდის ორგანიზმის ბიოქიმიურ და ბიენერგეტიკულ სპეციფიკაზე. ასეთი სახით დამოკიდებულებების პირველ სტადიაზე მამაკაცი და ქალი ათვალიერებენ ერთმანეთს და თითქოს ”ყნოსავენ” ერთი მეორეს, რის შემდგომ იწყება ურთიერთ ”შეჩვევა”.

  ეს ურთიერთ მგრძნობელობა განსაკუთრებით მჟღავნდება ოვულაციის პერიოდებში, როდესაც ქალის ორგანიზმში იზრდება ესტროგენის რაოდენობა, რომელიც დამოუკიდებლად ამძლავრებს არომატების მიმართ მგრძნობიარობას.

  უმრავლეს ქალებისთვის, მამაკაცების საოფლე ჯირკვლებიდან გამოყოფილი ოფლის სუნი ნაკლებად მიმზიდველია. მაგრამ იმის შემდგომ, როდესაც მათ შორის დამოკიდებულებები იღებენ ცნობილ სქესობრივ ინტიმს, ოფლის ბუნებრივი არომატი ხდება ამგზნებადი საშუალება. ეს სავსებით ბუნებრივი და გასაგებია, თუ განვიხილავთ პარტნიორის ინდივიდუალურ ბუნებრივ სუნს. რა თქმა უნდა უსუფთაობით და სიბინძურით წარმოქმნილ არანორმალური სუნების გამორიცხვით. ქალებს არ უყვართ, როდესაც მამაკაცები ზედმეტად დანამული არიან სუნამოს სუნებით. ყველაზე კარგი დრო იგრძნონ პარტნიორებმა ერთი მეორის არომატი, ეს არის ორგაზმის წინა პერიოდი.

  ქალს აგზნებს არა მხოლოდ მამაკაცის სუნი, არამედ საკუთარიც. მამაკაცის სუნი მოსწონს ქალს იმ სიძლიერით, რა სიძლიერითაც  უყვარს ის. გარეგნული სილამაზის შემდეგ, ქალის სუფთა სხეულის ბუნებრივი სუნი - ეს არის მისი ყველაზე დიდი სექსუალური ფასეულობა. ( ზოგიერთი მამაკაცი ამ სუნს აყენებს სილამაზის წინაც კი). ეს ფასეულობა გამომდინარეობს მთლიანად ქალიდან. (თმები, კანი, ტუჩები, მკერდი, იღლიები, სასქესო ორგანოები, ტანისამოსი რომელსაც ის ატარებს). არ არსებოს ორი ქალი ერთი და იგივე სუნით, ისევე როგორც მამაკაცი. საკუთარი ბუნებრივი სუნი რა თქმა უნდა გააჩნია მამაკაცსაც, ანუ, არომატი რომელსაც გრძნობს ქალი. მაგრამ თუ, მამაკაცი ამა თუ იმ ქალის სუნისგან  სიგიჟემდე მიდის,  ქალები როგორც  წესი ამჩნევენ მხოლოდ ერთს - კარგია, თუ  ცუდია ამა, თუ იმ მამაკაცის ბუნებრივი სუნი. ცუდი ამ შეთხვევაში ნიშნავს არა თუ,  უსიამოვნოს, არამედ იმას, რამდენად იგზნებიან ქალები ამ სუნით.

 კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების სპეციფიკური ბუნებრივი სუნები საკმაოდ მჭიდროდ დამოკიდებულია მათ აურას ტიპებზე და ბიოენერგეტიკული მონაცემებზე. ვინაიდან ქალის ინდივიდუალურ არომატს სექსში გააჩნია დიდი მნიშვნელობა. ის უნდა ზრუნავდეს იმაზეც რომ, მისი პარტნიორი იყოს ისევე ხშირად სასიამოვნო, როგორც ის ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას. ის უნდა ფლობდეს მამაკაცის აზრიან წაქეზებას, როდესაც, ემზადება დაკავდეს მასთან სექსით.

 მსოფლიო პარფიუმერიის ინდუსტრია და კოსმეტიკა დიდ ყურადღებას უთმობს იმას, რომ შექმნან სიყვარულის არომატები, არომატები” სუნის გარეშე”. მათი მწარმოებლები ისახავენ მიზანს გამორიცხონ ორგანიზმის ცხოველმყოფილობის ისეთი ფაქტორების ზემოქმედება როგორიცაა კანის ბუნებრივი არომატები, დამოკიდებული სასქესო ჰორმონებზე და მათ სტიმულირებაზე.  

  ჩვენმა მოქმედებამ გამოვიყენოთ მოდური სუნამოები და სხვა პარფიუმერული საშუალებები მიგვიყვანა პარადოქსამდე. ერთის მხრივ პარფიუმერიის საშუალებით ჩვენ ვიშორებთ ჩვენი სხეულის არომატებს და აქედან ვიღებთ სიამოვნებას, ხოლო მეორე მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ ჩვენს სექსუალურ სისტემაზე ბუნებრივი სუნთა ჰორმონების ზემოქმედება, დამახასიათებელი თითოეული სქესისთვის. კოცნის დროს, ყნოსვის ორგანო მოდის ახლო შეხებასთან და ირევა პირის ღრუდან გამომავალ სუნთან, რომელსაც თან მოყვება სუნთქვის არომატი. აგრეთვე პირის ღრუს გარშემო კანს გააჩნია თავისი განსაკუთრებულობა, რომელიც ემატება კოცნის მთლიან შთაბეჭდილებას. ხოლო მთელ ამ აღქმის კომპლექს მოყავს ფსიქო ეროტიკული განწყობილების გაძლიერება.

  ზოგიერთ ხალხებში ნაცვლად კოცნის, მიღებულია ცხვირით შეხება ერთი მეორის ლოყაზე და მსუბუქად ერთმანეთის გახახუნება ყნოსვის ორგანოებით. ყნოსვის ორგანოების სუნებთა მიმართებაში განსაკუთრებულ მგრძნობელობის დროს, სიყვარულის ამ ფორმით გამოხატვისას, გამოირიცხება შეხების სხვა ორგანოების გამოყენების აუცილებლობა. ერთ ერთ გამოკითხვის დროს ქალთა და მამაკაცთა 71%  მიაკუთნეს სუნები, ძლიერ აგზნებად საშუალებებს. თითქმის ერთი მესამედი ქალები თვლიან, რომ სექსუალურ მამაკაცებს გააჩნიათ უფრო ძლიერი ბუნებრივი არომატები. 

  პარტნიორთა”ყნოსვაში’, ლიდერობენ ქალები. რომელთაც ყნოსვა განვითარებული აქვთ მამაკაცებზე უფრო მეტად. ამიტომაც  ქალი ირჩევს მამაკაცს და არა მამაკაცი ქალს. სუნი ქვეცნობიერის დონეზე შეიძლება იყოს ძლიერი იარაღი. არაფერი არ ამარცხებს მამაკაცს როგორც ქალის სუნი. მაგალითისთვის, ხშირად მამაკაცებისთვის დამახასიათებელია, ის გარემოება, რომ რაც არ უნდა თავი დაკავებული ჰქონდეთ მათ სხვადასხვა ფიქრებით, საყვარელი ადამიანის სხეულის სუნი მუდმივად აბრუნებთ მათ სექსუალურ თემებთან და ხშირად ეს ხდება მათი ცნობიერის დამოუკიდებლად. გამოცდილ მამაკაცს განსაკუთრებით თუ, ის ფლობს ნატიფ ყნოსვას და კარგად იცნობს საკუთარ პარტნიორს, შეუძლია სუნის მიხედვით მიხვდეს, როდის არის პარტნიორი აგზნებული.   

  ბუნებრივ სუნების მიმართ აღქმა და მგრძნობიარობა, საწინააღმდეგო სქეს განსხვავებული აქვთ. ქალებს უფრო ფაქიზი ყნოსვა გააჩნიათ, მაგრამ მამაკაცები უფრო ძლიერად რეაგირებენ მიმზიდველ სუნებზე. ზოგიერთი ქალი, გრძნობს, საკუთარი არომატების ცვალებადობას და ხვდება, როდის არის ორსულად ან როგორ სულიერ მდგომარეობაშია მისი პარტნიორი. ისინი ხშირად ენდობიან საკუთარ ყნოსვას და ამით იღებენ გადაწყვეტილებას, დაწვნენ, თუ არა საწოლში თავიანთ პარტნიორთან. ნებისმიერ სიყვარულის აქტის დროს სუნების აღქმა იცვლება გარკვეულ მიმდინარეობით. ჯერ აღიქმება მთლიანად კანის და იღლიების არომატი. შემდგომ აგზნების დონიდან გამომდინარე, აქცენტი გადადის სქესობრივ ორგანოების სუნებზე, ხოლო კოიტუსის დროს სუნი იღებს განსაკუთრებულ შეფერადებლობას. ამ დროს სუნთქვის არომატს შეერევა ხოლმე როგორც, აქტივაციის შედეგი, სასქესო ორგანოების განსაკუთრებული ჰორმონალური სუნები.  

  სექსუალურ გამაღიზიანებლებზე მამაკაცები რეაგირებენ ბევრად უფრო სწრაფად. ამ რთულ ურთიერთ დამოკიდებულებებში დიდ როლს თამაშობს აგრეთვე პარტნიორთა იმუნური სისტემა. რაც უფრო მეტად განსხვავდება მამაკაცის იმუნური სისტემა ქალისგან, მით მეტი ალბათობაა, რომ ისინი იქნებიან ერთმანეთთან. გენეტიკურად და ბიოენერგეტიკულად შეთავსებულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ უფრო მეტი განსხვავებები იმუნურ სისტემაში და მიეკუთნებიან დიამეტრალურად განსხვავებულ აურის ტიპებს.

  ამ სფეროში კვლევებმა აჩვენეს, რომ ქალებს მოსწონდათ იმ მამაკაცების სუნები, რომელებიც მათ აგონებთ წარსულში მყოფ მამაკაცებს. (იმუნურ სისტემის გენთა უფრო მეტი სხვაობისას). მით უმეტეს რომ, მოგონებაში მყოფი მამაკაცები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, როგორც შესახედაობით, ასევე ინტელექტით, ხასიათიდ და .შ.     
მამაკაცები, კი რომელთა იმუნური სისტემა მსგავსია ქალთა იმუნური სისტემების არ იზიდავდნენ მათ. ვინაიდან ისინი მათ აგონებდნენ ძმებს, მამებს, ნათესავებს და არ იწვევდნენ მათში არავითარ ემოციებს.

  ბუნებაში ყველაფერი ურთიერთ დაკავშირებულია. ამიტომაც მას შეუძლია გაგვიწიოს შეუფასებელი დახმარება ამ რთულ საკითხშიც. გავაძლიეროდ, გაუწიოთ კორექცია ან შევნიღბოთ პარტნიორთა ინდივიდიალური ბუნებრივი სუნები ანდა გავასუფთაოდ ის სხვადასხვა ფენებიდან, ავამაღლოდ და დავიცვათ მათი ენერგეტიკული ველები.

   თუ, ჰორმონები არიან ადამიანის შინაგანი სამყაროს ნივთიერები - კურიერები, მაშინ სუნებს, სექსუალურად -  ეწოდებათ ფერომონები. და ისინი უამრავი რაოდენობით არსებობენ გარემოში. კერძოდ ამ კატეგორიას, მიეკუთნებიან ზოგიერთი ეთერზეთებიც. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით კეთილსურნელების გამოყენებას გააჩნია სხვადასხვა მიზნები და შეიძლება დაყოფილი იყოს რამოდენიმე კატეგორიათ.

 პირველი კატეგორია - ემსახურება ზოგად დანიშნულებას. - გაანეიტრალოს ჰაერში არასასიამოვნო არომატები და ცენტრალური ნერვული სისტემის ზემოქმედების საშუალებით გააქტიუროს სქესობრივი გრძნობები.

მეორე  კატეგორია -  კეთილსურნელები. რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ადამიანის სქესობრივ სფეროზე და შეუძლიათ გააძლიერონ ან შეამცირონ ინდივიდუალური  ბუნებრივი სქესობრივი არომატები. აღაგზნონ ან დათრგუნონ ეროტიკული ფანტაზიები. ეს არომატები იყოფიან  სუფთა მამაკაცურ -  მსგავსნი მამაკაცის სხეულის ბუნებრივი სუნების და ქალური  - ჰარმონიზირებულ ქალის სხეულის, თმების არომატოთებთან და იმავ დროს ნაყოფიერად ზემომქმედი მამაკაცის სასქესო სფეროებზე.

  ეთერზეთებიდან სუფთა მამაკაცური მიმართულებისაა  - ილი, კიპარისი, ბეგქონდარა, კედარი, დარიჩინი, სანდალი და მუსკატი. ხოლო ქალური მიმართულებისაა - უცვეთელა, ნემსიწვერა, ნეროლი, ვარდი, ილანგ-ილანგი, მწარე ნუში. არსებობენ ეთერზეთთა ჯგუფი, რომლებიც თანაბარი ხარისხით გამოდგება ორივე სქესისთვის. ესენია: ბერგამოტი, ფაჩული, როზმარინი, ღვია, ლავანდა.

   ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში არაბები თვლიდნენ ლავანდას ყველაზე ეფექტურ საშუალებას ქალის სასქესო ორგანოების მიერ გამოყოფილ უვარგის სუნების გასანეიტრალებლად. განსაკუთრებით მათი პათოლოგიის შემთხვევებში. ლავანდას იყენებდნენ ბალიშის სახით მარილთან ნაერთში და ამზადებდნენ არომატულ წყალს. ასეთივე თვისებები გააჩნია პიტნის, ქაფურის, როზმარინის, სოჭის და კედრის არომატებს. სქესობრივი სუნები ძლიერდება ტუტეებით და სუსტდება მჟავეებით.
  ძველ დროში უკვე ცნობილი იყო კოსმეტიკური რძის რეცეპტი. 2%-იანი იის წყალხსნარი მწარე ნუშის ზეთით. ამიტომაც ჯერ კიდევ ძველ დროში მწარე ნუშის არომატს იყენებდნენ ქალებისთვის. მათი სასქესო ორგანოების მიერ გამოყოფილი უსიამოვნო სუნები ნეიტრალიზაციისთვის.

  ძველ რომში სანამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ეთერზეთების გამოყოფა მცენარეებიდან, შესაბამისი მდგომარეობის ქალი, მამაკაცთან შეხვედრამდე სამი - ოთხი საათით ადრე იღებდა ვარდის ფურცლების აბაზანებს. საერთოდ ვარდთან არის დაკავშირებული ბევრი ლეგენდები. აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოტანილი ვარდი ძველ საბერძნეთში ეძღვნებოდა სილამაზის ქალღმერთს აფროდიტას. ვარდის ფურცლებით ბერძნები ალამაზებდნენ საქორწინო წეს-ჩვეულებებს. დედოფალს ამსგავსებდნენ ვარდის ბუკეტს და მცენარეს აუცილებლად ასწრებდნენ ამ დღესასწაულებზე.
  კეთილ სურნელები როგორც მგრძნობიარობის საშუალებები, გამოიყენებოდა ძველი პროფესიის მატარებლების მიერ გარემებში ინტიმური შეხვედრების დროს. იმ პერიოდში თითქმის ყველა ქალმა იცოდა რომელი კეთილსურნელები გამოეყენებინა ამა, თუ იმ  სიტუაციების და მათ რიცხვში ორივე მხარის სქესობრივი გაძლიერებისათვის.

  გარდა პოტენციის ამაღლების, ეთერზეთები ცვლიან ენერგეტიკულ პოტენციალს, აღადგენენ დაზიანებულ აურას. ზემოქმედებენ ენდოკრინულ სისტემაზე, რის შედეგიც იძლევა პარტნიორთა ბუნებრივ ჰარმონიას და სქესობრივი აქტის მგძნობიარე აღქმას.
  ინტიმური სიტუაციისათვის რეკომენდირებულია ეგრეთწოდებული”მგრძნობიარე არომატული კომპოზიცია”. მის შემადგენლობაში შედიან ილანგ-ილანგის, კარდამონის, ფორთოხალის, ბერგამოტის, ნეროლის, ვარდის, ნემსიწვერას და მანდარინი ეთერზეთები.     

 ჯერ კიდევ ძველ დროში არსებობდა სპეციალური რეცეპტები ეთერზეთების მგრძნობიარე კომპოზიციების შესადგენათ. ეს კომპოზიციები, სინერგიზმის ხარჯზე  ზემოქმედებდნენ მაღალი ხარისხით ფიზიოლოგიურ,( პოტენციის ამაღლება, ეროგენური ზონების მგრძნობელობის სტიმულირება), ენერგეტიკულ (ეროტიკული პულსაცია, ინტუიცია, ბუნებრივობა), და ადამიანის სხვადასხვა ცენტრებზე. ვიდრე ცალკე აღებული თითოეული ეთერზეთი. ასეთ არომაზეთების ნაერთებს გააჩნიათ მძლავრი მიმზიდველი თვისებები და საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ ადამიანის მგრძნობელობის ორგანოებზე. ზოგირთი ეს კომპოზიციებია:

 აფროდიტას ნაყენი - მოიგონეს ძველ ინდოეთში მამაკათა მიზიდულობისთვის. ის თანაბრად გამოდგება როგორ ახალგაზრდა, ასევე შუახნის ქალებისთვის. 3 წვეთი ილანგ-ილანგის ზეთი ერევა 2 წვეთ სანდალთან. ემატება 3 წვეთი ვარდი ან ვარდის ხის ზეთი. შემდგომ 2  წვეთი მუსკატის ზეთი. (შეიძლება მუსკატის სალბი) ეს კომპოზიცია გამოიყენება აბაზანისთვის, ჰაერის არომატიზაციის ან შამპუნის მასაჟის მოსამზადებლად.

გამარჯვებულის ნაყენი -  ის გამოდგება მამაკაცებისათვის. ნაყენი ამაღლებს პოტენციას.  აძლიერებს ფსიქო - ეროტიკულ განწყობას. 3 წვეთი ილი, პლუს 2 წვეთი დარიჩინის, ირევა 3 წვეთ ბერგამოტში. გამოიყენება აბაზანისთვის, ეროტიკულ მასაჟისთვის, ჰაერის არომატიზაციისთვის. შამპუნის მოსამზადებლად.

კლეოპატრას ნაყენი - 4 წვეთი ნეროლი აურიეთ 3 წვეთ  სანდალთან და დაუმატეთ 2 წვეთი ბერგამოტი და ბაღის პიტნა. ეს კომპოზიცია აწყნარებს ნერვულ და ფსიქიკურ სისტემებს. აღაგზნებს რეცეპტორებში იმპულსებს რომლებიც უგზავნიან სიგნალებს თავის ტვინის ეროტო განმსაზღვრელ ზონებს. ცვლის ენერგეტიკულ პოტენციალებს.  კვებავს აურის დაზიანებულ მონაკვეთებს, ზემოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე და ამაღლებს პოტენციას.

  ეთერზეთების გარდა, ინტიმურ დანიშნულებით ფსიქო ეროტიკული განწყობების ასამაღლებლად, ფართოდ გამოიყენება სუნამოები და ოდეკალონები.

პარფიუმერიის რაციონალური გამოყენების არსი საწინააღმდეგო სქესის მიზიდვისათვის მდგომარეობს შემდეგში, მისი სურნელობა რაც შეიძლება უნდა დაახლოებული იყოს პარტნიორის სუნს. ანდა გაამძაფროს სურნელება რომელიც მიესადაგება სქესობრივ გრძნობების მთლიან ჰარმონიას. ადამიანი პაფიუმერიას იყენებდა უხსოვარი დროიდან. ეს იყო ნატურალური სურნელოვანი

 წყლები, ესენციები, ექსტრაქტები, სურნელოვანი ბალზამები. ძველ საბერძნეთში ფართოდ გამოიყენებოდა სუნამო, რომელსაც ამზადებდნენ ფისის, სპეციების, ბალზამის და ესენციებისგან. როდესაც ადამიანმა ისწავლა მცენარეებისაგან ეთერზეთების მიღება, ისინი აღმოჩნდენ შეუცვლელი კომპონენტები ძველ რეცეპტებში პარფიუმერიული ნაწარმის მომზადებისთვის. ყველა არსებული არომატები პარფიუმერიაში შესაძლებელია მიღებულ იქნას არომატული სუნებიდან, შესაბამისი პროპორციების შერჩევით.

  ბუნებაში ნათლად გამოყოფილია შვიდიანობის პრინციპი. სპექტრის შვიდი ფერი, შვიდი უბრალო ბგერა, სუნების შვიდი კომპონენტი. ეს არის საფუძველი გარემოს ჰარმონიული მშენებლობის, რომელშიც იმყოფება ადამიანი. გარემოს ჰარმონიაში უნდა ექცეოდეს არომატების ჰარმონიაც. თანამედროვე პარფიუმერული წარმოება ამ პოსტულატებს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ფრანგ პარფიუმერთა აზრით სუნამოს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი, ჰარმონიული და ამავე დროს განსაცვიფრებლად ახალი შეგრძნებები. ის უნდა იყოს ქორფა, მაგრამ არა მომაბეზრებელი და არა გადამეტებულად ტკბილი, სიღრმისეული, უმშვენიერესი, მიმზიდველი, გაფუფუნებული, მუქი ყავისფერი სიღრმით და ამასთანავე  ის არ უნდა იყოს გადატვირთული მედიდურობით და ჩრდილიც არ უნდა ჰქონდეს ვულგარულობის.

  თქვენი განწყობისთვის, ასაკისთვის, ცხოვრების სტილისთვის, კანის ფერისთვის, პარტნიორისთვის, აგრეთვე თქვენი გარემოსთვის, წელიწადის სეზონის და დღის განრიგისთვის უნდა გქონდეთ ამორჩეული თქვენი უნიკალური არომატი რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას ჰარმონიულად იცხოვროდ გარე სამყაროსთან. მოსწონდეთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც. 

  არა სწორედ შერჩეული არომატი და პარფიუმერიის არა სწორი გამოყენება გაგიფუჭებთ განწყობას, თქვენც და თქვენს გარშემო მყოფთაც. ისე რომ, თქვენ ამის შესახებ სავსებით შესაძლებელია ვერც კი მიხვდეთ. ამიტომაც ინდივიდუალური არომატის შერჩევა - ეს მეტად  ფაქიზი საქმეა და მასთან აუცილებელია სერიოზული მიდგომა. თითოეული ქალის და მამაკაცის არომატი უნდა იყოს დაკავშირებული მათ პიროვნებასთან, მან უნდა შექმნას რომელიმის არ ყოფნის დროს სასიამოვნო მოგონებები და მხოლოდ ერთმა განუმეორებელმა საყვარელმა არომატმა უნდა წარმოგიქმნათ ნათელი, განუმეორებელი მომენტები ურთიერთობის. რადგან ჩვენს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი გარკვეული სურნელება არის განსაკუთრებული კოდი, რომელსაც შეუძლია გამოიძახოს მოგონებათა მთლიანი სურათი ადამიანის ცხოვრებიდან.  

   თუ ფიტოთერაპია იყენებს ძირითადად მცენარეთა ფიზიკური საფუძვლების არს -  არომათერაპია, არის ფიზიკური, სულიერი, ენერგეტიკული, მცენარეთა ასტრალური და სულიერი სხეული. უშუალოდ დაკავშირებული ფიტოცინდებთან და ეთერზეთებთან. ეთერზეთები - ეს არის მცენარეთა სული. ეთერზეთებს აქვთ უმაღლესი ენერგეტიკული ვიბრაციები, ხოლო ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს ურთულეს წყაროს და ტალღების მიმღებს - ვიბრაციებს - მისი მხედველობის, სმენის, მეტყველების, ყნოსვის, და გემოვნების თვალსაზრისით.

  ამიტომაც ეთერზეთები უშუალოდ მონაწილეობენ ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებში და მათ შორის სასქესო სისტემებშიც. ვინაიდან მათ იღებს ნერვული სისტემა, ამუშავებს ტვინი და გარდაქმის ორგანიზმის

Protected by Copyscape Web Copyright Protection

საიტიდან მასლების კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან თანხმობის გარეშე