სუნთქვა ფერთა წარმოსახვით

ადამიანის სხეულში შესუნთქული ჰაერი გარდაიქმნება ენერგიად. რომლის ძალა და სიხშირე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ადამიანის ფიქრებზე. სხვადასხვა ფერთა სუნთქვა ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობის მრავალ კომპონენტზე. დაოსურ ტექსტებში ხშირად მოიხსენება ფერადი სუნთქვა. მაგრამ ამა, თუ იმ მიზეზების გამო მისი კონკრეტული აღწერა ფაქტიურად არსად მოიპოვება. ამიტომაც ექსპერიმენტალური გზით მოგვიწია გვეპოვნა ურთიერთკავშირები.

   ადამიანთა უმრავლესობა სუნთქავენ ისე, რომ არ უფიქრდებიან ამ ფიზიოლოგიურ პროცესს. მაგრამ ვისაც აინტერესებს მედიტაციის პრაქტიკული დაუფლება უნდა იცოდეს რომ, მისი შესწავლა იწყება უშუალოდ სუნთქვის დახვეწიდან. მედიტაციისას სუნთქვა შეიძლება იყოს ფერადიც.  უნდა ისუნთქოთ არა უბრალო ჰაერით არამედ ფერადი ჰაერით. ეს უფრო საინტერესოა და სასარგებლო.

 საიდან მიიღება ფერადი ჰაერი ?

აღმოსავლეთ მოძღვრებებში სიცოცხლის ენერგიას სხვანაირად უწოდებენ ენერგია ”ცი”-ს. რომელიც აკეთებს იმას, რასაც მას უკარნახებს გონება. ენერგია ”ცი” იღებს ნებისმიერ ფორმას და ფერს. ამიტომაც გონებას შეუძლია შექმნას და მისცეს ენერგია ”ცი-ს”  ნებისმიერი ფერი. ამის საბაზო ტექნიკა საკმაოდ ადვილია.

თეორიიდან - პრაქტიკისკენ

შეეცადეთ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი სფეროს შიგნით, რომელიც შევსებულია გარკვეული ფერის ჰაერით. მედიტაციის დაუფლებისას წარმოსახვაში ნელნელა აღიქვით ეს და ისუნთქეთ ამით. ფერადი სუნთქვისას ფერები უნდა იყოს ნატურალური, არსებული ბუნებაში. მიუღებელია გონებაში წარმოსახვისას გონება გადაღალოთ ხელოვნური ფერებით. ფერად სუნთქვას შეუძლია შეავსოს სხეული თხემიდან ფეხის წვერებამდე. ანდა ფილტვებიდან პერიფერიამდე. ასევე სხეულის ცალკეული ნაწილები. მაგალითად მარტო თავი. ფერადი სუნთქვის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუსტად წარმოიდგინოთ, თუ როგორ ისრუტავთ ნესტოებით ფერად ჰაერის ნაკადს და როგორ იღვრება ის მთლიანად თქვენ სხეულში. ხოლო ამოსუთქვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფერს ჩაისუნთქამთ.ამისათვის დაჯექით მოხერხებულად ისე რომ, ხერხემალი იყოს გასწორებული. ენის წვერი მიაბჯინეთ ზედა კბილებს უკან, სასაზე. ნელ-ნელა  ჩაისუნთქეთ ცხვირით. გონებაში დათვალეთ ხუთამდე. ჩასუნთქვის შემდგომ შეაჩერეთ სუნთქვა ათ თვლამდე. შემდგომ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ პირით თხუთმეტ თვლამდე. ახლა როდესაც თქვენ სუნთქავთ ამ მეთოდით წარმოიდგინეთ და იგრძენით რომ, ჰაერს რომელიც ჩაისუნთქეთ აქვს გარკვეული ფერი. წარმოიდგინეთ და შეიგრძნეთ რომ, ეს ფერადი ჰაერი ნელნელა ავსებს თქვენს სხეულს,მოყავს ის წონასწორობაში და მკურნავს იმ მდგომარეობას რომელიც თქვენ გინდათ გამოასწოროთ. (თავდაპირველად, თუ გიძნელდებათ წარმოსახვითი კონცენტრაცია, მოიხმარეთ თქვენი მხედველობითი მეხსიერება. ამისთვის მხედველობის არეში განათავსეთ თქვენს მიერ ამორჩეული ფერის საგანი და მოახდინეთ მასზე მხედველობისკონცენტრაცია). სუნთქვა შეიძლება შეუთავსოთ არომათერაპიას. ამისთვის საჭიროა ამოირჩიოთ ისეთი ეთერზეთი, რომელიც თქვენში გამოიწვევს ნაზ სასიამოვნო სურნელოვან შეგრძნებას. ანდა მოწყვიტოთ ყვავილი, უყურეთ მას და ჩაისუნთქეთ მისი არომატი. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული იმ ფერში, შეისუნთქეთ კრისტალურად სუფთა თეთრი ფერი. ასევე შეგიძლიათ უბრალოდ შეისუნთქოთ ცისარტყელას შვიდი ფერი რომ, დააბალანსოდ თქვენი სისტემა.

  გამჭვირვალე სუნთქვა - ეს არის თითქმის  გამჭვირვალე ფერი. რომელსაც გადაკრავს ოდნავ  მოთეთრო რძისფერი. ფერი რომლითაც ყველზე კარგია  შინაგანი ორგანოების დანახვა. ამ ფერით სხეულის  შინაგანი ნაწილები რეალურად კარგად ჩანს.

 

1. შავი ფერის სუნთქვა - ეს არის მუქი მურა ფერი. რომელიც აუცილებელია უცხო ორგანიზმების მოსაშორებლად (პარაზიტი მიკროორგანიზმები) შავი და უვარგისი უნდა გაანადგუროთ შავი ფერით. სწორედ ეს ფუნქცია ენიჭება ასეთი ფერით სუნქვას.წარმოსახვაში წარმოიდგინეთ, თუ როგორ ანადგურებს შავი მძლავრი ჰაერის ნაკადები ყველა თქვენ სხეულის შიგნით მყოფ პარაზიტებს. ხოლო ამოსუთქვა ამ ჭუჭყიან შავ-ყავისფერ ნაკადების უნდა მოახდინოთ დახურული ტუჩებს შორის დარჩენილი მცირე ნაპრალებით. ასეთი ტიპის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გააკეთედ არა უმეტეს ათჯერ.  რის შემდგომ აუცილებელია გადახვიდეთ თეთრი სუნთქვაზე, რომელიც გააასუფთავებს ფილტვებს. შავი სუნთქვის შემდგომ გაიწმინდება ყველა ორგანოები. შესაძლებელია გამოჩნდეს ზოგიერთი მურის ნაწილაკები თეთრად. ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა შენარევები: ჭუჭყიანი ყვითელი, ყავისფერი, ან ლურჯი ფერიც. დასაშვებია წარმოიშვას უსიამოვნო გემოც. ეს უნდა გააკეთოდ მანამდე სანამ ამოსუნთქული ჰაერი არ გახდება თეთრი როგორც ჩასუნთქული;

2. ნაცრისფერი სუნთქვა - გახშირებული ნისლის ან ბალახის კვამლის ფერი - სუნთქვა მიემართება მხოლოდ თავისკენ. ეს ფერი მედიტაციის ან ძილის წინ კარგია ფიქრების დამამშვიდებლად. ხელს უწყობს ზედა ჩაკრების ჰიპერაქტიურობის შემცირებას;

3. ოქროსფერის სუნთქვა - დილის მზის ნათელი სინათლის ფერი - გმუხტავთ ენერგიით, ოპტიმიზმით და გასუფთავებთ ნეგატიური ფიქრებისგან;

4. წითელი ფერის სუნთქვა - შეიძლება იყოს ბევრი ელფერით - ათბობს, ააქტიურებს სიცოცხლის ძალებს, გაძლევთ თავდაჯერებას. სწორეთ წითელი სუნთქვით ატარებენ მთელ ღამეს შიშველ ტანზე მხოლოდ ტიბეტური რესპით (ბამბის სამოსელი) ყინვაში ამ სისტემის მომხრე ტიბეტელი ბერები. რასაც უწოდებენ ტუმოს ტექნიკას;

5. ალისფერი სუნთქვა - ეხმარება დეზინტოქსიკაციის დროს. ხელ უშლის აკვიატებულ აზრებს და ნეგატიურ გრძნობებს;

6. ვარდისფერი სუნთქვა - დადებითად მოქმედებს კანის პრობლემების და ქოშინის დროს. ამსუბუქებს მარტოობას;

7. ნარინჯისფერი სუნთქვა - აწონასწორებს ემოციებს. უმსუბუქებს სუნთქვას. აფხიზლებს შემოქმედებას. თუ ამ ფერს ოდნავ ატმის ელფერი გადაკრავს ის კარგად მოქმედებს კუნთებზე.

8. ყვითელი სუნთქვა - აადვილებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ცოდნის კარგად ათვისებას. ყვითელს თუ, ოდნავ ოქროსფერი ელფერი გააჩნია, იწყებს დადებით ზემოქმედებას ავადმყოფური მდგომარეობიდან ორგანიზმის გამოჯანსაღებაზე. განსაკუთრებით პოზიტიურ ეფექტს ავლენს როდესაც პიროვნებას გააჩნია თავის პრობლემები. ააქტიურებს და გამოყავს დისბალანსიდან ქვემო 3, 2 და 1 ჩაკრები;

9. მწვანე სუნთქვა - ახალ აღმოცენებული მცენარეების სხვადასხვა ელფერით - გავსებთ ენერგიით, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, რეგენერაციას, ამაღლებს სექსუალურ პოტენციალს. ამსუბუქებსნერვოზულმდგომარეობას. სასარგებლოამხედველობისგაუმჯობესებისათვის.

10. ფირუზისფერი სუნთქვა - ზღვის ტალღის ფერი - (მწვანე ცისფერში)  - გაძლევთ სიხარულს, აქტიურობას, ხსნის აპატიას და დეპრესიას. გაგრილებთ სიცხისას. სასარგებლოარესპირატორულიდაავადებების დაარტრიტისშემთხვევებში.

11. ფოლადის ფერი ცისფერი ელფერით - ასუფთავებს ტვინს და მიუღებელი უცხო აზრებისგან.ხელს უწყობს გამჭრიახობას. შეიძლება გამოიყენოთ იოგას ”კაპალაბახტის”(ვერცხლი თავი) ვარჯიშისას.

12. ცისფერი სუნთქვა - აწყნარებს. აფხიზლებს შემოქმედებით ტალანტს. ამსუბუქებს სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სასარგებლოა ბავშვებისათვის. ხელს უწყობს ხორხის ჩაკრის ფუნქციონირებას.

13. ლურჯი ფერის სუნთქვა - ხელს უწყობს ინტუიციის განვითარებას. აჩქარებს ქირურგიული ოპერაციების შემდგომ ჭრილობათა შეხორცებას და რეაბილიტაცის. ლურჯი ფერი მომწვანო ელფერით სუნთქვა დადებითად მოქმედებს ძვლებზე. ააქტივეს მე-6 ჩაკრას.

14. იისფერი სუნთქვა - დადებითად მოქმედებს ადამიანის ჩონჩხზე წარმოშობილ პრობლემებისას. გააჩნია გამასუფთავებელი უნარი. ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდაში. აფხიზლებს სულიერ განწყობას.

15. ინდიგო ფერის სუნთქვა - გეხმარებათ განეწყოთ ღრმა მედიტაციისათვის. უნვითარებს ტრადესცენტულობის უნარებს. ხელს უწყობს მე-7 ჩაკრის გააქტიურებას. 

 ფერად სუნთქვაში მთავარია - მუდმივი პრაქტიკა და თვით ჰაერის სისუფთავე. მიუღებელია ფერადი სუნთქვა ქუჩაში ანდა ტრანსპორტში. თუ მას გააკეთებთ სახლში, ჯერ გაასუფთავეთ ბინაში ჰაერი, მაგრამ ორპირი ქარი არ უნდა იყოს. ჰაერის ტემპერატურა მიზანშეწონილია იყოს მუდმივად მდგრადი და ოპტიმალური.

საიტიდან კოპირება აკრძალულია. საავტორო უფლებებს იცავს კანონი.