როგორ დავინახოთ აურა ნაწ.1

ჩვენი თვალები
ადამიანი ჩვეულებრივი მხედველობის დროს აღიქვამს ელექტრომაგნიტური სპექტრის ძალიან მცირე დიაპაზონს 0,3 დან - 0,7 მიკრომეტრამდე (400nm- 700nm)

ელექტრომაგნიტური დიაპაზონის ზემოთ გამოყოფილ ჯამურ სიხშირეს ადამიანის თვალი აღიქვამს როგორც სინათლეს.ფერები აღქმული ჩვენი თვალით არის მხოლოდ მთელი სპექტრის ძალიან პატარა მონაკვეთი. როგორ დავინახოთ აურა    

აურალური მხედველობის განვითარება - იმისთვის, რომ განავითაროთ აურალური მხედველობა, აუცილებელია:
1.გავაძლიეროთ ჩვენი თვალის მგრძნობიარობა; 2.გავაფართოოდ ვიბრაციის მგრძნობელობა სინათლის ხილული დიაპაზონის ფარგლებს გარეთ. 3.გამოვიყენოთ და გავავარჯიშოდ ჩვენი მხედველობის პერიფერიული სისტემა  (გვერდითი მხედველობა)  4.გავაძლიეროდ მხედველობის ამტანობა; 5.გავადიდოთ ტვინის მიმღებლობის ვიზუალური დამუშავება. ანუ გავაძლიეროთ კავშირი თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის.
 მხედველობის პერიფერიული სისტემა (გვერდითი მხედველობა) ჩვენი თვალის ბადურა (თვალის ფოკალური სიბრტყე) რომელსაც გააჩნია ფოტომგრძნობიარე შრეები, პერიფერიულ ნაწილებში შედარებით ნაკლებად დაზიანებულია, ვიდრე ბადის ცენტრალური ნაწილში. ბადურის ცენტალური ნაწილი მრავალი წლის განმავლობაში მუდმივად გამოიყენება და იცვითება, ხელოვნური სინათლის, ტელევიზორის, კომპიუტერის დაა.შ. მოხმარებისას. პატარა ბავშვებისათვის უყურონ თავიანთ აურას უფრო ადვილია, ვინაიდან მათი მხედველობის ცენტრალური ნაწილი ნაკლებად დაზიანებულია. როდესაც ისინი აღწევენ სკოლის ასაკს მათ ასწავლიან გამოიყენონ მხედველობის სისტემა გარკვეულ მიმართულებით, რაც დროთა განმავლობაში აკარგვინებს მათ ბუნებრივად აურის ნახვის უნარს.

მხედველობის ექსპოზიციის გაძლიერება  -  მუქ ფონზე ფოტოსურათის გადაღების დროს ახანგძლივებენ დროის ექსპოზიციის ინტერვალს. ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ მხედველობის გაძლიერების დროსაც. მოვახდინოთ რა, კონცენტაცია ერთი და იმავე წერტილზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში (30-60 წმ). როდესაც ჩვენი თვალები, ან სცენა ჩვენი თვალების წინ  მოძრაობს, გამოსახულება თვალის საშუალებით საშუალდება (მაგალითად  კინოფირის 25 კადრი გვეჩვენება ერთ სწრაფ მოძრაობად). როდესაც ჩვენ ვახდენთ კონცეტრაციას  ერთ და იმავე წერტილზე, ჩვენ ვამაღლებთ ჩვენს აღქმას, ვინაიდან თვალში ვატარებთ უფრო მეტ სინათლეს და ვაგროვებთ მისგან გამოწვეულ უფრო მეტ ეფექტს. ჩვენი თვალის ფოტომგრძნობიარე უჯრედები,როგორც ვიბრაციული მთვლელები მუშაობენ 3-მეტრიანი რადიომიმღების მსგავსად, რომლებიც  დარეგულირებულია 3 ფერზე.( წითელი, მწვანე, ლურჯი). როდესაც სურვილი გაქვთ მიაღწიოთ აღგზნების მცირე ძალის გამოიყენებით მაღალ ვიბრაციების, რხევების აღქმას, ერთი და იმავე  წერტილზე მხედველობის კონცეტრაციით მისი მიღწევა რეალურია. ხოლო ძალიან მცირე აღზნება გაძლევთ შესაძლებლობას გააჯეროთ მგრძნობიარე უჯრედში ერთი დიდი ვიბრაციის წარმოსახვა, რომელსაც უმალვე აღიქვამს თქვენი თავი ტვინი.

აურის ნახვა

ეს ვარჯიში გათვალისწინებულია აურის ნახვის დამწყებ ადამიანებზე. იმისთვის რომ ენდოთ იმას, რასაც დაინახავთ მთავარია თუ როგორ განეწყობით ამ სანახაობის სანახავად.

1. განათავსეთ საკვლევი ობიექტი (ადამიანი) თეთრი ფონის წინ, რბილი განათებით. ფერად ფონმა შესაძლებელია თქვენს წარმოსახვაში შეცვალოს აურის ფერი. ანუ ფერად ფონის შემთხვევაში მოგიწევთ კიდევ დამატებით ცოდნის შეძენის აუცილებლობა. თუ როგორ განასხვაოთ და გააერთიანოთ წარმოშობილი ფერთა პალიტრა. ასევე პრაქტიკის უქონლობის შემთხვევაში  აურისა და ფონის ფერთა ზოგიერთმა კომბინაციამ  შეიძლება მოქცეთ შედეგების არა სწორი ინტერპრეტაცია.

2. აირჩიეთ ის წერტილი რომელზეც თქვენ უნდა გააქტიუროდ მზერა. ამისთვის საუკეთესოა შუბლის შუა მონაკვეთი. ეგრეთ წოდებული მესამე თვალის (აჯნა) განთავსების ზონა. ინდოეთის ზოგიერთ კულტურებში წარბებს შუა ადგილზე ადებენ ნიშანს. ასეთ ნიშანს ძველ ინდოეთში უკავშირებდნენ მოწვევას აურის სანახავად.

3. უყურედ ამ წერტილს 30- 60 წამი ან ცოტა მეტი.

4. 30-40  წამის შემდეგ მოახდინეთ გარემოს ანალიზირება თქვენი გვერდითი მხედველობით, ისე რომ მზერა არ მოხსნათ არჩეული ადგილიდან. მთავარია, რომ გააგრძელოთ თქვენი მხედველობის კონცეტრაცია. შეეცადეთ რომ არ იყუროთ გარშემო. თქვენ უნდა დაინახოთ რომ, ადამიანის კონტურის ფონი უფრო ნათელია და განსხვავებული, ვიდრე მის გარშემო  ფონი. ეს -  აურის გამოსახულების თქვენისეული ინდივიდუალური აღქმაა. რაც უფრო კონცეტრირდებით მით უფრო კარგად დაინახავთ ამ მოვლენას. გახსოვდეთ რომ,  ერთ წერტილზე კონცეტრაცია აგროვებს და ზრდის თქვენ მგრძნობიარობას.

აურის სურათის (გამოსახულების) დაფიქსირება

  თქვენი საკმაოდ დიდი ხნის კონცეტრაციის შემდგომ იმისთვის რომ დაინახოთ აურა, დახუჭეთ თვალები. პირველი 1-2 წამის განვალობაში თქვენ დაინახავთ მხოლოდ აურას. იყავით  მზად, თქვენ მხოლოდ 1-2 წამი გაქვთ დრო, ვინაიდან შემდგომ პერიოდში თქვენი ფოტო მგრძნობიარე უჯრედები შეწყვეტენ ვიბრირებას და გადასცემენ ვიზუალურ გამოსახულებას თავის ტვინს. თუ ეს მომენტი გაუშვით, მაშინ ხელახლა მოგიწევთ კონცეტრაციის დაწყება. ვარჯიშის დროს აუცილებლივ განსაზღვრეთ, თუ რამდენად სწრაფად ან ნელა  უნდა დახუჭოთ თვალები.   

  ადამიანების აურაზე დაკვირვება

  სხვა ადამიანზე დაკვირვების დროს ყველაზე უკეთესი ვარიანტია, დაკვირვება აწარმოოთ წარბშუა ზონაზე,  (ჩაკრა მესამე თვალი. - აჯნა). რომელიც განთავსებულია 1,5 სმ-ით, თვალებს შუა მონაკვეთის მაღლა. ზემოთ მოხსენებული კონცეტრაციის ტექნიკის გამოყენებით. არ მოსტყორცნოთ მზერა დაახლოებით 30-60 წმ. შესაძლებელია აგრეთვე დაკვირვება აწარმოოთ ხორხის ან გულის ჩაკრის განთავსების მონაკვეთზეც. შედეგი თითქმის ანალოგიურია. მაგრამ თუ, თქვენ კონცენტრირებას ახდენთ უცხო ადამიანის გულ-მკერდის არეზე ეს ისე უცნაურად ჩანს, რომ ადამიანი იწყებს ნერვიულობას. როდესაც მზერა ფოკუსირებულია პიროვნების მესამე თვალის ჩაკრაზე, თქვენ ფაქტიურად გაქვთ შესაძლებლობა გაუბათ მას საუბარიც. აქვე აუცილებელია, რომ ეს დაკვირვება ხდებოდეს რბილად განათებულ ფონზე. მიზან შეწონილია რომ ფონი იყოს ჩრდილების გარეშე. გარკვეული პრაქტიკის შემდგომ თქვენთვის მისაღები იქნება ნებისმიერი ერთფეროვნად განათებული ფონიც. (მაგალითად ცისფერი ცა).  

როგორ დაინახოთ თქვენი საკუთარი აურა

 დადექით დიდი სარკის წინ დაახლოებით 1,5 მეტრის მანძილზე. პირველ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტია, რომ თქვენს უკან იყოს თეთრი ერთგვაროვანი ფონი, ჩრდილების გარეშე. განათება უნდა იყოს ძალიან რბილი, მიზან მიმართული და არა კაშკაშა. იმოქმედეთ ზემოთ მოცემული ინსტრუქციებით. ყოველ დღიური 10-15 წუთიანი პრაქტიკა ზრდის თქვენს მგრძნობელობას და ანვითარებს აურის ნახვის უნარიანობას. შეისისხლხორცეთ ეს პრაქტიკული ჩვევა,რომ თქვენში გაანვითაროთ ეს უნარი.

აურული ხედვა და  ”ეიდეტური ხატი”

     ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვა საკუთარ  თავთან  -  ჩემი თვალები მატყუებენ  მე.

პასუხი - არა. თქვენ ამ წუთში ისწავლეთ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ თქვენ თვალებს აქვთ უნარი განავითარონ სინათლის მრიცხველები (წითელი, მწვანე, ლურჯი). ანუ ვიბრაციის მრიცხველები. რომლებიც არიან არასწორხაზოვანი და გააჩნიათ მეხსიერება. ხოლო მეხსიერების შემდეგი მოქმედება - მრიცხველთა რხევებია. ვიზუალური აღგზნების შეწყვეტის რამოდენიმე წამის შემდგომ.

  ეს ვიზუალური აღზნების  მეხსიერება ხშირად იგივდება როგორც ეიდეტური ხატი.

  *.ეიდეტური ხატი - ( AfterImage )  მხედველობითი წარმოსახულობის ნაშთური მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება რაიმე ობიექტის მკაცრად ფიქსირებული მზერის შემდგომ.  ჩვეულებრივად ეიდეტური  ხატი არექცევა მზერის ყურადღების ცენტრში,  მისი სისუსტის და თვალის საკადიკური მოძრაობით მისი წაშლის გამო.  გამონაკლის წარმოადგენს ძალიან კაშკაშა ობიექტები მზე, ცეცხლის ალი, ელვა და ა.შ.რომლებიც  იწვევენ შედარებით  მდგრად და ძლიერ ეიდეტურ ხატს.

  სურათზე წარმოდგენილია ამ მოვლენის მაგალითი. დააკვირდით პირველ სურათს კონცენტრირებული მზერით 45 წამი ერთ წერტილში. შემდეგ გადაიტანეთ თქვენი მზერა მეორე სურათზე. თქვენ კარგად დაინახავთ აშშ-ს დროშას.

 ეიდეტურ ხატს გააჩნიათ იგივე ფორმა როგორიც დაკვირვების ობიექტებს. ეიდეტური ხატი შემოფარგლული აურით, ეს უკვე ბევრია ვიდრე უბრალო გამოსახულება. ხოლო ასეთი გამოსახულება პრაქტიკულად წარმოადგენს აურის ”სურათს”. ამიტომაც აუცილებელია გაამახვილოთ ყურადღება ერთ წერტილში (ერთ ლაქაზე) როდესაც აკვირდებით აურას, უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა ცდუნებას, არ შეცვალოთ კონცეტრაციის წერტილი. წინააღმდეგ შემთხვევაში აურის გამოსახულება შეიძლება აგერიოთ ობიექტის ეიდეტურ ხატში.

სავარჯიშო  კონცენტაციისათვის 1.განათავსედ ეს გამოსახულება დაახლოებით 1 მეტრზედ თქვენგან. უყურეთ ზუსტად შავ წერტილს 30 - 35 წამის განმავლობაში. პარალელურად მოიცავით თქვენი გვერდითი მხედველობით ორივე ფერადი წრე. გაუწიეთ წინააღმდეგობა ცდუნებას უყუროდ კიდევ რამეს, გარდა შავი წერტილისა. მიაქციეთ ყურადღება-რომ, ფერადი სეგმენტები გეჩვენებათ მომრგვალებული”აურით” ან რაღაც სხვა ფერით. [ახსნა] - როდესაც ბადურის პერიფერიული სენსორები სტიმულირდებიან, გარკვეული დროის განმავლობაში  ხედავთ ფერად გამოსახულებებს. რაც  ჩვეულებრივ მხედველობისას ნაკლებად შესაძლებელია. 
   

  რაც უფრო მეტად ახდენთ მხედველობის კონცეტრაციას მით უფრო კაშკაშა ხდება ამ წრეების გარშემო" აურა". ვინაიდან მხედველობის შეგრძნება უფრო იზრდება. გუშინ თქვენ შეგეძლოთ გეყურად ამ სურათისთვის და არ გენახათ რაღაც პრინციპულად ახალი. ხოლო როდესაც ახდენთ კონცეტრაციას ერთ წერტილზე, თქვენ იძენთ  მხედველობის ახალ გასაღებს. მანამ თქვენ ნახავთ ნამდვილ აურას, ეს ვარჯიში დაგეხმარებათ განავითაროდ თქვენი პერიფერიული მხედველობითი უნარები,  რეალობის სხვა გვარ აღქმისთვის.

სავარჯიშო კონცენტაციისათვის  2

ს ვარჯიში გაძლევთ შესაძლებლობას მოახდინოთ თქვენი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს სინქრონიზაცია. ისე, რომ მან გამოიმუშაოს ” სიმძლავრის” იმდენი  რაოდენობა, რაც აუცილებელი იქნება თქვენი აურის დანახვისათვის.
 განათავსედ ეს გამოსახულება თქვენს პირდაპირ, დაახლოებით 1 მეტრის მანძილზედ. გაწიეთ ხელი წინ  ისე რომ, ერთ-ერთი თქვენი თითის ბოლო წერტილი ჩაჯდეს ამ ორი წრის შუაში.  დააფოკუსირეთ თქვენი მზერა ამ თითის წვერზე. არ დააფოკუსიროთ  მზერა ამ  წრეებზე. თქვენ უნდა დაინახოთ 4 წრე. ამის შემდგომ შეეცადეთ შეათავსოდ ორი ცენტრალური წრე რომ, დაინახოთ ერთი თეთრი წრე შუაში ჯვრით. დაკვირვება  ჯვარზედ - მანიშნებელია იმის რომ, თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო ( დაკავშირებული მარჯვენა თვალთან) კავშირდება მარჯვენა ნახევარსფეროსთან. (რომელიც დაკავშირებულია მარცხენა თვალთან). ეს ვარჯიში არის ფრიად სასარგებლო. 5 წუთი ასეთი ყურება აორმაგებს აურის ელექტრო-ფოტონურ ზომას. რაც დარეგისტრირებულია ბიოელექტროგრაფის საშუალებით.
  პირველ პერიოდში ჯვარი იწყებს გადანაცვლებას და მოგეჩვენებათ არამუდმივად. ამიტომ მანძილის დასდგენად თქვენი თვალიდან თქვენ თითამდე ატარეთ ექსპერიმენტები, რათა დაარეგულიროდ ჯვრის მდგომარეობა. თქვენ მიიღებთ საგრძნობ პროგრეს, თუ 3 - 5 წუთის განმავლობაში დააკვირდებით ამ ჯვრის გამოსახულებას. მიზანშეწონილია დაკვირვება აწარმოოთ თვალის დახამხამების გარეშე. ითვლება, რომ” მომხიბლავი ჭვრეტა” გრძელდება 45 წუთი. რომელიც რეალურად აუმჯობესებს თქვენ გონებრივ და აურულ უნარებს. ამ მეთოდის სპეციალისტი იძლევიან რეკომენდაციას, რომ ეს ვარჯიში დაიწყოთ 1 -2 წუთიდან და ნელ-ნელა მოუმატოთ სავარჯიშო დროის ხანგრძლივობა,  4-5 დღის შემდეგ.  

  დროთა განმავლობაში პრაქტიკის მოსვლასთან ერთად, ჩამოგიყალიბდებათ უნარი დაინახოთ ჯვრის გამოსახულება თითის დახმარების გარეშეც. ჯვრის ადვილად დანახვის შესწავლის შემდგომ, თქვენი გვერდითი მხედველობის მეშვეობით დაეუფლებით გაარჩიოთ ასეთი წრეების მსგავსი სხვა ფიგურებიც. აგრეთვე გაგეღვიძებათ ადამიანების მიერ უკვე ათას წლეულებით დავიწყებული აურის დანახვის უნარიც.
   როდესაც თქვენ შეგეძლებათ გაანალიზოთ გარშემო გარემოება, რომელსაც ხედავს თქვენი გვერდითი მხედველობა. იქნებით მზად  წაიკითხოთ და დაინახოთ აურა.

სავარჯიშო 3. უფრო  მაღალი  კონცენტრაციის დონეები 

 ჯვრის ერთ-ერთი დიამეტრი ჩვეულებრივად სტოვებს შთაბეჭდილებას რომ, ის ”უფრო წინ არის გამოწეული” ვიდრე მეორე. ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი თქვენი თავის ტვინის ნახევარსფერო დომინირებს მეორეზე. ზოგადად მამკაცთა სქესის წარმომადგენლები ხედავენ, რომ ჯვრის ჰორიზონტალური დიამეტრი უფრო მაღლაა. ( დომინირებს მარცხენა ნახევარსფერო). ხოლო ქალთა  უმრავლესობის წარმომადგენელთათვის ვერტიკალური დიამეტრი.(დომინირებს მარჯვენა ნახევარსფერო). შეეცადეთ რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება თქვენთვის დაინახოთ  ”დამალული’” წინ მდებარე დიამეტრი.
 კონცენტაციის დამაბოლოებელი დონე განსაზღვრავს ჯვრის ოთხივე მხარის თანაბარ ინტენსივობით დანახვას, რაც მანიშნებელია თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების ბალანსირების. ბევრი ადამიანები ამ სავარჯიშოების შემდგომ აღწევენ გასაოცარ შედეგებს. უპირველესად კონცენტრაცია მყარდება უფრო ღრმა. მეორე -   2- 3  წუთის შემდგომ ისინი ხედავენ ობიექტს იდეალურ თეთრ ფონზე, რომელიც შემდგომ გარდაიქმნება იისფრად ან ვარდისფრად. მათი მგრძნობიარობა და აღქმა საკმაოდ იზრდება.

 სურათი1 დააკვირდით გამოსახულ ჯვრის ცენტრს, ისე რომ, არ მოახდინოთ თქვენი ყურადღების კონცენტეცია მასზე. შეადარეთ თეთრი შავთან. დააკვირდით ! დაინახეთ თეთრი ნათება სამკუთხედების გარშემო ? სამკუთხედების კუთხეების გარშემო ნათება უნდა იყოს უფრო ინტენსიური ვიდრე სხვა მონაკვეთებში. ამ დროს თეთრი გარდაიქმნება ნაცრისფერში.ასე არ არის ?თუ,  ეს თქვენ დაინახეთ მაშინ წავედი წინ. ასევე მოვიქცეთ შავ ფონთან დაკავშირებით. სურათი 2 თუ, აქაც ნახეთ ასეთივე თეთრი ნათება, მაშინ თქვენ უკვე გაიარეთ პირველი ნაბიჯები, მხედველობის ამ უნარების განვითარებისათვის. ასე რომ  შეგეძლებათ ჩაატაროთ ცდები სხვა საგნებზეც.  გარკვეული ვარჯიშის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ განასხვაოთ ცისარტყელას ფერებიც. უფრო შავ ფონზე. ამ მეთოდიკის განმეორება მიზანშეწონილია ყოველდღე. 10-15 წუთით. ამ ვარჯიშის შედეგი დადგება ერთი კვირის შემდგომ. მაგრამ, თუ იგრძენით მხედველობის შესუსტება და ზოგადი ფიზიკური სისუსტე, საჭიროა ვარჯიშების დროებით შეწყვეტა ამ სიმპტომების გასვლამდე

 

Protected by Copyscape Web Copyright Protection