ემპათიური კრისტალები


              ძველ ინდურ, ტიბეტურ მედიცინას და მათ ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში მინერალებიდან გამოყოფენ სახეობებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად ზემოქმედებენ ადამიანის შინაგან სამყაროს და მის ფსიქიკაზე. მინერალთა ამ ჯგუფს პირობითად უწოდებენ  "ემპათიურ კრისტალებს”. მცნება ემპათიური ნიშნავს, ”უნარს" დააყენოს საკუთარი თავი სხვის (ადამიანი,საგანი) მაგიერ, ანუ სუბიექტურად შეაღწიოს სხვის სამყაროში და თანაუგრძნოს მას. ქვემოთ მოყვანილია ამ მინერალთა ჯგუფის გამორჩეული ზოგიერთი სახეობები, რომლებსაც გააჩნიათ ადამიანის ჯამრთელობას და ფსიქიკაზე ზემოქმედების გამორჩეული უნარები.

26.ვარდიფერი ბროლი 27.არაგონიტი 28.სელენიულ შემცველი კალციტი 29.სპილენძ შეცველი კალციტი 30.ცისფერი კალციტი 31.როდოქროზიტი
32.დოლომიტი  33.ქრიზობერილი 34.გალენიტ შემცველი როდონიტი 35.ვულფენიტი 36.ნარინჯისფერი კვარცი 37.მწვანე ფლუორიტი

26. ვარდისფერი ბროლი - ითვლება, რომ ვარდისფერ ბროლზე გასუფთავებული წყალი იძენს სამკურნალო და მასტიმულირებელ თვისებებს. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან უმრავლეს შემთხვევებში მინერალური წყაროების წყალი ბუნებრივ პირობებში გადის ამ მინერალის პლასტებში. ვარდისფერი ბროლის სხეულზე ტარების დროს სპეციალისტები ამტკიცებენ რომ, ის ამაგრებს მეხსიერებას, ანვითარებს წარმოსახვას. ხელს უწყობს აზროვნების გააქტიურებას და ხდის მის პატრონს ნათელს და გაცისკროვნებულს.
27.არაგონიტი - არაგონიტის თვისებაა ოჯახის წევრებზე დადებითი ზემოქმედება. ოჯახის დიასახლის ხდის მზრუნველს და მოსიყვარულეს. ხოლო ოჯახის უფროს სტუმართმოყვარეს. არაგონიტის კრისტალების ოჯახში ქონებისას ბავშვები ხდებიან ყურადღებიანი და დამჯერები. სამკურნალო თვისებები:ის აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციას და ქალთა გაციებას პარტნიორის მიმართ. არაგონიტის საწოლ ოთახში ქონების დროს, კურნავს უნაყოფობისგან. ხსნის სტრესებს და კურნავს ნერვიულ დაავადებებს.  
28.სელენიუმ შეცველი კალციტი - კალციტის კრისტალი არის ნათელი ენერგეტიკის წარმომადგენელი. ის ეხმარება პატრონს მედიტაციისას და ექსტრასენსორიკაზე მუშაობის დროს. საკურნალო თვისევბები: მოქმედებს ყველა შინაგან ორგანოებზე. განსაკუთრებით ღვიძლზე, ელენთას და თირკმელებზე. აგრეთვე მკურნავს გაციებისგან.
29.სპილენძ შეცველი კალციტი - ეს კალციტის კრისტალიც ანალოგიურად არის ნათელი ენერგეტიკის მატარებელი. მასში არსებული სპილენძის შენაერთი უწყობს ხელს მის პატრონს იყოს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამ ტიპის კრისტალის მატარებელის აურა დაცულია გარე სამყაროს უარყოფითი ენერგიების ზემოქმედებისაგან. რეკომენდირებულია მისგან დამზადებული სამკაული ატაროთ გულთან ახლოს, ვინაიდან ის იცავს ორგანიზმის ენერგეტიკას გარეგან ტექნო საშუალებათა გამოსხივებისგან. როგორიცაა: მობილური ტელეფონი და ანალოგიური აპარატები. სამკურნალო თვისებები: მის მოქმედება განსაკუთრებით ეფექტურია შინაგან ორგანოებზე, ღვიძლზე, ელენთას და თირკმელებზე. ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს საწყის სტადიაში, ორგანიზმში წარმოშობილ ანთებად პროცესებზე.
30.ცისფერი კალციტი - ცისფერი კალციტის კრისტალებს იყენებენ მედიტაციის დროს. ამ კრისტალის გამჭვირვალე ნიმუშები გამოიყენება ჩაკრების გახსნისას. უწედებენ მას ”სულიერების ვარსკლავს”. ეს კრისტალები ეხმარება პატრონს ნერვიული გადატვირთვის და სტრესის დროს. ითვლება რომ, კრისტალი ხელს უწყობს ეკონომიურ კეთილდღეობას.
31.როდოქტოზიტი - ამ მინერალს წარმოსახავენ როგორც, სიყვარულის და ცხოვრების ენერგიის მამოძრავებელ სტიმულატორს. ქვას,რომელიც ააქტიურებს ცოდნის წყურვილს. მისგან დამზადებული სამკაული მიმართულია საწინააღმდეგო სქესებს შორის წარმატების მომტანად. იხმარება აგრეთვე ხასიათის სპონტანური აფეთქების საწინააღმდეგოდ. ის ხელს უწყობს ადამიანებს შეიცნონ თავის შიდა სამყარო და ოჯახებში გააუმჯობესონ კეთილდრეობა. სახალხო მედიცინაში არსებობს აზრი, რომ ეს კრისტალები ასუფთავებენ სისხლს და გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები. აღმოსავლეთ მედიცინაში ამ მინერალით დამზადებულ ბურთულაკებს ხმარობენ ზოგად გამაჯანსაღებელ მასაჟის დროს. ზოგიერთი კოსმეტოლოგი იძლევა რეკომენდაციებს ამ მინერალის საშუალებით მოახდინონ სახის კანის მასაჟირება. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კაპილარებში და კანის ელასტიურობას. ლიტო თერაპევტები ურჩევენ დღეში რამოდენიმე წუთი უყურონ ამ კრისტალს ვინაიდან ის აწყნარებს მხედველობას. გამოიყენება თვალის დაავადებათა წინააღმდეგ პროფილაქტიკის მიზნით. როდოქროზიტი დადებითად მოქმედებს გულის ჩაკრაზე.
32.დოლომიტი - კრისტალი უშუალოდ მამაკაცებისათვის. ის გადასცემს პატრონს შინაგან ძალას. სულიერ სიმტკიცეს, სიძლიერეს, სიმამაცეს, ცხოვრებისეულ სიბრძნეს. კეთილშობილებას და გალანტურობას. მამაკაცი რომელიც ატარებს მუდმივად ამ კრისტალისგან დამზადებულ სამკაულს იძენს ჭეშმარიტ ჯენტლემენის თვისებებს. რაც მას უქადნის განუმეურეობას საწინააღმდეგო სქესთან. ოღონდ, მეოჯახე პიროვნებათათვის მუდმივად ამ კრისტალის ტარება არა რეკომენდირებულია. ვინაიდან ის გამუდმებით ხვდება საწინააღმდეგო სქესის თვალთახედვაში. სამკურნალო თვისებები: ლიტო თერაპევტები ამტკიცებენ, რომ დოლომიტი ახდენს მატონიზირებულ ეფექტს მთლიანად ორგანიზმზე. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე. აწყნარებს, აშორებს ფობიებს, მანიებს, უძილობას და უმიზეზო ნერვიულობას.
33.ქრიზობერილიინდოეთში ამ ქვას უწოდებენ ”ვაიდურიამს”. მათ სწამთ რომ ეს მინერალები ეხმარებიან მაგებს ფრინველების და ცხოველების ენის გაგებაში. ჩვეულებრივ ადამიანებისთვის ”ვაიდურიამს” მოაქვს გამჭრიახობა,სულიერი გაწონასწორება და განმკურნება. ითვლება რომ, ქრიზობერილი იცავს ადამიანებს უბედურებისაგან. ქალებს ეხმარება მოიპოვონ წარმატებანი საქმეებში. ხოლო მამაკაცებს კი გამარჯვებები ქალთა საზოგადოებაში. აღმოსავლეთ სწავლებებში  ნათქვამია, რომ ეს ქვა იცავს კეთრისგან, მუნისგან და აზღვევს პატრონს თრობისგან. ქრიზობერილს გააჩნია ძლიერი განმკურნების ძალა. ის ეხმარება სისხლის მიმოქცევის რეგულირებაში, ასუფთავებს სისხლს და ამაგრებს სისხლძარღვებს. ტიბეტურ და ინდურ მედიცინაში ქრიზობერილი გამოიყენებოდა სხვა დაავადებათა საწინააღმდეგოდაც. სიმტკიცე 8,5; სიმკვრივე 2,8.  ზემოქმედებს ჩაკრა - ანაჰატაზე. ენერგია პროექციული ”იანი”. 

34.გალენიტ შემცველი როდონიტი - ამ მინერალებს გააჩნიათ უნარი მიიზიდონ ყურადღება და წარმატება პატრონისკენ. ის მიესადაგება არტისტულ და შემოქმედებით პროფესიების მქონე ადამიანებს. გალენიტს უწოდებენ  ”ნათელი აზროვნების ”კრისტალს. ის ითხოვს მუდმივ ყურადღებას და ურთიერთობას პატრონისგან. როდონიტი გალენიტთან ტანდემში ახდენს მფლობელთან აზროვნულ ინფორმაციის გაცვლას. აძლევს პატრონს ძალას, რომელიც მას ხდის მიმზიდველს და ექსტრავაგანტურს.
35.ვულფენიტი - ვულფენიტს გააჩნია ”ინ” ენერგია. ის გამოყოფს ამ ენერგიას და ააქტიურებს მას. ვულფენიტი არის სასარგებლო მინერალი, ვინაიდან ხელს უწყობს მიიღოს საკუთარ თავზე თქვენს მაგიერ ცხოვრების არასასიამოვნო მხარეები. ის აზღვევს განწირულობის გრძნობებს, რომელიც იწყება ხოლმე ცხოვრების ნეგატიურ სიტუაციების ან ემოციებთან შეჯახების დროს. ის განსაკუთრებით მისაღებია გაუწონასწორებელ, მაგრამ დადებითად მიმართულ ადამიანებისათვის. რომლებიც ალამაზებენ რეალობას და არ სურთ შეიმჩნიონ ცხოვრების უარყოფითი მხარეები. რაც ხშირად აკარგვინებს მათ რეალობის შეგრძნებას.
36.ნარინჯისფერი კვარცი -ძველ დროს ადამიანებს სჯეროდათ, რომ ნარინჯისფერი კვარცისგან დედამიწაზედ ხვდებოდა ღვთაებრივი ცეცხლი. ამიტომ ამ მინერალისგან ამზადებდნენ სფეროებს და ლინზებს, რის საშუალებითაც ტაძრებში ქურუმები ანთებდნენ შესაწირებს. ქურუმები ამ მინერალის საშუალებით უწინასწარმეტყველებდნენ მომავალს. ითვლებოდა რომ, ყველა ბროლის სახეობა ეს არის პლანეტის ასტრალური კანი. ხოლო ეს კრისტალები არიან თავისებური ჩამწერი დანადგარები. რომლებიც ინახავენ სამყაროს ყველა შეტყობინებას.
37.მწვანე ფლუორიტი - სახალხო მედიცინაში გამოიყენება როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება. არსებობს აზრი რომ ეს კრისტალები მოქმედებენ დადებითად  გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და თავის ტვინზე. ეს მინერალი გამოიყენებოდა ეპილეფსიის და გაფანტული სკლეროზის დროს. ზოგიერთი ლიტო თერაპევტები ვარაუდობენ რომ, მწვანე ფლუორიტი ამსუბუქებს ადამიანთა მეტეო -დამოკიდებულებეს. ატონიზირებს ნერვულ სისტემას, ხსნის სტრესულ სიტუაციებისაგან ნეგატიურ ნაშთებს. ეხმარება უძილობის და ღამის კოშმარებისგან. მწვანე ფლუორიტი მოქმედებს ხორხის და მესამე თვალის ჩაკრებზე. (ვიშუდჰა, აჯნა).

ემპათიურ მინერალთა განასაკუთერებული წარმომადგენელი მთის ბროლი

  მთის ბროლის შემადგენლობა საკმაოდ მარტივია. ეს არის სილიციუმის ოქსიდი ფორმულით SiO2. მთის ბროლი არის განსაკუთრებული სისუფთავის გამჭვირვალე კვარცი. ამ მინერალს შენარევები აძლევენ სხვადასხვა შეფერადებლობას: ვარდისფერს, ოქროსფერს, იასამნის, შავს და ა.შ. საქართველოში მთის ბროლი არის ხდის ხეობაში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)  და შოდა-კედელას ქედზე (ონის მუნიციპალიტეტი).

მთის ბროლის სამკურნალო თვისებები:

 ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთები და მამაცი მეფეები სასმელებს სვამდე მხოლოდ მთის ბროლის ჭურჭლით. ითვლებოდა რომ, მთის ბროლი ასუფთავებს და სპობს დაავადებებს გადამდებს წყლისგან. თანამედროვე ენით მშვენიერი სადეზინფექციო საშუალებაა. დღეისათვის უკვე ცნობილია ამ გამოჯანმრთელების საიდუმლოება. აღმოჩნდა რომ, ბროლის კრისტალში სითხის გატარებისას ულტრიისფერი სხივები კლავენ ბაქტერიებს და რაც შესაბამისად ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმთელებას. რომაელები ბროლის ბურთების და ლინზების საშუალებით ახდენდნენ მზის სხივების კონცენტრაციას და ხმარობდნენ ჭრილობების მოსაწვავად. მთის ბროლის ფხვნილი გახსნილი ღვინოში ეხმარებოდათ დიზენტერიის წინააღმდეგ და უკლავდათ წყურვილს ციებ-ცხელების დროს. ჩინეთში მთის ბროლის ბურთებს იყენებენ მასაჟის დროს, ხოლო მის წვეტიან კრისტალებით (”ბანში”) ასტილმულირებენ ადამიანის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებს. მთის ბროლის კრისტალები ეხმარებიან ადამიანებს ზურგისა და თავის ტვინის მუშაობაში. განსაკუთრებით ჰიპოფიზს და ჰიპოთალამუს. ასევე, მთის ბროლი ეხმარება იშემიური დაავადების, ვენების ვარიკოზული გაფართოების და რესპირატორული დაავადებისას. ხელს უწყობს ორსულობის შემდგომ მკვებავ დედას რძის რაოდენობის მომატებაში. აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას. ახდენს სედატიურ და დამაწყნარებელ ეფექტს. ეხმარება ორგანიზმს ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მწვავე და ქრონიკულ დაავადებებისას. იცავს ბავშვებს ფილტვების დაავადებებისას. სამკურნალო მიზნებისათვის რეკომენდირებულია ის ატაროთ მძივების ან კულონის სახით ყელზე. კიდევ უკეთესია ატაროთ მისგან დამზადებული სფერო მამაკაცებმა მარჯვენა, ხოლო ქალებმა მარცხენა ჯიბეში. მთის ბროლი თავის უმთავრეს პოზიტიურ გამოვლინებას ახდენს თავის ტვინის ფუნქციონირებასა და მის მკვებავ სისხლძარღვებზე. მინერალი აქტიურად მოქმედებს ნეირო მედიატორების ნივთიერებათა ცვლაზე. აჩქარებს ქიმიურ რეაქციებს ნეირონებსა და მათ წამონაზრდებზე. მთის ბროლი არის კარგი რეზონატორი, რომელსაც გააჩნია პიეზო ელექტრული ეფექტი და ხელს უწყობს, არა მარტო ფიზიკურ დონეზე არამედ გარკვეულ პირობებისას დაიცვას თავი მომქმედი გარეგანი ელექტრო და მაგნიტური ველებისგან. რასაც მიყავს ორგანიზმი ქსოვილების და უჯრედების სამკურნალო რითმებში ჩაყენებით, კომპლექსურ რეზონანსულ გამოჯანმრთელებისკენ.  

მთის ბროლის მაგიური თვისებები :

 მთის ბროლი ეხმარება ადამიანს აზროვნების გახსნასა და კონცენტრაციაში. ხელს უწყობს ზუსტ აღქმას, აძლიერებს ინტუიციას. ითვლება რომ, მისი ენერგეტიკა ადვილად განეწყობა ადამიანის ვიბრაციის სიხშირეს. არეგულირებს და ასტაბილურებს მას. ტიბეტელი ლამები უწოდებენ ”ამ მინერალს ცოცხალს” ვინაიდან მისი ექვსი წახნაგი სიბოლიზირებს ადამიანის ექვს ჩაკრას რომლებიც ერთიანდება წვერზე მეშვიდე ჩაკრასთან და რომელიც მიმართულია მაღლა კოსმოსისკენ. ისინი მას იყენებდნენ და იყენებენ მესამე თვალის გასახსნელად. მთის ბროლის სფეროს არის ხშირი ატრიბუტი მაგების და წინასწარმეტყველების. ისინი ხედავენ პიროვნების მომავალს მთის ბროლის კარგად დამუშავებულ სფეროში. შემთხვევითი არ არის რომ მას ეძახიან წინასწარმეტყველთა ქვას. ითვლება რომ ბროლის სფეროს მოთავსება ძილის დროს ბალიშის ქვეშ ხელს უწყობს კოშმარების გარეშე სიზმრებს. კანის მდგომარეობაზე ზემოქმედების მიზნით მთის ბროლის სფეროს იცვამენ შუა თითზე ან იკიდებენ კულონის სახით კისერზე მესამე ნეკნის დონეზე. აუცილებელია რომ მას კონტაქტი ჰქონდეს შიშველ კანთან. მთის ბროლი ხელს უწყობს ყურადღების გამახვილებას, ფიქრების პროცესის გამძაფრებას, აზროვნების გაფართოებას, მეხსიერების განმტკიცებას და მეტყველების გაუმჯობესებას. ნუ შეეცდებით ატაროთ მუდმივად ეს ქვა. მასთან მუშაობა უკეთესია თქვენი ძნელი პერიოდების დროს. როდესაც არ გჭირდებათ ხანგრძლივი მეხსიერების კონცენტრაცია. 

 ფენ-შუის ხელოვნებაში მთის ბროლს აკუთნებენ უნიკალურ თვისებებს. მისი ეგრეწოდებული”ბუჩქის” განთავსება შენობაში რეკომენდირებულია ნებისმიერ სექტორში. მას გააჩნია უნარი დააგროვოს შენობაში არსებული ნეგატივი და ამით განტვირთოს იქ მყოფი ადამიანები. ქორწინების სექტორში (სამხრეთ-დასავლეთი) მთის ბროლის ბუჩქი ხელ უწყობს ინტუიციურ ურთიერთობებს. მისი განთავსება აგრეთვე რეკომენდირებულია ცოდნისა და ინტელექტის სექტორში ( ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი) და  კარიერის სექტორში - ჩრდილოეთი. ხოლო სახლში რომანტიკული გარემოს შექმნისთვის მისგან დამზადებული სფეროს მიზანშეწონილია განათავსოდ სამხრეთ-დასავლეთ სექტორში. უძველეს რწმენით მთის ბროლი ასუფთავებს სხეულს, ფიქრებს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოყოფას. თუ, მთის ბროლი არის ”დრუზზე” მაშინ ის თვით იმუხტება. ხოლო თუ ის არის დრუზის გარეშე ცალკეულ კრისტალებად აუცილებელია მისი დამუხტვა თვეში ერთხელ. ამისთვის მას ერთი დღით ათავსებენ მიწაში. მთის ბროლი ზემოქმედებს გვირგვინოვან ჩაკრაზე (მე-7 ჩაკრა) ასევე ხელს უწყობს ყველა ჩაკრის აქტივაციას და ადამიანის აურაში ბუნდოვან ფერთა გაწმენდას.

ემპათიური კრისტალები ადამიანის სამსახურში (ფენ-შუი)          (იხილეთ აქ) 

 

                                                                   

 

 თუ, დაინტერესდით თემით - მოგაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას  - დაგვიკავშირდით aurahelp@gmail.com

 

კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად აკრძალულია. საავტორო უფლებებს იცავს კანონი.

Protected by Copyscape Web Copyright Protection