აურა - სომა * განმკურნება ფერების საშუალებით

   ფერთა თერაპიის ერთ - ერთი ორიგინალური მიმდინარეობას წარმოადგენს ადამიანის მკურნალობა აურა-სომის საშუალებით. ეს სისტემა აერთიანებს ფერთა - არომა- და კრისტალო თერაპიას. მისი დამაარსებელი იყო ინგლისელი ფარმაცეპტი ვიკი უოლი. ამ მეთოდის სამუშაო ორგანოა, მინის ბოთლები (ეკვილიბრიუმი) რომლებშიც განთავსებულია სხვადასხვა ფერის დაბალანსებული ზეთები. ითვლება,რომ ისინი ჰარმონიზირებენ  ადამიანის გონებას, სხეულსა და სულიერებას. ეხმარებიან მას ორგანიზმის შიდა კონფლიქტების გადაწყვეტაში. რის შედეგად ადამიანი გადადის საკუთარი სიცოცხლის შეფასების ახალ ეტაპზე. ეკვილიბრიუმების შემადგენლობა შედგება 49 ბალახის, სხვადასხვა კრისტალების, გასუფთავებულ ზეითუნის ზეთის და სტრუქტურა შეცვლილი წყლისგან. სეანსის დროს ადამიანმა უნდა ამოირჩიოს სხვადასხვა შეფერილობის ოთხი ბოთლი. ითვლება, რომ ის ირჩევს ზუსტად იმ ფერებს რომლებიც გააჩნია მის აურას. შემდგომ სპეციალისტი ( ის უნდა იყოს ამ სფეროს სპეციალურად ნასწავლი კონსულტანტი)  ”შიფრავს” ანუ გარკვეული მოსაზრებით კორექტირებას უკეთებს პაციენტის მოთხოვნილებითა და სურვილით მიღებულ არჩევანს. რის შემდგომ პაციენტს მიაქვს შინ ეს ბოთლები  (ეკვილიბრიუმები).

  სახლის პირობებში ადამიანი რაც შეიძლება ხშირად უნდა აკვირდებოდეს (უმზერდეს)  ამ ბოთლებს და სპეციალისტის მითითებით ისმევდეს შესაბამისი დოზირებით ბოთლებში მოთავსებულ შიგთავს სხეულის იმ მონაკვეთებზე, სადაც განთავსებულია ეგრეთ წოდებულ ენერგეტიკულ ცენტრები [ჩაკრები], ეკვალაბრიუმის დაბალანსირებული ზეთი ხვდება კანიდან ენდოკრინულ ჯირკვლებში და ნაწილდება მთელ სხეულზე. ეკვალაბრიუმი იწყებს მუშაობას. გარკვეული პერიოდის შემდგომ ადამიანი ხდება უფრო გაწინასწორებული და წყნარი. ის გამოდის შიშისა და შეზღუდულობის მდგომარეობიდან.

ფერთა თერაპიას ძირითადად ექვემდებარება მხოლოდ ის დაავადებები, რომლებიც გამომდინარეობენ ადამიანის ფსიქიკიდან.

  მკურნალობა ფერით არის ეფექტური მხოლოდ ორ პირობის გათვალისწინებით. პირველი - სეანსი უნდა ტარდებოდეს მაღალი კვალიფიკაცირებული გამოცდილი სპეციალისტის დახმარებით. მეორე - ეს მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ იმ დაავადებების წინააღმდეგ რომლთა ფესვებიც არის ადამიანის ფსიქიკაში. (მაგალითად სხვადასხვა წარმოშობის ნევროზები, სტრესები,დეპრესია). ხოლო ისეთი დაავადებები რომლებიც გამომდინარეობენ სხეულიდან (კუჭის წყლული, სტენოკარდია და ა.შ.) ამ მეთოდით მათზე ზემოქმედება ნაკლებად ეფექტურია.

  ფერთა თერაპია არ წარმოადგენს მკურნალობის ძირითად საშუალებას, არამედ ის არის როგორც ერთ-ერთი, საკმაოდ ეფექტური დამატებით მკურნალობის მეთოდი. ამ აღმოჩენას გააჩნია უნარი ნებისმიერ დონეზე საკმაოდ გააუმჯობესოს ადამიანის კეთილდღეობა და დაეხმაროს მას თავისი პოტენციალის მიღწევაში.

ზეითუნის ზეთი სტრუქტურა შეცვლილი წყალი მცენარეთა ექსტრაქტები ძვირფას ქვებთა კრისტალები არომა ზეთები

რითია საუკეთესო აურა-სომა?

ის ცოცხალია ! ორფეროვანი ეკვილიბრიუმი და სხვა ასეთი პროდუქცია სავსეა ცოცხალი ენერგიით - ანუ ენერგიებით რომელსაც შეიცავენ ფერები, მცენარეთა ექსტრაქტები, ეთერ ზეთები, ძვირფასი ქვები და მათი კრისტალები. აურა-სომას პროდუქცია შეესაბამება ადამიანის სხეულის ვიბრაციებს. ამიტომაც ეს სუბსტანციები რბილად ზემოქმედებენ სულიერ, მენტალურ, ემოციონალურ დონეებზე და როგორც შედეგი გამოიწვევენ ჩვენს ფიზიკურ სხეულში უკვე არსებულ სამკურნალო ძალების სტიმულირებას.  
 ის მთლიანად უნიკალურია, ვინაიდან მასში ფერის საშუალებით გაერთიანებულია სხვადასხვა ბუნებრივი ენერგიები, შესაბამისი ვიბრაციებით, სიხშირითა და ტალღებით. აურა-სომას საშუალებით იხსნება თქვენი გონების კარიბჭე და ის ხდება თქვენი სულიერების სარკე.

 წინათ ადამიანები ეყრდნობოდნენ იმას რასაც, მათ ურჩევდნენ სხვები. დღეს აურა-სომა გიბიძგებთ თვითონ მიიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები. თქვენ ირჩევთ ეკველიბრიუმს რომელიც თქვენ ძალიან მოგწონთ და ფერის საშუალებით ინათებთ თქვენი ცხოვრების ისტორიას. აურა-სომა ეს ვიბრაციით, სინათლით და ფერით სამკურნალო თერაპიის საკმაოდ მგრძნობიარე ფორმაა. რომელიც დაფუძნებულია საკუთარ შიდა ხმის და გარშემო ბუნების შეგრძნების ცოდნის საფუძვლებზე. 

 21 საუკუნეში მრავალი მკვლევარი და მეცნიერი მიდიან დასკვნამდე, რომ ადამიანს სიცოცხლის უნარიანობა დამოკიდებულია სინათლის სხივებზე - ანუ ენერგიებზე, რომლებიც ვიბრირებენ ყველა დონეებზე. თითოეული ვიბრაციული დონე არეკლავს ცისარტყელას ფერებს. ყველა ჩვენი არსი - ეს არის სინათლის ვიბრაციები სხვადასხვა სიხშირით. ადამიანის ორგანიზმში სიცოცხლის ენერგეტიკულ ძალებს აკონტროლებენ ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები (ჩაკრები). თითოეული ჩაკრა იმყოფება მუდმივ მოძრაობაში და რეზონირებს გარკვეული სიხშირის ტალღებთან, რომლებსაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც ამა თუ იმ ფერს.

 როდესაც ადამიანი გრძნობს საკუთარ თავს ”ფერის გარეშე” ეს იმის მაჩვენებელი, რომ ერთი ან რამოდენიმე ენერგეტიკული ცენტრი გამოყვანილია წყობიდან. ანუ დაუბალანსებულია. ხოლო ამ ბალანსის და ჯამრთელი ცხოვრების რითმი აღდგენა შესაძლებელია ამ მეთოდის გამოყენებით. როდესაც შესაბამის ეკვალაბრიუმის შემადგენლობით ჩაკრაზე დააქვთ მცენარეთა და კრისტალების ფერთა ვიბრაცია.

 აურა-სომის კონცეპტუალური იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს მხოლოდ”ერთი ავადმყოფობა” ეს არის ადამიანის უცოდინარობა იპოვოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში და ამ აზრის გაურკველობა. სწორედ ეს დაავადება ქმნის ცხოვრების წინააღმდეგობას, რაც შესაბამისად იწვევს სტრესებს, შემგომი გარდაქმნებით და გამოვლინებებით სხვადასხვა დაავადებების სახით ფიზიკურ სხეულში. აურა-სომას მივყევართ სინათლის და ფერის აზრის გათვითცნობიერებასთან და შიდა გამოფხიზლებამდე, ხოლო აქედან დაავადების მიზეზების გარკვევასთან.

 აურა-სომა წარმოადგენს ფილიგრანულ ენერგეტიკულ ”წამალს", რომელიც ურთიერთმოქმედებს ადამიანის ენერგეტიკულ სხეულთან და მდგრადს ხდის მის მენტალურ და სულიერ მდგომარეობას. ამ სისტემით როგორც ჯამრთელობის ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტით, დღეისათვის სარგებლობენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. დამოუკიდებლად მათი კულტურული ტრადიციების, რელიგიის, თუ ჯანმრთელობასთან სხვადასხვა ფილოსოფიური მიდგომით. აურა-სომა ეს არის კარგი მხარდამჭერი საშუალება თერაპიის ისეთი სახეების როგორიც არის ფსიქოთერეპია, ტრადიციული მედიცინა, შემოქმედებითი თვითგამორკვევა. 

საიტიდან კოპირება აკრძალულია.  ადმინისტაციასთან შეთანხმების გარეშე.